Tuesday, May 5, 2009

Just A Rainy Day

დილით მაღვიძარამ მესამედ რომ დარეკა, სასწრაფოდ გამოვრთე და ცალი თვალი გავახილე, დავინახე თუ გავიგონე რომ წვიმდა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ავდექი, ფარდა გადავწიე და დავრწმუნდი, რომ თან ძალიან წვიმდა.

უცებ მივიღე გადაწყვეტილება რომ ლექციას გავაცდენდი და სასწრაფოდ დავუბრუნდი საწოლს. ცოტა ხანში სამწუხაროდ წვიმამ გადაიღო, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემი არჩევანის სისწორეში რომ წასვლა არც მიფიქრია და ძილი განვაგრძე.

სე მემართება ხანდახან, დილით უცებ ძააალიან დამეზარება წასვლა და უმიზეზოდ ვაცდენ ლექციებს. რაც ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ, როგორ გამოვასწორო. ჯერჯერობით არაფერი არ შველის ჩემს სიზარმაცეს. ა, ხო, კიდევ სეთ დღეებში როცა ვაცდენ, მერე გარეთ გასვლაც არ მინდა და მთელი დღე სახლში ვზივარ. დღევანდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი.

თუ ჩემს მძინარე ძმას არ ჩავთვლი, სახლში მარტო ვარ და კომპთან დიდხანს ჯდომის ბედნიერება მხვდა წილად.

აქვე ჩემი ახალი აღმოჩენა – Jason Mraz ალბათ ყველამ იცით. მეც ვიცოდი აქამდე, მაგრამ მოსმენილი არ მქონდა არაფერი, 1 სიმღერის გარდა. ეხლა ვიწერ რაღაცეებს, ხოდა კმაყოფილი ვარ აღმოჩენით.

4 comments:

  1. აუ მეც მეზარება ხოლმე წვიმიან ამინდში თავის გარეთ გაყოფა.
    თუმცა მეორეს მხრივ მიყვარს წვიმა და წვიმაში ბოდიალი.

    ReplyDelete
  2. დილას მეც ძალიან მეზარებოდა ადგომა და უნი-ში წასვლა, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. უნივერსიტეტი ჩემთვის მეორე სახლივითაა და ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, მგონია ხოლმე, რომ აუცილებლად იქ უნდა ვიყო, ჩემი მეგობრების და კოლეგების გვერდით.

    Jason Mraz is good :)

    ReplyDelete
  3. აუ, ზუსტად ეგრე მემართება დილას მეც :s

    ვერ ვიტან ადრე გაღვიძებას. და ეგრე უმიზეზოდ ვაპირებდი დღეს ლექციების გაცდენას, მაგრამ 2-მა კოლოქვიუმმა შეიწირა ჩემი ძილი :(

    ReplyDelete
  4. ჰეჰე აქაა ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე??? უჰ, რა დაძაბულ პერიოდში დამიწერია :D

    ReplyDelete