მცივა, თითები გაყინული მაქვს და მოძრაობა მიჭირს.
კიდევ ცუდად ვარ, დეპრესიაში. ანუ დეპრესია არ გულისხმობს - ტირილი მინდა, არავის ვუყვარვარ, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა, არავის ესმის ჩემი და ა.შ
დეპრესია გულისხმობს ამას - დილით ვდგები, ვიცვამ, ვჭამ, გავდივარ სახლიდან - უემოციო სახით. ვზივარ ლექციაზე, ვუსმენ, ხანდახან ვიცინი, ვკამათობ, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ზედაპირულია, არ ეხება ჩემს ნერვულ სისტემას, და მუდმივად ვფიქრობ სულ სხვა რაღაცაზე, ანუ მიზეზზე რაც იწვევს ზემოთხსენებულ დეპრესიას. მერე მოვდივარ ლექციიდან ქუჩაში, ვუსმენ ჩემს ჯგუფელებს როგორ ლაპარაკობენ თავის პრობლემებზე, ვუსმენ ყველაფერს და თან ისევ ვფიქრობ პარალელურად, ქვეცნობიერად ვფიქრობ იმ მიზეზზე, ისე რომ ზოგჯერ მეც ვერ ვხვდები. მოვდივარ სახლში, ვჭამ, ვუყურებ ტვ-ის, ვკითხულობ წიგნს და ისევ მთელს დღეს ხაზად გასდევს ქვეცნობიერი დეპრესია. და ასე ხვალაც - ვდგები, ვიცვამ, ვფიქრობ.
ხანდახან ქვეცნობიერი მაინც იჩენს თავს და უნებურად ვფეთქდებისავით ხოლმე, აი დღეს მაგალითად Hanna-მ ლექტორის კაბინეტში ფოტო დაგვანახა შეხედეთ რა ლამაზია-ო და მე ვეჩხუბე, ისედაც ხომ ვხედავთ რომ ლამაზია-თქო :) მერე დავუფიქრდი და მივხვდი, ძალიან არაადექვატური იყო ჩემი რეაქცია.
წავალ ტენისს ვუყურებ, ნადალის თამაში იწყება. ვუყურებ უკვე ემოციებით : ) ამ შემთხვევაში დეპრესია არ მაქვს :)
ემი დეპრესიის მუსიკალური ფონი - Thirteen Senses - Into The Fire :love:
მენდე, როგორც დიიიიიიდ ფსიქოლოგს, ეგ არ არის დეპრესია ;)
ReplyDeleteდეპრესიის გამოცდას არც გისურვებ მამენტ )))
ეგეთი დეპრესია ანუ მთელი ცხოვრება მჭირს..
ReplyDeleteმესმის შენი ძალიან კარგად.. :ს
იასამანს დაუჯერე, მეც დავუჯერებ..
და თუ ეს დეპრესია არ არის, გადავრჩენილვართ :)))))
მგონი მართლა გადავრჩით,მე გადამიარა უკვე :))
ReplyDeleteმომენატრა ჩოგბურთი, ოღონდ შენგან განსხვავებით მე ფედერერს ვუყურებ ემოციებით, ამ ბოლო დროს მღალათობს, მაგრამ მაინც - true love lasts for a lifetime :D :D :D
ReplyDelete