საყვარელმა თინიმ დამთაგა :)
[მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტეგ-თამაში ყველაზე ძალიან მომეწონა, საინტერესო და ინფორმაციულია].
მაშ ასე, ჩემი ლიტერატურული ანკეტა:
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? ნაირა გელაშვილის ’ამბრნი, უმბრნი და არაბნი’.
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი მმმ.. პოეზია ძალიან მიყვარს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ისე, ყველაზე მეტი ემოცია და განწყობა გალაკტიონის ლექსებს მოაქვს, უფრო მეტიც კი, ვიდრე პროზას.
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ნოდარ დუმბაძე და ასტრიდ ლინდგრენი.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ? პირველად ეს მომივიდა თავში - ’დავით აღმაშენებელი’ რომ წავიკითხე, ბოლო ფურცელზე მოვკვდი ტირილით - ’დავითი მოკვდა’ ვიმეორებდი და ვქვითინებდი, თითქოს მანამდე არ ვიცოდი რომ მკვდარი იყო :D ისე კი ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, ვინაიდან ამ ბოლო დროს ძალიან ემოციური გავხდი; მაგალითად, ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოებს ყელში გაჩრილი ბურთით ვკითხულობ ხოლმე.
5. რომელ წიგნს დასცინეთ? ოო.. ბევრმა ახსენა ’მგლებიო’, მახსოვს მე და ჰანნამ წავიკითხეთ ხუთიოდე წლის წინ, გვინდოდა ქურდული სამყაროს ტერმინოლოგია აგვეთვისებინა და წიგნები საიდანღაც ვიშოვეთ. მერე ლექციებზე ჟარგონებით ვლაპარაკობდით და ვკვდებოდით სიცილით.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? გურამ დოჩანაშვილს, ადამიანისადმი სიყვარულის დარგში :))
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
’ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..’ ნოდარ დუმბაძე, ’მარადისობის კანონი’
მეორე კი იხილეთ აქ
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი ასტრიდ ლინდგრენის ყველა ნაწარმოები, რაც წაკითხული მაქვს :)
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან? კონკრეტულად არ მახსენდება; საკუთარ თავთან არ ვაიგივებ ხოლმე როგორც წესი. რომელი პერსონაჟიც მომეწონება, მიჩნდება სურვილი რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავს ადამიანებს ვიცნობდე.
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? არა, რა თქმა უნდა :D
მე კი ვთაგავ:
ანუშკას
ქეთის
ასევე ბაბისას, ყოველ შემთხვევაში მე მაინც ვცდი :)