დღეს ახალი პუნქტი დაემატა ჩემს ლისტს, თან სრულიად მოულოდნელად, რაზეც ცოტა ქვემოთ დავწერ :)
დილით გადავწყვიტე რომ ვარჯიშის პუნქტი სისრულეში მომეყვანა და რკინიგზის საავადმყოფოში ფეხით წავედი. ნახევარი საათით ადრე გავედი, მოღრუბლული კი იყო, მაგრამ არ ციოდა, სასიამოვნო იყო დილის სუფთა ჰაერი. ზუსტად 25 წუთში მივედი, თან გზად ქურთუკი გავიხადე ისე დამცხა, და ჩემი ჯგუფელის შეძრწუნება გამოვიწვიე. ლექციაზე ლექტორი რაღაცეებს გვეკითხებოდა, მეც ვუპასუხე და ასე მითხრა, წაკითხული არ გაქვს, წინა ლექციაზე ყური მოგიკრავსო [არადა წაკითხული მქონდა], მე გავბრაზდი და მერე ხმა საერთოდ აღარ ამომიღია. სამაგიეროდ, ჩემს ცოდნაში ეჭვის შეტანა ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს ხოლმე და დღეს ვაპირებ კუჭის წყლულის გართულებები კარგად ვისწავლო :))
სახლში ჯგუფელი გამოვიყოლე, ჭამა–[ყავის]სმის შემდეგ მეორე ჯგუფელმა დაგვირეკა, რუსთაველზე გამოდითო და გავედით, საჯაროში უნდა დავრეგისტრირებულიყავით. თავისუფლებაზე უამრავი სკანის დანახვამ ცოტა შემაშინა, ტვ–ში არ ჩანდა ამდენი თუ იყო, აი რაღაცნაირი გარემო და სიტუაციაა, დამთრგუნველი.
ბიბლიოთეკაში ფოტოების გადაღების და სხვა პროცედურების შემდეგ გადავედით გერმანულ ნაწილში. მე გერმანულის ანბანიც კი არ ვიცი და ისე გავყევი ბავშვებს. წიგნების შესარჩევად რომ ავედით, მოულოდნელად დამებადა გენიალური იდეა, რომ დამეწყო გერმანულის შესწავლა, ხოდა მივადექით ახალ პუნქტსაც – მე კიდევ ერთი ენის სწავლას ვიწყებ :)) მოკლედ, გამოვიტანეთ წიგნები ჩემთვისაც, უუმარტივესი, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი ჯერჯერობით :D
კვლავ ავიარეთ საკნების ქუჩა და მაკდონალდსში ავედით, ვინაიდან ფული არ გვქონდა, ჩამოსასხმელი ნაყინები ავიღეთ მხოლოდ, 2 წუთში შევჭამეთ და იქვე დავიწყეთ გერმანულში მეცადინეობა, მე წამაკითხეს რაღაც სიტყვები, სულ ინგლისურში მეშლებოდა და შეცდომით ვკითხულობდი :)) ხვალისთვის დავალებაც მომცეს და უცებ ერთ–ერთ ჯგუფელს გაახსენდა რომ დღეს მორიგე იყო, დავიშალეთ და ძალიან დაღლილი მოვედი სახლში, ფეხები მტკივა ბევრი სიარულისგან :D
moxaliseee :D
ReplyDeleteახლა ვნახე შენი ბლოგი და მომწონს და ჩემს ბლოგროლში ჩაგამატებ
ReplyDeleteთუ არ შეწუხდები შენც ჩამამატე ოკ? ))
დე,სამწუხაროდ ხალისი 1 დღეზე მეტს არ გრძელდება ხოლმე :უსერ:
ReplyDelete-iasamani-
ისედაც ვაპირებდი შენს დამატებას :P