Saturday, July 11, 2009

Like Beckham

  ამ ბოლო დროს სპორტული ცხოვრებისკენ მაქვს მიდრეკილება [მხოლოდ და მხოლოდ მიდრეკილება, არ ვცხოვრობ], მომწონს ჯანმრთელი სხეული, როცა ყველა კუნთი ტონუსშია. ვცდილობ ვივარჯიშო, მაგრამ რეგულარულად ვერ ვახერხებ. თუმცა, სხვა მეთოდებსაც მივმართავ :D

  მოკლედ, ჩემი დეიდაშვილის შვილი ჩვენთან ხშირად სტუმრობს, 2 წლისაა და რეზინის ბურთი ვუყიდეთ, რომლითაც ჩვენთან ერთობა. თუმცა თვითონ შეხება სულ 1-2-ჯერ ქონდა, აი მე და ჩემი ძმა კი აქტიურად ვთამაშობთ ფეხბურთს, თანაც - ოთახში!! ხან მე ვარ მეკარე და ის ურტყამს, ხან - პირიქით. რა თქმა უნდა მჯობნის, მე კიდევ ვცდილობ არ ჩამოვრჩე და კენწვლაში ვვარჯიშობ, მაგრამ ჩემი მაქსიმუმი 5-ჯერ აკენწვლა იყო მხოლოდ, ისიც ერთხელ. ისე ძირითადად 2-ჯერ ვკენწლი :D ხომ წარმოგიდგენიათ დედას რა დაემართა პირველად რომ დაგვინახა 21 წლის გოგო და 20 წლის ბიჭი ოთახში რეზინის ბურთით ფეხბურთს რომ ვთამაშობდით :D მერე ნელ-ნელა შეეგუა და ახლა რეაქცია აღარ აქვს :D 

  ბავშობაში კი ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს ქუჩაში, თან კაბით :D მაგრამ დიდი ხანია უკვე თამაშის სურვილი არ გამჩენია და ეხლა ძველმა ვნებებმა იჩინა ისევ თავი :D

  ისე შევედი ეშხში რომ, გუშინ ფილმი გადმოვწერე -  Bend It Like Beckham  :D მართალია უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვუყურე :)) 

  

 

6 comments:

  1. ლოლ, რა ფილმი გაიხსენე :))

    ReplyDelete
  2. უი, ეს ფილმი. იცი, რომ ეგ ინდოელი გოგო დაიღუპა? :( არადა, ძალიან კარგი ფილმია, ეგ გოგო კირა ნაითლიზე ბევრად უკეთ თამაშობდა. თან ისე მიყვარს კოლორიტული ფილმები, სხვადასხვა კულტურის და ეროვნების ხალხის ტრადიციები რომ ჩანს.
    მომწონს შენი სპორტით გატაცება. Bend it like Beckham :P or hit it like Nadal =))

    ReplyDelete
  3. დაგამატე სიაში :)

    ReplyDelete
  4. It is a wonderful movie indeed :)

    ReplyDelete
  5. სოფი, მოკვდა?? არ ვიცოდი,სამწუხაროა :(
    კირას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ დიდი სამსახიობო ნიჭი აქვს, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიზიდავს და დიდი სიამოვნებით ვუყურებ მის ფილმებს :)
    p.s ’or hit it like Nadal =))’ :D If only.. : ))


    Tomushka, thanks honey : )

    ReplyDelete
  6. ეს ფილმი რო გამოდიოდა ისე ველოდებოდი (როგორც ბექჰემის გულშემატკივარი)
    მეგონა ბექსიც იქნებოდა, მაგრამ სულ 2 წამით გამოჩნდა :(
    ჯონათანს ცოტა დიდი თავი აქვს ამ ფილმში :)

    ReplyDelete