Thursday, May 14, 2009

Some Personality

ჩემი საბრალო კომპი ძალიან დაძველდა, როგორც ჩემი ძმა ამბობს, სეთი სიძლიერის საქართველოში ჩვენს გარდა აღარავის აქვს. ძალიან ადვილად ჭედავს და ერთადერთი, რითაც მდგომარეობას ვუმსუბუქებთ, ვინდოუსის ხშირი გადაყენებაა. გუშინწინ, მორიგი გადაყენების შემდეგ, ოპერა თავიდან დავაინსტალირეთ. შემოვედი ბლოგზე მაგრამ new post-ში ფონტები და რაღაცეები რომ წერია, არაფერი აღარ იყო. ბევრი ვიწვალე, ფორუმზეც ვითხოვე დახმარება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა ფორუმელმა ასეთი იდეა მომაწოდა - ოპერის სხვა ვერსია გადმოწერეო.

დღეს ასეც მოვიქეცი, ცოტა ძველი ვერსია გადმოვწერე და ყველაფერი ძველებურად დალაგდა.

ამ ვერსიას My Opera დავარქვი და ჩემს ერთ-ერთ ფოლდერში შევინახე. ვინაიდან ამ კომპით ჩემს გარდა კიდევ 3 ადამიანი სარგებლობს, ყოველთვის არის უთანხმოება, ძირითადად ჩემს ძმასა და ჩემს შორის. ცალკე ოპერა კი ძალიან მახარებს, speed dial-ში მხოლოდ ის საიტები ჩავწერე რაც მინდოდა. სულ ცოტაზე მაინც შევიქმენი იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა, პერსონალურად რომ მქონდეს კომპი. აღარავინ მეჩხუბებოდა ამ ფილმს თუ უყურე დროზე წაშალეო, ამდენ სიმღერა რატომ გაქვსო, რა საჭიროა ამდენი ფოტოები, სულ შენი რაღაცეებით არის სავსე კომპიო და ა.შ

თუმცა სიხარული ჯერ ნაადრევია, ჩემს ძმას არ უნახავს personal opera რომ მაქვს და არვიცი, რა რეაქცია ექნება.

p.s დღეს ლოსტის V სეზონის ფინალური ეპიზოდი იყო, თითქმის საათნახევრიანი. ვუყურე და როგორც ყოველთვის, გამაოგნეს სცენარისტებმა..

ჯეიკობი გამოჩნდა, ისეთი სიმპატიურია!

მაგრამ მგონი მოკვდა :\

3 comments:

  1. უი:( მე და ჩემი ძმაც ვჩხუბობთ სულ. თან სულ იმას აქვს დაკავებული ადგილი. მარა კომპი დიდად არ მიზიდავს და მკიდია..:)

    ReplyDelete
  2. უფფ,ბედნიერი ხარ რომ გკიდია,მე ამ ბოლო დროს მივეჯაჭვე ძალიან :(


    პ.ს ჩემმა ძმამ გაიგო პერსონალ ოპერა-ს შესახებ და არაფერი უთქვამს :ვაშა:

    ReplyDelete
  3. ლოოოლ
    მე დასასრული მომეწონა, ჯეიკობი რომ გამოჩნდა და... მოკვდა :D

    ReplyDelete