Saturday, October 31, 2009

Als ich kann

  ადიდე დღე, რომელიც თენდება. ნუ ინაღვლი, რა მოხდება მომავალ წელს, ათ წელიწადში. დღევანდელ დღეზე იფიქრე და თავი დაანებე მაგ შენს სულელურ თეორიებს. ხომ ხედავ, ყველაზე სასიკეთო თეორიაც ბრიყვულია და ფუჭი. დღევანდელი დღით იცოცხლე. ადიდე ყოველი დღე, გიყვარდეს და პატივი უზღვე; უდროოდ ნუ დააჭკნობ შენს დღეებს, ნუ შეაფერხებ მათ აღორძინებას.

  


   გიყვარდეს ყოველი დღე. თუ დღევანდელივით პირქუში და სევდიანია, გიყვარდეს მაინც. ირწმუნე, და ითმინე. თუ კეთილი ხარ, შენი საქმეც კეთილად წავა. თუ უძლური ხარ, ბუნებამ თუ ხელი არ მოგიმართა, მაინც უნდა იბედნიერო. როგორც ჩანს, მეტი არ შეგძლებია. რად უნდა ინატრო შეუძლებელი? იღვაწე ჯერისაებრ. იმას უნდა იქმოდე, რასაც გაწვდები..

    Als ich kann   

  

  

Sunday, October 25, 2009

Not fake post

  რაც შენს გარშემო ხდება, ყველაფერი ხომ ისევ შენი თავიდან გამომდინარეობს? ყველა ადამიანი თვითონ ვქმნით ჩვენს გარემოს. როცა თავდაჯერებული ხარ, მოგწონს შენი თავი, სხვებიც გამჩნევენ და მოწონხარ. თუ თვლი, რომ წონაში მოიმატე, ულამაზო და უინტერესო ხარ, here you go - ხდები კიდეც ასეთი გარშემომყოფების თვალში.

 მე ყოველდღე ვრწმუნდები ამაში.

მაგალითი I

 სულ მაინტერესებს, და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შემდგომ ურთიერთობებში, ვინ არის ჩემს მიმართ დადებითად განწყობილი, და ვინ -არა. განსაკუთრებით ლექტორებს ვაკვირდები, პირველივე დღიდან, თუ როგორ განეწყობა ჩემს მიმართ. და თითქმის ყოველთვის ვხვდები, ვგრძნობ, ჩემს მიმართ მათ დამოკიდებულებას, თუნდაც ეს მესამე პირმა ვერ შეამჩნიოს.

მაგალითი II

 ასევე ბლოგზეც - როცა ძალიან მიყვარდა ჩემი ბლოგი და ვზრუნავდი მასზე, ვიზიტორების რაოდენობაც მეტი იყო [ ’მეტ’-ში არ იგულისხმება 100 და 200, ამდენი არასდროს შემოსულა ჩემთან 1 დღეში]. ამ ბოლო დროს კი, გულგრილობის პერიოდის შემდეგ, ძველ ფორმას ვერ დავუბრუნდი. ჩემს პოსტებში სიყალბეს ვამჩნევ, ბოლომდე გულახდილი არ ვარ. ბევრს ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის.
ამაზე სულ ნადალი მახსენდება - ზაფხულის ტრავმის მერე აგვისტოში დაუბრუნდა თამაშს, აი უკვე ნოემბერი დგება, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ტურნირზე გამოვიდა, მაგრამ არაფერი გამოსდის - ნახევარფინალებს ვერ გაცდა.
მეც ’ნახევარფინალებში’ ვარ დარჩენილი. შესაბამისად, ჩემი ბლოგი ნელ-ნელა უჩინარი ხდება.

   ამ ბოლო დროს მე არ მომწონს საკუთარი თავი, ძალიან არ მომწონს. არც 'I am a superstar' მშველის და არც ჰანნას შეგონებები. ალბათ, ამიტომ აღარ ვუყვარვარ, არც ლექტორებს და არც ბლოგერებს.

  ეს იყო პირველი გულახდილი პოსტი ’ტრავმის’ შემდეგ. დიახ, მე გულახდილი ვიყავი, და ფინალშიც გავედი. მალე თასსაც ავიღებ :))



Saturday, October 24, 2009

Sangria Party

სანგრია - ღვინის, ხილის და კიდევ რამდენიმე კომპონენტისგან დამზადებული ესპანური სასმელია.




მოქმედების დრო: 11 ოქტომბერი, კვირა.
მოქმედების ადგილი: ჰანნას სახლი.


 იდეაში ეს წვეულება 2 რამეს ეძღვნებოდა - ჰანნას და ესპანეთს. მე ორივე ძალიან მიყვარს, ამიტომ დიდი მოლოდინი მქონდა, რომ სასიამოვნო საღამო უნდა გამოსულიყო.

დღის განმავლობაში დიდი მზადება მიმდინარეობდა, სანგრიის, საკვების და.. ორიგამის :)




საღამო.

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, ფონად - 'Vicky Cristina Barcelona’-ს საუნდტრეკები.






 ბევრი ხილი და უფრო ბევრი სანგრია, ყველგან და ყველაფერში - მრავალფეროვან და ორიგინალურ ჭურჭელში.





ხალხი, ხმაური, მუსიკა, ცეკვა..

მე კი ვზივარ, ვწრუპავ სანგრიას და სასიამოვნო თავბრუსხვევას ვგრძნობ. თვალებს დავხუჭავ და ვცდილობ ესპანეთზე ვიფიქრო - შეიძლება ზუსტად ამ მომენტში იქაც სვამს ვინმე ამ უგემრიელეს სასმელს.. და აზრადაც არ მოსდის, რომ სადღაც საქართველოში ესპანეთის სადღეგრძელოს ამბობენ.

[ეს იყო ყველაზე ევროპული ფართი, რაც კი ოდესმე მინახავს. სტუმრები ზუსტად 8 საათზე მოვიდნენ, მაგრამ ნოდარ დუმბაძის მოთხრობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ესპანეთი თუ არა, ევროპა ბოლომდე შენარჩუნდა].



[კარგი იქნება, თუ პოსტს ამ მუსიკის თანხლებით წაიკითხავთ :)]





Tuesday, October 20, 2009

Sweet about me

 ცხელი ყავა და შოკოლადი მინდა მუდმივად გვერდით მედგას - 1 ჭიქას რომ დავლევ, შემდეგი მზად იყოს უკვე.

 მინდა, ყავისგან მქონდეს გაჟღენთილი სხეული და ყველაფერი ფეხებზე მეკიდოს..





ასეთ უჟმურ ხასიათზე არ ვიყო, და საკუთარი უმწეობის შეგრძნება არ მტანჯავდეს.

[და გუგლში არ ვეძებდე ფოტოებს keyword-ით 'coffee' და 'chocolate']

I am a superstar! superstar with a scalpel..

ბევრი, ბევრი შოკოლადი მინდა.


Sunday, October 18, 2009

Bibbidi Bobbidi Boo ანუ ჩემი 5 ოცნება

  ოცნებების ბევრი კატეგორია არსებობს. მე ბევრი ვიფიქრე და ჩემი ოცნებები საბოლოოდ 2 კატეგორიად დავყავი: მატერიალური და ჩემეული. თუმცა, ჩემი ოცნებები და მიზნები ერთმანეთში გადადის, მე თვითონ ვერ გამომირკვევია, რომელი რომელია :)

 მატერიალური დრიმები:

1. ესპანეთში სწავლის გაგრძელება..
2. ნოუთბუქი;
3. ჩოგბურთის სწავლა [ასევე ძალიან, ძალიან მინდა, ნადალი ვნახო ოდესმე (ეს უფრო ’ჩემეული’ ოცნებათა კატეგორიაა, მაგრამ არ ეტევა იქ :D) ].
4. ფინანსური დამოუკიდებლობა, ანუ დროებითი სამსახური სტუდენტობის პერიოდში.
5. ბევრი, ბეევრი წიგნი [აქვე - ადრე წიგნების მაღაზია მინდოდა მქონოდა].

 ჩემეული:

1. ერთი ნახვით შეყვარება, თუნდაც ეს სიყვარული თვეზე მეტი არ გაგრძელდეს.. მოულოდნელი და ხანმოკლე მოკლედ :)
2. ადრე გაგიმხილეთ - სპონტანური ტანგო ქუჩაში :)
3. ყველაზე უშუალო ადამიანი ვიყო მსოფლიოში :)) [და კიდევ მინდა, რომ ყველა ადამიანზე დადებით შთაბეჭდილებას ვახდენდე, ადრე თუ გვიან :D უფრო სწორედ, საინტერესო მინდა ვიყო ყველასთვის :) ]
4. მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, მსოფლიოსთვის თუ არა, 1 ადამიანისთვის მაინც :))
5. აქ ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ოცნება ჩამესვა, ვინაიდან მე ოცნებების გუდა მაქვს, რომელიც არ ილევა. ბოლოს კი ეს გადავწყვიტე - მინდა ერთხელ რაღაც არაორდინალური გავაკეთო, ისეთი, რომ ხვდები სიგიჟეა და თან თავს ძალიან კარგად გრძნობ და შენთვის სულერთია, სხვები რას ფიქრობენ..






 ეს პოსტი კი ზურიუსის მეოხებით დაიწერა, რომელმაც დამთაგა. დიდი მადლობა მას :)

Thursday, October 8, 2009

Natback

    ჰო გავხდი გულგრილი, მერე ამ გაგრილებას თან სახლში ინტერნეტის გათიშვაც დაერთო. ვიფიქრე რომ სწორედ დროული იყო.

   გუშინწინ დეიდასთან გამოვედი და ინტერნეტს ვეცი ეგრევე, მეგონა ისე მომენატრებოდა აქაურობა რომ 2–3 პოსტს დავწერდი. ჩავრთე და ბლეეჰ.. ისევ ისე ვიყავი, მოდუნებული და უგერგილო :D პოსტები გადავიკითხე, კომენტარები არ დამიტოვია არსად [მგონი], ზურიუსის პოსტზეც კი, არადა აღფრთოვანებული ვიყავი ფოტოებით. 

   დღეს ისევ გამოვედი დეიდასთან, ისევ ჩავრთე ლეპტოპი, ისევ შემოვედი ბლოგებზე და yaaaay, შედეგი არის! გული მითბება ნელ–ნელა :) კომენტარების მუზაც მაქვს და  აგერ, პოსტისაც :)

    შაბათს ქორწილში მივდივარ, ჩემი მეორე ჯგუფელი თხოვდება უკვე. მოგეხსენებათ რომ ორშაბათს სწავლა დაიწყო, რომ მივედით გოგოები [ჯგუფში 10 მდედრი ვართ] და გადავხედეთ განვლილ ზაფხულს, აღმოჩნდა რომ ყველას ყავს მეწყვილე, ჩემს გარდა. და საერთოდ, ამ ბოლო დროს ყველა თხოვდება/წყვილდება, what is going on? :spy:

   პ.ს  რაფა გამწვანდა  :jump:

  

  

Friday, October 2, 2009

გულგრილობა

 ბლოგის მიმართ.

   ვერც პოსტებს ვწერ, და ვერც კომენტარებს სხვა ბლოგებზე. არა, კი ვწერ, მაგრამ აი, რაღაც უღიმღამოდ.

  სახლში ინტერნეტი გამეთიშა, ხვალიდან ალბათ ვეღარც პოსტებს წავიკითხავ. 

  ორშაბათს სწავლას ვიწყებ და იმედი მაქვს ჩემი გული ისევ განგრილდება.

   :))