Tuesday, June 2, 2009

ბავშვები, ბავშვები..

ყველაფერი კვირა დღით დაიწყო, როცა მე ვიყავი ძალიან სასოწარკვეთილი და ცუდ ხასიათზე [მიზეზს არ ვიტყვი, ძალიან შემრცხვება]. ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა და მერე გათენდებოდა რომ გონება სხვა რამეზე გადამეტანა. აი დადგა ნანატრი ორშაბათიც, მივედი ლექციაზე და მართლაც გადამავიწყდა ცუდად ყოფნის მიზეზი. ბავშვებს შევთავაზე დღეს მზიურში წავიდეთ, მზის ფესტივალი არის-მეთქი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა, გარდა თამარისა, რომელიც მანამდე მყავდა გაფრთხილებული.

მოკლედ, პირველის ნახევრისთვის უკვე იქ ვიყავით. ცოტახნით ვიბოდიალეთ, ვჭამეთ საეჭვო წარმოშობის ხაჭაპური და ისევ მზიურს დავუბრუნდით, სადაც უფრო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ნაყინებს არიგებდნენ და ჩვენც მოგვცეს, იმ გოგომ გვითხრა - თქვენც ხომ ბავშვები ხართო და მე ღიმილად ვიქეცი : ) გავეშურეთ სიღრმისკენ და სკამზე ჩამოვსხედით. ჭამა დავამთავრეთ თუ არა, ქვემოთ ნაყინის მანქანიდან ამოგვძახეს, გოგოებო, ნაყინი არ გინდათო? :D და მოგვცეს, უკვე შოკოლადიანი :) მერე იყო საბავშვო სიმღერები, რომლებსაც მეც ვმღეროდი და ვცეკვავდი მჯდომარე :) ცოტახნით დავაჯერე საკუთარი თავი რომ ისევ ბავშვი ვიყავი :) სახლში მოვედი და პატარა დეიდაშვილის შვილი დამხვდა, რომელსაც უანგაროდ ვუმღერე მზიურში მოსმენილი სიმღერები.

დღეს 2 საკეისროზე დავესწარი. აი ძალიან მაგარი ოპერაციაა, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, ქინდერს რომ ხსნი და იცი რაღაც ამოგივა, ესეთივეა აქაც - ამოგაქვს საშვილოსნო, ჭრი და უცებ.. პააატარა თავი გამოჩნდება, ამოიყვანენ და იწყებს ტირილს, შენ იცინი და თან სიხარულისგან სულ ცოტაზე გეტირება კიდეც [აქვე აღვნიშნავ, რომ მე საკმაოდ ცივი და არარომანტიული ვარ, მაგრამ მაინც მეტირებოდა დღეს].

რის თქმა მინდოდა ამით, ეს 2 დღეა სულ ბავშვების გარემოცვაში ვარ, დღეს მერე რაღაც მაღაზიაში შევედით, ბავშვების სათამაშოები და საოჯახო ნივთები იყიდებოდა -ჭურჭელი და ა.შ ხოდა hanna-მაც კი თქვა ოჯახი და ბავშვი მინდაო, მე კი ნერვიც არ შემტოკებია, საკუთარი ბავშვი ჯერ ნამდვილად არ მინდა, ნამდვილად კი არა სასტიკად არ მინდა, არც ოჯახი და მოკლედ, ვერც 1 ივნისი და ვერც საშვილოსნოდან ჯადოსნურად გამოჩენილი თავი ვერ შემაცვლევინებს ჩემს მოსაზრებას :D

თავიდან სულ სხვა მიმართულებით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ საბოლოოდ გამომივიდა ერთი დიდი პოსტი იმაზე, თუ როგორ არ მინდა ბავშვი :D თუმცა აქვე დავამატებ, რომ მე მიყვარს ბავშვები, ოღონდ სხვისი :D

4 comments:

  1. ოოო.. მეც ვიყავი მზიურში, მეც ძალით წავათრიე ჩემი დაქალი.. :((
    გეთქვა და ერთად წავსულიყავით :D
    ისა..
    მე კიდევ არ იყვარს ბავშვები..
    არც სხვისი..
    ნერვებს შლიან თავისი იდიოტობებით..

    მე მომიტევეთ.. :)

    ReplyDelete
  2. რომ მცოდნოდა აპირებდი შენც, გეტყოდი :)

    ბავშვებს რაც შეეხება, პირველი 15 წუთი მიყვარს,მერე ნერვებს მიშლიან მეც :D

    ReplyDelete
  3. me pirveli 15 wutic miyvars, momdevnoc, imis momdevnoc..
    rogor ver gnaxee :(

    ReplyDelete
  4. მე კი მიყვარს ბავშვები - ჩემებიც (მომავალში რომ იქნებიან ტო ესწ) და სხვისებიც :)

    ჰოდა შენებური საკეისრო კვეთის ახსნა მომეწონა, ოღონდ მეეჭვება ამის მერე კინდერი უემოციოდ გავხსნა :ლოლ:

    ReplyDelete