Saturday, March 24, 2012

Raindrops Keep Falling On My Head

"Let's play a game of whose life sucks the most. 

   I'll win. 

   I always win."



  ეს წარწერიანი ფოტოები დიდი არაფერია, მაგრამ ხანდახან მაინც მოქმედებს, სადმე რომ წავაწყდები. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ლამისაა ყურები დამისკდეს, ისე ცხადად ჩამესმის ტომ იორკის ხმა "the job that slowly kills you.."

   მგონი დროა, რომ გარეთ გავიდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო და დავფიქრდე, ვინ ვარ. იმიტომ, რომ აღარ მახსოვს. 'რა მინდა'–ზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.

 დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ ეს რამე ოპტიმისტური არ გეგონოთ.

   მე ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვარ. მაგრამ სულ მივდივარ.  ხან ძალიან ქერად ვგრძნობ თავს, და ეს არც თუ ისე კარგი პერიოდია.

  
   გამოგიტყდებით და, წუწუნი საერთოდ არ მქონია განზრახული, აქ რომ შემოვდიოდი. მაგრამ თავისით გამოვიდა ასე. ალბათ იმიტომ, რომ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და უცებ გამახსენდა, ვინ ვარ და რა ხდება ჩემს თავს ( :


  

Monday, March 5, 2012

Bang Bang

   ხანდახან ვფიქრობ, რომ ღამე ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად.

   კორპუსების ღამე მიყვარს, ბევრი განათებული ფანჯარა ერთად. სულ მინდა ფრთები მქონდეს ან კარლსონივით პროპელერი,  ჩამოვუფრინო და ყველას სახლში შევიხედო რას აკეთებენ. დავინახო როგორ სვამენ ჩაის, უყურებენ ტელევიზორს ან ჩემსავით ლეპტოპს არიან მიმჯდარი და ყურსასმენებით მუსიკას უსმენენ [bang bang.. he shoot me down]



   რიაზანოვს უყვარს ფანჯრები, მისი თითქმის ყველა ფილმი ფანჯრებით იწყება. ზოგადად, მოსკოვური ბინები საოცრად მყუდროა. არ ვიცი, უბრალოდ ყველა ფილმში ასე ჩანს, თუ ნამდვილად ასეთია.

   ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი. ახალი კვირა იწყება თავის ატრიბუტებით – მძიმე ორშაბათით და მერე სხვა დღეებით. ორშაბათს არასდროს უნდა წახვიდე პირდაპირ სახლში კაცი, როგორი დაღლილიც არ უნდა იყო. ჯობია ფეხით გაიარო ან თუ თვის დასაწყისია და ჯიბეში [ან ბარათზე] ხელფასი გეგულება, შენს საყვარელ ბარში გაუხვიო და ტეკილა შეუკვეთო. ორშაბათს არ უნდა წახვიდე სამსახურიდან პირდაპირ სახლში [bang bang.. my baby shoot me down].

ამ ღამეულ სიმღერას მოუსმინეთ და მერე ჩემს ფანჯარაშიც შემოიხედეთ. bang bang