ხანდახან ვფიქრობ, რომ ღამე ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად.
კორპუსების ღამე მიყვარს, ბევრი განათებული ფანჯარა ერთად. სულ მინდა ფრთები მქონდეს ან კარლსონივით პროპელერი, ჩამოვუფრინო და ყველას სახლში შევიხედო რას აკეთებენ. დავინახო როგორ სვამენ ჩაის, უყურებენ ტელევიზორს ან ჩემსავით ლეპტოპს არიან მიმჯდარი და ყურსასმენებით მუსიკას უსმენენ [bang bang.. he shoot me down]
რიაზანოვს უყვარს ფანჯრები, მისი თითქმის ყველა ფილმი ფანჯრებით იწყება. ზოგადად, მოსკოვური ბინები საოცრად მყუდროა. არ ვიცი, უბრალოდ ყველა ფილმში ასე ჩანს, თუ ნამდვილად ასეთია.
ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი. ახალი კვირა იწყება თავის ატრიბუტებით – მძიმე ორშაბათით და მერე სხვა დღეებით. ორშაბათს არასდროს უნდა წახვიდე პირდაპირ სახლში კაცი, როგორი დაღლილიც არ უნდა იყო. ჯობია ფეხით გაიარო ან თუ თვის დასაწყისია და ჯიბეში [ან ბარათზე] ხელფასი გეგულება, შენს საყვარელ ბარში გაუხვიო და ტეკილა შეუკვეთო. ორშაბათს არ უნდა წახვიდე სამსახურიდან პირდაპირ სახლში [bang bang.. my baby shoot me down].
ამ ღამეულ სიმღერას მოუსმინეთ და მერე ჩემს ფანჯარაშიც შემოიხედეთ. bang bang
რომელიღაც ლიტერატურული პერსონაჟის ჰობია სხვისი ფანჯრების თვალიერება ღამით, გაუნძრევლად ზის რამდენიმე საათი და უყურებს :) ვერ ვიხსენებ ვინაა :|
ReplyDelete