Monday, June 29, 2009

So You Think You Can Dance?!

ეს გახლავთ რეალითი-შოუ და კონკურსი ზემოთ ხსენებული სათაურით, დაახლოებით ჯეოსტარის მსგავსია, ოღონდ მოცეკვავეები მონაწილეობენ და ყოველ კვირას მართავენ კონცერტს, სადაც წყვილებში ცეკვავენ, სხვადასხვა ჟანრში.

ძალიან ნიჭიერი ხალხია, ყოველ კვირას ერთი გოგო და ერთი ბიჭი ტოვებს პროექტს, ხმის მიცემა ზარებით ხდება და რაც მთავარია, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მაყურებელი ყოველთვის ობიექტურად ირჩევს ფავორიტებს : )

[უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.]

მე სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ყურება, და უკვე ვაღმერთებ! ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მხოლოდ IV სეზონი [2008 წ.] დევს. ჩემი ფავორიტი წყვილებიც მყავს, გამარჯვებულს არ ვნახულობ სპეციალურად, ინტრიგა რომ არ დაეკარგოს შოუს :D

პ.ს რაც ყურება დავიწყე, იმის მერე სახლში სულ ცეკვა-ცეკვით დავდივარ :D

Friday, June 26, 2009

ბედნიერება გადამდებია!

წინა პოსტი ჩემს მოწვეულ ბლოგერს ეკუთვნოდა. იმ მისტიურ hanna-ს, რომელსაც ასე ხშირად ვახსენებ ხოლმე აქ :D თავის დროზე, როცა ეს მეთოდი დაინერგა ქართველ ბლოგერებში, სურვილი არ მქონია ვინმე მომეწვია. გუშინაც ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს Anna პირველი პოსტია, რომელიც სწორედ ჩემს ბლოგზე გამოქვეყნდა :)

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

გუშინ, კომპს მივუჯექი და თერაპიის ფოლდერი გავხსენი. პარალელურად სკაიპშიც შევედი - როცა გამოცდისთვის ემზადები და თან პარალელურ რეჟიმში კავშირი გაქვს სხვებთან, ვინც შენსავით გაწამაწიაშია, უფრო მეტი სტიმულია. მოკლედ, hanna-მ მომწერა და აღმოჩნდა რომ ისეთი ბედნიერი იყო, რომ ვერ იტევდა და სურდა ეს სადმე, მაგალითად ბლოგზე გადმოეცა :D სწორედ ამ დროს დამებადა იდეა რომ ჩემს ბლოგზე დაეპოსტა, და დაპოსტა კიდეც. შედეგი იხილეთ ქვემოთ :))

Anna-ს განწყობის შესაბამისმა სიმღერამ გამიელვა თავში და სასწრაფოდ გადავუგზავნე [რის ფონზეც შექმნა მან პოსტი].

Anna უსმენს-თქო და მეც გავხსენი ვინამპი, დაიწყო სიმღერა და.. მივხვდი რომ მეც ბედნიერი ვიყავი! მიუხედავად იმისა რომ, არავითარი მიზეზი არ არსებობდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. და ეს სიმღერა.. მართლა მომწონდა მანამდე,თუმცა აქამდე ასეთი გავლენა არ ქონია, უბრალოდ კარგ განწყობას მიქმნიდა. მაგრამ გუშინ, - ვუსმენდი და ვბედნიერდებოდი. ვეღარც ვკითხულობდი და ტესტები საერთოდ გავთიშე. აფორიაქებული ვიყავი, ემოციებისგან. და ცხოვრებაში პირველად დაივიძინე გამოცდის წინ კარგ ხასიათზე.

ასე რომ, მე ვთვლი რომ ბედნიერება გადამდებია, და მომავალში, როცა ვიქნები ბედნიერი, ვეცდები ბევრს გადავდო : )

Thursday, June 25, 2009

This is the life [მოწვეული ბლოგერი!!]

პირველი პოსტი და ისიც მოწვეულის სტატუსით :) საინტერესოა რაც მართალია, მართალია, :)
ნატალია მადლობა ასეთი ნდობისთვის :) :*

ცხოვრება მიხარია :)
რაც მზე გამოვიდა მეც გავნათდი, გავბედნიერდი, გავმხიარულდი და ვაფრქვევ სიცილს :)

ყველაფერი ცაცხვებიდან დაიწყო :)
ფეხით გავისეირნე სახლამდე... ღამე იყო რაღა თქმა უნდა :)
ძალიან მოულოდნელად ვიგრძენი ცაცხვების სუნი :)

და უცებ გავხდი ბენდიერი :)
ვიდექი ქუჩაში და ბედნიერი ღიმილით ვყნოსავდი ყველა დაბლადაწეულ ტოტს :D
ცაცხვის ყვავილები დავკრიფე და სახლში ახალდაკრეფილი სურნელოვანი ცაცხვის ჩაი დავლიე :)

მერე იყო შაბათი :) არ მოვყვები რა იყო შაბათს მაგრამ, რაც მთავარია შაბათი იყო :)

და გუშინ :)

როგორი მადლობელი ვარ ჩემი მშობლების რომ პრობლემა არ შეუქმნიათ სახლიდან გაშვება, არ გაშვებაზე არასდროს ;)
წუხელ 9 საათზე გავედი სახლიდან ნინოს სანახავად :) მარტო რომ დავდივარ, თუ კარგ ხასიათზე ვარ ვიღიმები, წუხელ კიდევ ვიცინოდი ისე მივდიოდი,

კიდევ კარგი გავედი :) ნინო ხომ ვნახე..
ჩემი სიცოცხლეა, შვებულებაში გავიდა და კიდევ როდის ვნახავდი არ ვიცოდი, ხომ ვილაპარაკე, ერთ რამედ ღირს ნინოსთან საუბარი, მერე “კარდიოლოგიური” პაციენტები ვნახე! ღმერთო, ეკგ-ს თუ ასეთი მონატრება სცოდნია არ ვიცოდი :D

მერე გამომაცილა და ფეხით წამოვედი სახლში :)
ფილმი “საათები” თუ გაქვთ ნანახი, მერილ სტრიპის გმირი ამბობს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბედნიერება უნდა მწვეოდაო, და მერე მივხვდიო რომ ზუსტად ის იყო ბედნიერება იმ მომენტში რასაც ვგრძნობდიო, მერე აღარაფრის დამატება აღარ იყო საჭირო თურმე, :) ხოდა, მე წუხელ მქონდა ეგ მომენტი :) ვიცოდი რომ იმ წამს ვიყავი ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი და ისეთი კარგი იყო რომ ამას ვაცნობიერებდი :)

მერე კიდე ნატალია მკითხავს, რატო ხარო კარგადო? : ) რამე მოხდაო?
აგერ რამდენი რამე მოხდა :) :) :) დღეს კიდევ შადრევანზე არაფერს ვიტყვი : )

and you’re singing the song,
Thinking this is the life :)……

დღეს მართლა მიხარია ცხოვრება :)
მერე რა რომ ხვალ გამოცდა მაქვს :)
ხვალაც გამიხარდება, და რაც მთავარია 28 შიც ;)


პოსტი შექმნილია Amy Mcdonald “This is the life”-ის თანხლებით : )

Monday, June 22, 2009

:|

წინა საგამოცდო პერიოდი მაქვს და რა თქმა უნდა არ ვმეცადინეობ. დრო გამყავს მაქსიმალურად და ბოლო 2 დღე თვალებს დედას ვუტირებ კითხვით, as always.

დღეს სტომატოლოგთან ვიყავი, ფირფიტები გამიკეთა და მეტყველების უნარი საერთოდ დავკარგე. მეტყველების-თქო ვამბობ, თორემ ლუღლუღი მშვენივრად გამომდის. იმხელა რაღაც მიდევს პირში შეუძლებელია ბგერები ნორმალურად გამოთქვა. ერთადერთი ხმოვნებს ვამბობ კარგად :D

უნარშზღუდული მხოლოდ მეტყველებაში არ ვარ, ასევე შევიზღუდე ჭამაში, ვერ ვღეჭავ ნორმალურად და კიდევ, საკვების გემოს ვეღარ აღვიქვამ კარგად, შესაბამისად ჭამა ჩემთვის მხოლოდ ფიზიოლოგიურ პროცედურად იქცა, მისგან სიამოვნების მიღების უნარი დავკარგე.

Wimbledon 2009

    დიახ, დიახ, დღეს უიმბლდონი დაიწყო, ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩოგბურთში

    ჩოგბურთს სამეფო სპორტს უწოდებენ, და ალბათ უიმბლდონი ყველაზე მეტად ინარჩუნებს სამეფო იერს. ოფიციალურ საიტზე Livescore-ში ასე არის დაყოფილი - Gentlemen singles და  Ladies singles [სხვა ტურნირებში უბრალოდ man და woman წერია ხოლმე :)] მონაწილეების ჩაცმულობაც უფრო კონსერვატულია.

 დიდი ხანი არ არის, რაც ჩოგბურთის მოყვარული გავხდი, ამიტომ უიმბლდონის თამაშები არ მაქვს ნანახი და მოუთმენლად ველოდი როდის დაიწყებოდა, ვინაიდან ადრე, როცა ბნელი ვიყავი სპორტის ამ სფეროში, ერთადერთი ჩოგბურთელი ვინც ვიცოდი იყო როჯერ ფედერერი და ერთადერთი ტურნირი - უიმბლდონი :D

  ჩემი მოუთმენლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, როცა ჩემი ფავორიტი - რაფაელ ნადალი, ტრავმის გამო ტურნირს დაწყებამდე გამოეთიშა. შესაბამისად დღეს თამაშებს არ ვუყურებ და მხოლოდ ანგარიშს ვნახულობ. გული მწყდება ბლეჰ :(  ნადალი შარშანდელი გამარჯვებულია, შესაბამისად წელს ტიტულს ვერ დაიცავს, და ალბათ N1 ჩოგნობასაც დაემშვიდობება, იმედია ცოტა ხნით. 

  და ბოლოს, საერთოდ რაფა დახვეწილი გემოვნებით ვერ დაიკვეხნის და მისი ჩაცმულობა არასდროს მხიბლავდა, აი  წინასატურნირო შეხვედრაზე კი ძალიან ლამაზ ფორმაში იყო :უსერ: 

  

 

  

 

Monday, June 15, 2009

And, how was your day?

დღეს გამოცდა მქონდა გინეკოლოგიაში. შაბათ-კვირის დაუზარელი მეცადინეობის შემდეგ კარგი შედეგი მივიღე და კმაყოფილი ვარ. თუმცა, 1-ზე დაწყებული გამოცდა, საბოლოოდ, დაწერა+ტესტების შესწორება+ჩათვლის წიგნაკში ნიშნის ჩაწერა 4 საათამდე გაიწელა და საკმაოდ დავიღალე(თ). თან, გამოცდა მიმდინარეობდა ფიზკულტურის დარბაზში, იყო უამრავი სტუდენტი და შესაბამისად ხმაური - ჩემს უკან მჯდარი ბიჭი ხმამაღლა ეკითხებოდა ჩემს გვერდით მჯდომ გოგოს - ’საშვილოსნოს ყელი როდის უბრუნდება პრეგრავიდალურ მდგომარეობას..’ ან ’მენსტრუაციის წინ რომელი ჰორმონი იმატებს’ და ა.შ ჩემს წინ მჯდომი ბიჭი მე მეკითხებოდა და მოკლედ იყო საშვილოსნოების და სანაყოფე წყლების ძახილი. ამ ალიაქოთს კი აიტანდა კაცი, მაინც მიჩვეული ვარ, მთავარი უბედურება იყო ერთი ჯანსაღი ქალბატონი, რომელიც აკონტროლებდა წესრიგს, და ამ კონტროლში გვარიანად ხმაურობდა. ’გოგონიი’ - ეს იყო ძირითადი ლექსიკონი, ან ’შენ, გადმოჯექი აქ’ და უნდა მიმხვდარიყო ის, ვისაც ’გოგონი’ და ’შენ’ ეხებოდა, რომელიც რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდა და ქალბატონიც იმეორებდა დაუზარელად ხმამაღლა, სანამ ადრესატამდე არ მიაღწევდა. ბოლოს ისე გაოგნებული ვიყავი რომ სასწრაფოდ შემოვხაზე ყველა პასუხი, დროზე რომ დამეღწია თავი. გარეთ უარესი ხმაური იყო, პატარა სივრცეში უამრავი ადამიანი ყაყანებდა და ჟანგბადს უსინდისოდ ანიავებდა.

მოკლედ, როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა და ჰანნამ შემოგვთავაზა ჩემთან ავიდეთო. მე რა თქმა უნდა მაშინვე დავთანხმდი, სხვებმა ცოტა იფიქრეს და რამდენიმემ თანხმობა განაცხადა. ავედით და აქეთ-იქით მივეყარეთ, აღმოვაჩინეთ რომ თურმე ძააალიან დავღლილვართ..

[იქაური ამბების მოყოლა მეზარება, თან სულ ხელები მიკანკალებს ისე მინდა ქვემოთ მოცემული ამბის დაწერა :D]

სახლში საკმაოდ გვიან მოვედი, სახსრები მტკიოდა და მციოდა კიდევ.

ჩემი ძმა არ დამხვდა და ვიკითხე სად არის-თქო და თურმე... ჯგუფელთან რჩება!!!

აი რატომ მაქვს კარგი დღე!! დიახ, დიახ, ასეთი საოცრებებიც ხდება ხანდახან..

ხოდა, ეხლა ყავას და შოკოლადს მივირთმევ და მაქსიმალურად ვტკბები : )

Monday, June 8, 2009

პოსტი 1000 წვრილმანზედ..

პირველ რიგში - Facebook-ზე დავრეგისტრირდი. ბლოგერების თემაშიც დავპოსტე ჩემი მონაცემები, ვიღაცეების ფანიც გავხდი :D ცოტა არეულობა მაქვს ჯერ, ვერ გავიგე რაღაცეები, მაგრამ ვეჩვევი. Pet Society-ში გავწევრიანდი გუშინ და ძალიან საყვარელი Pet მყავს, ბუბა დავარქვი :D კიკაბიძესთან კავშირში არ არის.. ნუ, ირიბად სადღაც კი არის :D სქესს რომ ვირჩევდი, ვერ მიხვდი რომელი მოვნიშნე და აღმოჩნდა რომ მამრი ამირჩევია, თუმცა ორივე შემთხვევაში ბუბას ვარქმევდი მაინც :P ხოდა რა მინდოდა მეთქვა, იქ არვიცი როგორ ხართ და მიპოვეთ რა, განსაკუთრებით ვისაც Pet-ები გყავთ, ჩემს ბუბას მეგობრები ჭირდება :უსერ: შეგიძლიათ მეძიოთ - konnchetina@yahoo.com :)

კიდევ, [ან, უნდა ჩაგიშვა, მაპატიე :უსერ:] ერთ-ერთ წინა პოსტში სოფი ვახსენე, hanna კი რეგულარულად კითხულობს ჩემს ბლოგს და სოფისთან გადავიდა და მისი პოსტები წაიკითხა, დღეს კი აღფრთოვანებული მოვიდა, ძალიან დააინტერესა სოფის პიროვნებამ. მარტო მაგიტომ მინდა ბლოგიო, რომ რაღაცეები ვკითხოო :D ბლოგერზე კი აქვს პროფილი, მაგრამ ჯერ არ პოსტავს :) ასე რომ, ან, შეგიძლია დაიწყო უკვე :))

და ბოლოს - დღეს hanna-სთან ვიყავით, მისი პირველი ხელფასი აღვნიშნეთ :P მართალია მე დროის უმეტესი ნაწილი Australia's Next Top Model-ის ყურებაში გავატარე, მაგრამ კარგი იყო მაინც :P

Saturday, June 6, 2009

Pretty Woman

დიდი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა, მუზა ნატოშას ერთმა გამოკითხვამ მომგვარა. დავიწყე კიდეც. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ძალიან ფილოსოფიურ თემებში გადავიჭერი და ყველაფერი წავშალე.

მცირე შესავალს გავაკეთებ მაინც. ბევრი ვიფიქრე, თუ ვინ მომწონდა ფიზიკურად ყველაზე მეტად. საბოლოოდ რამოდენიმე ვარიანტი შევარჩიე, და რომ გადავხედე, მე თვითონვე გამიკვირდა.

მოკლედ, [ჩემი აზრით] ლამაზი ქალები:

პენელოპა კრუსი

ნატალი პორტმანი

ენ ჰეთევეი

სკარლეტ იოჰანსონი

ევანჯელინ ლილი

Friday, June 5, 2009

Just

დღეს ისეთი ამინდია - წვიმა, ქარი.. სახლში უნდა იჯდე, წინ ცხელი ყავა გედგას და რამე საინტერესოს უყურებდე, მაგალითად გრეის ანატომიას, როგორც მე :) დედა კი Служебный Роман-ს უყურებდა, მოკლედ სახლში მყუდრო ატმოსფერო შეიქმნა, თან მამრობითი სქესი არ იყო ოჯახში და სრულად შევიგრძენი კომფორტი..

მიყვარს ასეთი ამინდი, ფანჯრიდან ვიყურები და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ სახლში ვარ და თავს ამ ყველაფრისგან დაცულად ვგრძნობ [ალბათ ჩემი ძმა არ დამეთანხმება ამ საკითხში, წეღან ისეთი გაწუწული მოვიდა, კუნთები მტკივა სირბილისგანო :D].

წეღან Sophie Golden-ს ვ-პოსტს ვუყურე და ხალისით ავივსე, ზუსტად ასეთი წარმომედგინა ფიზიკურად, იშვიათად რომ გამიმართლდეს მოლოდინი :) მიყვარს ადამიანები რომლებიც პოზიტივს ასხივებენ, რაც საერთოდ იშვიათია, და მე სამწუხაროდ უმრავლესობას მივეკუთვნები :))

დღეს ჩოგბურთში ნახევარფინალებია, პირველ წყვილს ვუყურე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ახლა მეორე თამაშია და დელ პოტროს ვგულშემატკივრობ. თუმცა, რაფა რაც გამოვარდა ხალისი დავკარგე, მაგრამ სამაგიეროდ ისე არ ვნერვიულობ თამაშებზე და სიამოვნებით ვუყურებ : )

Tuesday, June 2, 2009

ბავშვები, ბავშვები..

ყველაფერი კვირა დღით დაიწყო, როცა მე ვიყავი ძალიან სასოწარკვეთილი და ცუდ ხასიათზე [მიზეზს არ ვიტყვი, ძალიან შემრცხვება]. ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა და მერე გათენდებოდა რომ გონება სხვა რამეზე გადამეტანა. აი დადგა ნანატრი ორშაბათიც, მივედი ლექციაზე და მართლაც გადამავიწყდა ცუდად ყოფნის მიზეზი. ბავშვებს შევთავაზე დღეს მზიურში წავიდეთ, მზის ფესტივალი არის-მეთქი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა, გარდა თამარისა, რომელიც მანამდე მყავდა გაფრთხილებული.

მოკლედ, პირველის ნახევრისთვის უკვე იქ ვიყავით. ცოტახნით ვიბოდიალეთ, ვჭამეთ საეჭვო წარმოშობის ხაჭაპური და ისევ მზიურს დავუბრუნდით, სადაც უფრო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ნაყინებს არიგებდნენ და ჩვენც მოგვცეს, იმ გოგომ გვითხრა - თქვენც ხომ ბავშვები ხართო და მე ღიმილად ვიქეცი : ) გავეშურეთ სიღრმისკენ და სკამზე ჩამოვსხედით. ჭამა დავამთავრეთ თუ არა, ქვემოთ ნაყინის მანქანიდან ამოგვძახეს, გოგოებო, ნაყინი არ გინდათო? :D და მოგვცეს, უკვე შოკოლადიანი :) მერე იყო საბავშვო სიმღერები, რომლებსაც მეც ვმღეროდი და ვცეკვავდი მჯდომარე :) ცოტახნით დავაჯერე საკუთარი თავი რომ ისევ ბავშვი ვიყავი :) სახლში მოვედი და პატარა დეიდაშვილის შვილი დამხვდა, რომელსაც უანგაროდ ვუმღერე მზიურში მოსმენილი სიმღერები.

დღეს 2 საკეისროზე დავესწარი. აი ძალიან მაგარი ოპერაციაა, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, ქინდერს რომ ხსნი და იცი რაღაც ამოგივა, ესეთივეა აქაც - ამოგაქვს საშვილოსნო, ჭრი და უცებ.. პააატარა თავი გამოჩნდება, ამოიყვანენ და იწყებს ტირილს, შენ იცინი და თან სიხარულისგან სულ ცოტაზე გეტირება კიდეც [აქვე აღვნიშნავ, რომ მე საკმაოდ ცივი და არარომანტიული ვარ, მაგრამ მაინც მეტირებოდა დღეს].

რის თქმა მინდოდა ამით, ეს 2 დღეა სულ ბავშვების გარემოცვაში ვარ, დღეს მერე რაღაც მაღაზიაში შევედით, ბავშვების სათამაშოები და საოჯახო ნივთები იყიდებოდა -ჭურჭელი და ა.შ ხოდა hanna-მაც კი თქვა ოჯახი და ბავშვი მინდაო, მე კი ნერვიც არ შემტოკებია, საკუთარი ბავშვი ჯერ ნამდვილად არ მინდა, ნამდვილად კი არა სასტიკად არ მინდა, არც ოჯახი და მოკლედ, ვერც 1 ივნისი და ვერც საშვილოსნოდან ჯადოსნურად გამოჩენილი თავი ვერ შემაცვლევინებს ჩემს მოსაზრებას :D

თავიდან სულ სხვა მიმართულებით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ საბოლოოდ გამომივიდა ერთი დიდი პოსტი იმაზე, თუ როგორ არ მინდა ბავშვი :D თუმცა აქვე დავამატებ, რომ მე მიყვარს ბავშვები, ოღონდ სხვისი :D