Saturday, April 25, 2009

Sweet Surrender

როგორც იქნა გრეის ახალი სერია გამოვიდა, სათაურში ხსენებული სახელწოდებით. ვუყურე და დავითრგუნე.

იზის ავადმყოფობა გულს მიკლავს, ძალიან მაინტერესებს რას უპირებენ სცენარისტები - რამე სასწაულს მოახდენენ, იზი კიბოსგან განიკურნება და მსახიობი დარჩება სერიალში, მოკვდება თუ უბრალოდ სერიალს დაამთავრებენ მანამდე?

ქართველი რომანტიკოსებივით წარსულს მივტირი სულ და ძველი სერიები და პერსონაჟები მენატრება, თან დღეს განწყობაც ისეთი მაქვს, რომ ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ.

დღეს გამიჩნდა რამდენიმე კითხვა – რატომ გახდა ბეილი ასეთი მილაშკა? რატომ არის კელი ლესბიანკა? და რატომ გადაიწია ჯორჯმა მეორე პლანზე?

მინდა – ბეილი დაუბრუნდეს ისევ ზოგად ქირურგიას, კელი ჯობია თუ საერთოდ წავა სერიალიდან [არასდროს მომწონდა ეს პერსონაჟი], ჯორჯი კი რავიცი, მაგალითად გახდეს იმ მედდის BF ადრე რომ მოწონდა, ან უბრალოდ უფრო ხშირად ჩანდეს ეპიზოდებში.

ისეთი გაბრუებული ვარ მთელი დღე, მგონია ეს ესაა გადმოვედი საწოლიდან, გონების კონცენტრირებასაც ვერ ვახდენ, ყავაც აღარ არის მგონი, 1 ჭიქა კი დავლიე მაგრამ უშედეგოდ. 'ცისფერი მთები' გადის ტვ–ში, ზუსტად ჩემს ტვინშიც ასეთი გაუგებრობა და არეულობაა, ალბათ პახმელიაზე რომ არის ხალხი, ასე გრძნობს ხოლმე თავს.

დღეს მინდა ე.წ 'ხნა' დავიდო თავზე, მაგრამ ალბათ დამეზარება და ხვალისთვის გადავდე უკვე.

გაიტანეთ გრენლანდია!

4 comments:

  1. იზი ავად ხდება?
    მე ჯერ ახლა დავიწყე მე-5 სეზონი
    საშინლად მენატრება ბერკი და ელისონი

    ReplyDelete
  2. უი,სპოილერებია ამ პოსტში,შენ არ უნდა წაგეკითხა :))

    ბერკი და ელისონი მეც კი მენატრება,ეხ :უსერ:

    ReplyDelete
  3. am posts shegnebulad ar vkitxulob! wina seriebi ar maqvs nanaxi :D

    ReplyDelete
  4. დე,შენთვის და სხვებისთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს ახალი სერიები,წინასწარ მივაწერ ხოლმე რომ სპოილერებია :P :)

    ReplyDelete