Friday, May 1, 2009

ფორუმს+ბლოგი=

რამოდენიმე მოსაზრება იმაზე, თუ რატომ მიყვარს ფორუმი და ბლოგი.


   საერთოდ ჩემი სუსტი წერტილია, ტკივილია და კიდევ უამრავი ცუდი რაღაც არის ახალი ადამიანის გაცნობა. იმ პირველ ეტაპს ვერ ვიტან, როცა თავაზიანი ღიმილით ზოგად თემებზე მიწევს ლაპარაკი, ამიტომაც ამ ეტაპს ვტოვებ ხოლმე და არაკომუნიკაბელურ ადამიანად ვითვლები. არადა, ზოგჯერ მართლა მეზარება ისეთ ადამიანთან ამინდზე ლაპარაკი, რომელსაც ვიცი რომ მეორედ აღარასდროს შევხვდები.

თუმცა არის შემთხვევები, როცა საინტერესო საზოგადოებაში ვხვდები, აქ კი მეორე პრობლემა იჩნეს თავს – სითამამეა საჭირო რომ სწორედ შენ მოგისმინონ და ყურადღება მოგაქციონ, რითაც მე ვერ დავიკვეხნი. ასევე ხშირად გაბედულება არ მყოფნის, რომ ემოციები გამოვხატო, ზოგჯერ ძალაუნებრად თვითონ ვზღუდავ თავს, თითქოს მეშინია რომ ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი ან მოსაბეზრებელი ვიქნები, არადა უნდა მეკიდოს ხომ? კი ვიცი, მაგრამ ვერ ვასრულებ. 


   აი ფორუმზე კი საქმე სხვაგვარადაა, შეხვალ, აირჩევ სასურველ თემას და პირდაპირ დაწერ მაგალითად, შენი საყვარელი მსახიობის შესახებ, გაესაუბრები სრულიად უცნობ ადამიანს და არ იქნება საჭირო ზედმეტი ცერემონიები. შენს დაპოსტილს ძალაუნებურად ყველა კითხულობს ვინც შესაბამის თემაში შემოვა და ვიღაცისთვის უკვე საინტერესო ხარ, იმ პირველი ეტაპის გაუვლელად. 


   ბლოგს რაც შეეხება, აქ კიდევ უფრო მეტი შანსია საკუთარი თავის წარმოჩენის. სრული თავისუფლება მაქვს, ასევე მაქვს დრო, რომ მოვიფიქრო თემა, დავალაგო და დავპოსტო, შესაბამისი ემოციებით. ეს კი უკვე რეალურ ცხოვრებაშიც თავდაჯერებას მმატებს და მეხმარება აი ის, პირველი ეტაპი ძალით მაინც გადავლახო. გულახდილიც ვარ, წინასწარ ხომ არ ვიცი ვინ შემოვა და წაიკითხავს, იმ მომენტში კი მარტო ვზივარ კლავიატურასთან და კომპიუტერის არ მცხვენია მაინცდამაინც :)) 


ბლოგს კიდევ ბევრი პლიუსი აქვს, მაგრამ ეხლა მე ერთი კუთხით განვიხილე მხოლოდ. 


პ.ს ეხლა ვნახე რომ გრეის ახალი სერია დაუდიათ, სიხარულისგან ვიკივლე, სანამ ამ პოსტს ვწერდი გადმოწერა კიდეც და წავალ, ვუყურებ.

7 comments:

  1. ხო აბა ფაქტურად ბლოგები ვისაც აქვს ფორუმებზეც იგივე ხალხია. ანუ ჩვენ ყველანი დაკომპლექსებული არაკომუნიკაბეულ ხალხი ვართ ძირითად შემთხვევაში რომლებიც ასე ვინაზGაურებთ ურთიერთობებს რომელიც გვაკლია.

    ReplyDelete
  2. როდრიგო, ნუ აზოგადებ )))
    მე პირადად ძალიანაც ექსტრავერტი როჟა ვარ, მარა სთილ მიზიდავს ფორუმები და ბლოგები და ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის )))

    ინ ბლოგს ვი ტრასტ )))

    ReplyDelete
  3. ho, mec klaviaturastan ufro kargad vgrznob tavs :D

    ReplyDelete
  4. კაცო, მე ჩემზე დავწერე აქ ყველაფერი და სხვებმაც თქვენს თავზე ნუ მიიღეთ, რა საოცარია :))

    –როდრიგო სანტორო–

    ისეთი ინტერპრეტირება გაუკეთე თითქოს ფორუმი და ბლოგი დაკომპლექსებული ხალხისთვის არის–ო ასე ვთქვი, არადა საერთოდ არ მიგულისხმია ეგ,რა სისულელეა!

    რა გჭირთ ამ ადამიანებს :უსერ:

    ReplyDelete
  5. არა ყველაზე რა თქმა უნდა ეგ არ ვიგულისხმე კაცო! მარა უმეტესოაბა ეგრეა. კარგითეხლა მაგას ვერ დამაჯერებთ რომ ვისაც ბევრი მეგობარი ყავს იმას დრო აქვს კომთან დაჯდეს ბლოგზე ან ფორუმზე!

    ReplyDelete
  6. კი ვპოსტავ, ოღონდ მარტო წიგნებს ვითხოვ ხოლმე :უსერ: :D

    ReplyDelete