Wednesday, July 15, 2009

აჯაფსანდალი

 

  სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ეს მთვლელი მხოლოდ იმიტომ არ არის რომ შეხედო და გაიგო იმ მომენტში რამდენი ადამიანია ბლოგზე, თურმე ზედ დაკლიკებაც შეიძლება :D  მეც დავაკლიკე და მას შემდეგ იქ ვარ :D მიყვარს სტატისტიკა, ამ ამბავში ამელის ვგავარ ისეთი უცნაურობები მაინტერესებს ხანდახან :))  ყველა ბლოგზე პირველად მანდ შევდივარ და ვათვალიერებ რუკას და იუზერების რაოდენობას :D არადა რამდენი ხანია მაქვს უკვე და უმოქმედოდ იყო.

  ხო, კიდევ  თიმფლეითის გამოცვლაზე ვფიქრობ კაი ხანია, ჯერ არ მინდა ოღონდ, მაგრამ მინდა შერჩეული მქონდეს წინასწარ. ბევრი ვნახე მაგრამ არაფერი მომწონს, იდეალურს ვეძებ რომელიც ბუნებაში არ არსებობს :))

  გუშინ დილით ნადალის ოფიციალურ საიტზე ვნახე რომ წინა დღეს გამოკვლევებზე იყო და ინფორმაციას საღამოს მოგაწვდითო. მთელი დღე ყოველ ნახევარ საათში შევდიოდი, არადა გარკვევით ეწერა რომ გვიან საღამოს იქნებოდა აფდეითი. მივხვდი რომ ვნერვიულობდი, როგორც ნაცნობზე - ძმაზე, მეგობარზე ან ბიძაშვილზე ინერვიულებ, საავადმყოფოში რომ არის და ელოდები, მთელი დღე ურეკავ და ახალი არაფერი არ არის. ღამით მართლაც დაიდო ნიუსი - მდგომარეობა გაუმჯობესდა და ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებსო.  უცებ ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი, არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა და ჩემთვის მიხაროდა..

 უსაქმურობისგან ესპანურში ვმეცადინეობ, უფრო სწორად  ჯერ ვთარგმნი ინგლისურიდან. შევამჩნიე რომ ისეთი უვიცი აღარ ვარ, ანუ დამოუკიდებლადაც შეიძლება რაღაც-რაღაცეების სწავლა თურმე : )

 გამოცდის შემდეგ არავის გავხსენებივარ და ნაწყენი ვარ ყველაზე. ერთის გარდა, რომელმაც მინახულა კიდეც : )

  [ვფიქრობ მშვენიერი აჯაფსანდალი გამოვიდა, ბევრი ინგრედიენტით : )]

6 comments:

  1. შენით ისწავლე ტემფლეითის კეთება ად იმ შენ ნაძებნ უნივერსალურ თემფლეითშაც შექმნი.

    ReplyDelete
  2. და სტატსტიკა თუ გიყვარს აი ეს დააყენე. ამაზე ამგარ სტატისტიკას სად ნახავ?

    ძალიან საკაიფო მთვლელია, თან ყველანარი რაღაცეების :D
    http://tomushka.blogspot.com/2009/06/blog-post_2412.html

    ReplyDelete
  3. ეგ ადრე დავაყენე, უფრო სწორად ვერ დავაყენე და თავი მივანებე მერე. არადა ძალიან მინდოდა.

    დღეს ვცადე კიდევ ერთხელ და მგონი გამომივიდა :)

    ReplyDelete
  4. მომეწონა შენი აჯაფსანდალი :) რა საყვარელი ხარ, რომ ასე გულშემატკივრობ ნადალს, იმედია გამოჯანმრთელდება. KISSES!!! :sunny:

    ReplyDelete
  5. დე, ხვალ რას შვები??? შეიძლება კოჯორში წავიდე(თ) და წამოჰ

    ReplyDelete
  6. აუ, დე, ხვალ და ზეგ ვერა :(

    ReplyDelete