Tuesday, February 26, 2019

The power of female friendship



ვილაში ცხოვრებისას ბევრ ადამიანს დავუმეგობრდი. მათ შორის, ვისთანაც უფრო დავახლოვდი, თითქმის ყველა ბიჭი იყო, ერთის, მირას გარდა. მირა ყაზახია და ამჟამად ავსტრალიაში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ გაცნობისთანავე დავმეგობრდით. ჩვენმა ერთად ყოფნამ ერთ თვეს გასტანა, ოქტომბერში ატლანტადან უკან, ავსტრალიაში დაბრუნდა. ამიტომ ბოლო ორი თვე ბიჭების გარემოცვაში გავატარე და რამდენადაც refreshing იყო მხოლოდ ბიჭი მეგობრების ყოლა (ვირტუალურად ქართველ გოგო მეგობრებთან მიმოწერას თუ არ ჩავთვლით), იმდენად მენატრებოდა გოგოური ამბები. ხანდახან, უცებ მომინდებოდა რაღაცის თქმა და ენის წვერზე ვაჩერებდი. არა იმიტომ, რომ სხვანაირად გამიგებდნენ, უბრალოდ ვხვდებოდი, რომ აი ის გემო არ ექნებოდა, როგორც გოგოებთან წაჭორავებას (ამ შემთხვევაში, ცუდ ჭორაობას არ ვგულისხმობ). აი მაგალითად, ერთხელ ერთმა ვილელმა ბიჭმა გოგო დაპატიჟა ვახშამზე ჩვენთან (ვილაში). ეს გოგო ვილაში მანამდე ცხოვრობდა და ვიცნობდით. ჩვენ საჭმელად გარეთ გავდიოდით და სანამ უბერს ველოდებოდით, ტელევიზორთან ვისხედით და ამასობაში ეს ბიჭი და გოგოც შემოგვიერთდნენ და გავიგე, როგორ საუბრობდნენ, რა ფილმი ენახათ. უცებ თავში დამარტყა - ნუთუ მოჰამედს დეითი აქვს? ეგრევე მიმოვიხედე თვალებანთებულმა და უცებ მივხვდი, რომ ვინმე გოგო მჭირდებოდა, რომ ეს განმეხილა. საბოლოოდ, არავისთვის მითქვამს. ალბათ ბიჭებს ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებიათ ამ ფაქტზე.

როგორ მიყვარს ქალური მეგობრობის დასაწყისი! თავიდან ცოტა დისტანცირებულად რომ ხართ, სასიამოვნო, ზოგად ამბებზე საუბრობთ, თავაზიანად უცინით ერთმანეთს, მერე რომელიმე თავის უფრო პირადულ ამბავს მოყვება და იმ პირველ ლენტს ჭრის, რის შემდეგაც სიფრთხილის საბურველი იხსნება და ორივე გულახდილობის ხასიათზე დგებით. ზოგადი ამბები უფრო ვიწროვდება და ბოლოს უკვე ჩვენს საკუთარ პატარ-პატარა საიდუმლოებებს ერთმანეთს ვუზიარებთ. მერე უკვე თამამად შეგიძლია, ვიღაცის ჩაცმულობა გააკრიტიკო მასთან ისე, რომ არ იფიქროს, იმ ვიღაცის გშურს. ბოლოს ყველაფერი ასეთ დეტალებამდე დადის, როგორიც ვიღაცის ჩაცმულობა და ყოფილი შეყვარებულებია.

და ის მომენტები, როცა ძალიან, ძალიან გჭირდება ვიღაცამ თავზე ხელი გადაგისვას და დამამშვიდოს, თუნდაც ტყუილებით? ორივე მხარემ რომ იცის, ტყუილია, მაგრამ იმ მომენტში ძალიან გჭირდება იმის თქმა, რომ შენ ძალიან მაგარი ხარ და ის ვიღაც, ვინც შენი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზია, ძალიან, ძალიან ცუდია. ეგეთ დროს, უფრო ის მოქმედებს, მეგობარი როგორ გულით ცდილობს, შენ გვერდით იდგეს, ვიდრე თავად სიტყვები, რასაც გეუბნება.

Tuesday, February 19, 2019

By Mari Andrew


გსმენიათ მარი ენდრიუს შესახებ? სრულიად შეყვარებული ვარ მის ილუსტრაციებზე. ყოველდღიური ინსტაგრამ-სერფინგისას, მის პოსტებს განსაკუთრებულად ვაკვირდები და ვეძებ.
ისე შეუძლია ყოფითი, ყოველდღიური ამბები აღწეროს, შენი სულის რომელიღაც ნაწილს აუცილებლად გამოეხმაურება.

გუშინ ჩემს მეგობარს გავუგზავნე მისი ერთ-ერთი პოსტი, ვინიდან ის ამბავი ჯერ კიდევ ძალიან ახალი და პირადულია, რომელთანაც მოვახდინე იდენტიფიცირება, ამ კონკრეტულ პოსტს არ ვდებ. მაგრამ  დავდებ რამდენიმე სხვას, რომლებიც განსაკუთრებულად მომწონს.


* * *


* * *




ბოლო 😍

* * *




ნიკ ქეივის სიმღერები 💙

* * *




დაშორების შემდეგ პირველი დღეები.


* * *




💜

* * *


   

- You are wearing rolled up sleeves
- You are playing with a baby and smiling
- You are cooking


* * *




View this post on Instagram

A post shared by Mari Andrew (@bymariandrew) on


ო ღმერთო, კი, კი!


* * * 




We all have been there :)

 * * *




ახლა დავფიქრდი, და, 5 წლის მე-ზე ნამდვილად მოვახდენდი შთაბეჭდილებას და მოვეწონებდი. That made me smile :)


* * * 



View this post on Instagram

A post shared by Mari Andrew (@bymariandrew) on


ისრით შემდეგ ნაწილებზეც გადადით. I cried a lot :)      


* * * 





* * * 




You don't have to be strong :)


* * * 



View this post on Instagram

A post shared by Mari Andrew (@bymariandrew) on


 თბილისის ქუჩებში სეირნობა (*აქ ჩასვით "სწრაფი სიარული"*) ამას აკეთებს ზუსტად.    


* * *