Sunday, October 18, 2009

Bibbidi Bobbidi Boo ანუ ჩემი 5 ოცნება

  ოცნებების ბევრი კატეგორია არსებობს. მე ბევრი ვიფიქრე და ჩემი ოცნებები საბოლოოდ 2 კატეგორიად დავყავი: მატერიალური და ჩემეული. თუმცა, ჩემი ოცნებები და მიზნები ერთმანეთში გადადის, მე თვითონ ვერ გამომირკვევია, რომელი რომელია :)

 მატერიალური დრიმები:

1. ესპანეთში სწავლის გაგრძელება..
2. ნოუთბუქი;
3. ჩოგბურთის სწავლა [ასევე ძალიან, ძალიან მინდა, ნადალი ვნახო ოდესმე (ეს უფრო ’ჩემეული’ ოცნებათა კატეგორიაა, მაგრამ არ ეტევა იქ :D) ].
4. ფინანსური დამოუკიდებლობა, ანუ დროებითი სამსახური სტუდენტობის პერიოდში.
5. ბევრი, ბეევრი წიგნი [აქვე - ადრე წიგნების მაღაზია მინდოდა მქონოდა].

 ჩემეული:

1. ერთი ნახვით შეყვარება, თუნდაც ეს სიყვარული თვეზე მეტი არ გაგრძელდეს.. მოულოდნელი და ხანმოკლე მოკლედ :)
2. ადრე გაგიმხილეთ - სპონტანური ტანგო ქუჩაში :)
3. ყველაზე უშუალო ადამიანი ვიყო მსოფლიოში :)) [და კიდევ მინდა, რომ ყველა ადამიანზე დადებით შთაბეჭდილებას ვახდენდე, ადრე თუ გვიან :D უფრო სწორედ, საინტერესო მინდა ვიყო ყველასთვის :) ]
4. მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, მსოფლიოსთვის თუ არა, 1 ადამიანისთვის მაინც :))
5. აქ ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ოცნება ჩამესვა, ვინაიდან მე ოცნებების გუდა მაქვს, რომელიც არ ილევა. ბოლოს კი ეს გადავწყვიტე - მინდა ერთხელ რაღაც არაორდინალური გავაკეთო, ისეთი, რომ ხვდები სიგიჟეა და თან თავს ძალიან კარგად გრძნობ და შენთვის სულერთია, სხვები რას ფიქრობენ..






 ეს პოსტი კი ზურიუსის მეოხებით დაიწერა, რომელმაც დამთაგა. დიდი მადლობა მას :)

7 comments:

  1. რა კარგი ოცნებები გაქვს :) სპონტანური ტანგო ქუჩაში, მმ როგორ მომეწონა :X:X:X

    ReplyDelete
  2. დაწვი არტიმედეს ტაძარი ჰეფესოში და ისტორიაში შესვლა გარანტირებული გაქვს.. :))

    ისე, ადრე მეც მინდოდა ხოლმე, რამე მნიშვნელოვანი გამეკეთებინა მსოფლიოსთვის..

    არა, ახლაც მინდა, მაგრამ სხვა სურვილებმა წამოიწია წინა პლანზე..

    ReplyDelete
  3. წიგნები და ნოუთბუქი მეც მინდა!!! ამაში დავემთხვიეთ! :)

    ReplyDelete
  4. :)
    მე გამოვცადე ასეთი სასიყვარულო ავანტიურა, სადღაც 1თვიან-2შეხვედრიანი, რომელიც გადაიზარდა 2 წლიან დეპრესიაში :| ამის შემდეგ ოცნებებთან ძალიან ფრთხილად ვარ.
    (Can't believe you're back :love: )

    ReplyDelete
  5. ....ჰოდა ახლა ადექი და Facebook–ისთვის მოსაძებნი შენი ორი სიტყვა მითხარი და რავი, ეგებ ტანგო მაინც ვიცეკვოთ :)))
    თუ არა და, რაიმე საერთოს მაინც ვნახავთ :))

    ReplyDelete
  6. სოფი, ჰო, ეგეთ 1 თვიან ქარიშხლიან სიყვარულებს მერე ალბათ დიდი დეპრესიაც მოყვება :)

    ზურიუს, აქ, ბლოგზე მაქვს მითითებული 'My Network’ :))

    ReplyDelete
  7. mshvenieria pirdapir :D
    tangos mec vicekvebdi, tan viwro quchashi wvimis dros, if

    ReplyDelete