გაზაფხული რომ მოდის, როგორც კი გარემო გამწვანდება, ეგრევე სოფლის მონატრება მეწყება. ბუნება მეძახის თითქოს, დაუძლეველი სურვილი მაქვს ქალაქგარეთ გასვლის. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩემს სოფელში მინდა წასვლა. პატარა რომ ვიყავი, უფრო მძაფრად მქონდა გამოხატული ეს შეგრძნება, ეხლა უფრო ძველი დროიდან გამოყოლილი მოგონებებია. ასე მგონია რომ სოფელი [ვისაც აქვს] ყველას უყვარს. სხვა თუ არაფერი, ბავშვობასთან ყველაზე მეტად ასოცირდება. ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე, ალბათ უმეტესობა მივდიოდით სოფელში, სადაც ძველი სახლი და ბებია გველოდებოდა. ბებიის მხრივ მე გამონაკლისი ვიყავი, ვინაიდან აქედანვე ერთად მივდიოდით და მერე ისვე ერთად ვბრუნდებოდით ქალაქში.
მენატრება - ტყე, რომელიც უნდა გაიარო გზად; ოღროჩოღრო გზა, ბოლო რომ არ უჩანს და ერთი სული გაქვს როდის დამთავრდება. როგორც იქნა გამოჩნდება - პატარა, გორაკებს შორის დაკარგული სოფელი, კრამიტის სახურავიანი სახლებით, გამომშრალი ვიწრო შუკებით. სახლი, სადაც შესვლისას დახუთული, სპეციფიური სუნი დგას. სუფთა ჰაერი, რომელსაც ღრმად და ხშირად სუნთქავ, მტვრიანი ფილტვები რომ მალე გაწმინდო. ხედი აივნიდან - მთები, ტყეები და აქა-იქ პატარა სოფლები. ბაღი - სადაც მუდამ ფუტკრები დაფრინავენ და როგორც კი გახვალ, მათი ზუზუნი ჩაგესმის ყურებში.
მთავარი - ფიჭვები. გზად წყალს ავავსებთ, და ავალთ. სიჩუმე, რაღაცნაირი, სამარესავით. ფიჭვების სუნი. თვალებს დავხუჭავ და ვუსმენ ხეების შრიალს, ხანდახან ქარი რომ დაქროლავს და მაშინ ისმის. აქ სულ სხვანაირი ხმა აქვს, უცნაური.
ხო, კიდევ გორა, სადაც უნდა ჩახვიდე [და არა ახვიდე, როგორც საერთოდ გორებზე ხდება]. იქ ძალიან უსიამოვნო სუნის ყვავილია -ფარსმანდუკი. მაგრამ მაინც ვკრეფდით ხოლმე.
საღამოს აუცილებელი რიტუალი - ცხვრების და ძროხების მოსვლას უნდა ვუყურო აივნიდან. ძალიან მიყვარდა ეს პროცესი :))
და ღამე - აივანზე შუქი ანთია. უამრავი, სხვადასხვა ფორმის და ჯიშის პეპლები, ყველაფერში ცვივიან და სახეზე გეჯახებიან. ჭოტი, რომელიც ყოველ ღამე კივის სადღაც. ხანდახან ნიავს მეზობელი სახლებიდან ხმები მოაქვს - ჭურჭლის, ადამიანების, ალბათ ისინიც ვახშმობენ - ჩაი ყველით, კარაქით და პურით.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. სულ მიკვირდა ამდენი ვარსკვლავი როგორ ეტეოდა ცაზე, ან თბილისიდან რატომ არ ჩანდა ასე ბევრი. ყოველ ღამე ერთი მაინც ჩამოვარდებოდა ხოლმე, მაგრამ სურვილის ჩაფიქრებას ვერასდროს ვასწრებდი.
მერე დილა - თვალს გაახელ, უცებ აზრზე ვერ მოხვალ, ისევ თბილისში გგონია თავი. ნელ-ნელა შეაჩვევ თვალს ოთახს. აივანზე ბებია ფუსფუსებს და ჭურჭელს აჩხარუნებს. რამე გემრიელს ამზადებს - ადგომის დროა :))
ეს ყველაფერი იყო ბავშვობაში, მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. გული მწყდება რომ ეხლა ვეღარ აღვიქვამ ასე ძლიერად.
ესეც ფოტო, მობილურით გადაღებული და ცუდი ხარისხის. და მაინც -
me sofeli samcuxarod arasdros mqonia da aset survilebs marto ideis doneze tu vugeb xolme :)
ReplyDeleteმე მაქვს სოფელი.. :(
ReplyDeleteროგორც აღწერე, ზუსტად ეგეთია. ეგ მომენტები მეც მქონია.. :)
მაგრამ საუკუნეა იქ არ ვყოფილვარ, გორაზე გვაქვს სახლი და იქ ძალიან ცხელა ხოლმე..
თან ისეთი ჩამკვდარებააა, 3 დღეზე მეტხანს ვერ ვჩერდები..
არადა, ისე ვარ გადაღლილი, სად გავიქცე არ ვიცი.. ;(
მეც მაქვს და უბედნიერესი ვარ მაგით.
ReplyDeleteძალიან მიყვარს.
და ძალიან მინდა, რომ წავიდე.
ძალიან.
უბრალოდ ეს დღეები შეიძლება ვერ მოვახერხო.
ორი სოფელი მაქვს და ორივე მიყვარს. უფრო ბავშვებისდროინდელი ემოციების გამო. იმ ადგილს რომ ვუბრუნდები სადაც არდადეგებს ვატარებდი და ლაღად იყავი, თავს ისევ ისე ვგრძნობ როგორც ბევრი წლის წინ.
ReplyDeleteმე კი ძალიან "ურბანისტი" ვარ და მეზარება ქალაქიდან გასვლა.
ReplyDeleteთუმცა, შარშან გამოცდებს როგორც კი მოვრჩი, მთაში წავედი და აგვსიტოს ბოლოს დავბრუნდი თბილისში, გაველურებული, არაყზე და ხინკალზე გადაგვარებული =)) წელს, რაღაც, მეზარება და მინდა აქ ვიყო სულ, თან ჩემი მეგობარია ჩამოსული მოსკოვიდან და აქაც კარგად ვერთობით :) მაგრამ სოფლის ცას რა ჯობია, ან ჰაერს - ფილტვბეს რომ გივსებს. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს :)
HAVE WONDERFUL TIMES IN YOUR LIFE :) :sunny:
სოფი, მეც ურბანისტი ვარ, თან ძალიან. ადრე ჰანნასთან ვიყავით სოფელში და მთელი დღეები ვწუწუნებდი თურმე, ისე რომ მე ვერ ვხვდებოდი და ერთ დღესაც მითხრა - ნატალია, შენ ქალაქისთვის და კომფორტისთვის ხარ დაბადებულიო. და რომ ვუფიქრდები - ასეც არის :)
ReplyDeleteთუმცა ბუნება იმდენად მიყვარს რომ 1 კვირით სიამოვნებით წავიდოდი არაკომფორტულ პირობებში :))