Saturday, March 24, 2012

Raindrops Keep Falling On My Head

"Let's play a game of whose life sucks the most. 

   I'll win. 

   I always win."



  ეს წარწერიანი ფოტოები დიდი არაფერია, მაგრამ ხანდახან მაინც მოქმედებს, სადმე რომ წავაწყდები. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ლამისაა ყურები დამისკდეს, ისე ცხადად ჩამესმის ტომ იორკის ხმა "the job that slowly kills you.."

   მგონი დროა, რომ გარეთ გავიდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო და დავფიქრდე, ვინ ვარ. იმიტომ, რომ აღარ მახსოვს. 'რა მინდა'–ზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.

 დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ ეს რამე ოპტიმისტური არ გეგონოთ.

   მე ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვარ. მაგრამ სულ მივდივარ.  ხან ძალიან ქერად ვგრძნობ თავს, და ეს არც თუ ისე კარგი პერიოდია.

  
   გამოგიტყდებით და, წუწუნი საერთოდ არ მქონია განზრახული, აქ რომ შემოვდიოდი. მაგრამ თავისით გამოვიდა ასე. ალბათ იმიტომ, რომ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და უცებ გამახსენდა, ვინ ვარ და რა ხდება ჩემს თავს ( :


  

1 comment:

  1. ზოგჯერ გავიწყდება ვინ ხარ, რა თვისებები გაქვს, რას უნდა ელოდე შენი თავისაგან... მერე სარკეში ჩაიხედავ, ან არც ისე ადრეულ წარსულს გადაავლებ თვალს და მიხვდები, რომ მოგნატრებია შენი თავი.. ვაჭარბებ? კაი :D

    ReplyDelete