ჩემი ფსიქიატრიის ლექტორს კაბინეტში უამრავი ნახატი ქონდა, რომლებიც ძირითადად პაციენტების მიერ იყო შესრულებული. ზოგი უშუალოდ კედელზე იყო დახატული, ზოგიც – ფურცლებზე. ყველა კედელი სავსე იყო. თუმცა, ერთ–ერთი ყველაზე თვალშისაცემი, მაინც ჩვეულებრივი თეთრი თაბახის ფურცელი იყო, რომელზეც ქართულად, რუსულად და ინგლისურად, 18 შრიფტით ეწერა – დღეს კარგი დღეა!
ის ერთი კვირა, რაც იქ დავდიოდით, ყოველ დილით ამ უბრალო სიტყვების წაკითხვა საოცრად დადებით ემოციებს იწვევდა და ლექციიდან ყოველთვის ღიმილით გამოვდიოდით. ხშირად ერთმანეთსაც ვეუბნებოდით. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრიუკია, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ყველაფერი სწორედაც ფსიქოლოგიამდე დადის საბოლოოდ, ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულაც ისევ ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული, და ეს უბრალო სიტყვები დიდხანს მაძლევდა სტიმულს, სწორედ ამიტომ დავდე ბლოგზეც :)
მაგალითი:
ერთ დილით ჯგუფელის სმს–მა გამაღვიძა, თვალებდაბინდულმა გავხსენი inbox და წავიკითხე – Dges kargi dgea!!! მოღრუბლული და ნაცრისფერი დილა იყო, მაგრამ რატომღაც ადგომა არ დამეზარა, ვიცოდი რომ კიდევ 9 ადამიანი კითხულობდა იმ მომენტში ამ სიტყვებს :)
p. s მაქსიმალურად ვიკავებდი თავს რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ერთი სიტყვაც კი არ დამეწერა ბლოგზე და მე ეს შევძელი :))
დღეს კარგი დღეა! ასე ლინკ-ლინკ მოვედი აქამდე და მეც ამავსო ამ პოსტმა.
ReplyDeleteeh, milionjer rom wavikitxo,xasiatze mainc ver moval. kunti gamicivda, vzivar da vzluquneb ise mtkiva :(
ReplyDeleteრა საყვარელი პოსტია.
ReplyDeleteდღეს კარგი დღეა.
სახლში უნდა გავიკრა ეგეთი ფურცელი :)
HAPPY-GO-LUCKY! :)
ReplyDeleteყოჩაღ რომ გაუძელი და პოლიტიკას არ აჰყევი. მე ვერ გავუძელი :|