გუშინ Grey's Anatomy-ს თავიდან ნახვა გადავწყვიტე და I სეზონის I სერია გადმოვწერე :) ძალიან ბედნიერმა და გაღიმებულმა ვუყურე, ყველა ისეთი საყვარლები და რაც მთავარია ჯანმრთელები არიან! თან რაღაც ისეთი სერიაა, პირველი დღე, ყველაფერს თავიდან იწყებენ, ჯერ არაფერი რომ არ იციან და დაბნეულები დარბიან. I love them :*
საუნდტრეკების ლისტსაც ვადგენ პარალელურად, რაც მომეწონება გადმოვწერ. არადა ვიცი ბევრი მომეწონება, გრეის ერთ-ერთი ღირსება სწორედ კარგი მუსიკალური გაფორმებაა :))
სერიის ნახვის პარალელურად გარეთ წარღვნა მიდიოდა. სანამ ყველაფერი დაიწყებოდა, უცებ საშინლად გაიელვა და ვინაიდან მე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის, სასწრაფოდ ყურებისკენ გავაქანე თითები, მაგრამ სულ ახლოს რომ მივიტანე ყურთან, ზუსტად მაშინ გაისმა თავზარდამცემი ხმა და თითები ისეთი ძალით შეხტნენ რომ ყურები მატკინეს და ცალკე ხმაზე გული კინაღამ გამისკდა :D
და მერე იყო წარღუნაჲ იგი.
3 seria damrcha sanaxavi. zaan miyvars. N1 serialia chemtvis <3
ReplyDeleteმეც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ 3–4 სერია მაქვს ნანახი. მეტი არა.
ReplyDeleteგრეი ჩემი ტკივილია. მიყვარს ძალიან ეს შოუ. ყველანი ისეთი პერსონაჟები არიან, კარგად დამუშავებული.
ReplyDelete