მოგეხსენებათ რომ 23 აპრილს წიგნის დღეა, და სამედიცინოში წიგნის ფესტივალი გაიმართა. მე წინასწარ ვიცოდი ჩემი მეგობრისგან, თან მითხრა შენც უნდა ჩაგრთოო და ამიხსნა მოკლედ რა იგეგმებოდა.
გუშინ დილით კი, ვიღვიძებ და მხვდება საშინელი წვიმა! [არადა სამედიცინოს ეზოში უნდა ყოფილიყო წიგნების გაყიდვა]. ჯერ ლექციებზე გავიქეცი, რკინიგზის საავადმყოფოში [თან სადღაც გულში ძალიან მეზარებოდა ასეთ ამინდში გარეთ გასვლა], ლექციას თავი წარმატებით გავართვით და ჯგუფელის ღვთისგან მოვლენილი მანქანით წავედით სამედიცინოზე.
მისვლისას მხოლოდ თვალი მოვკარი რომ შემაერთებელში ბევრი წიგნი იყო, მერე აღარ მინახავს საერთოდ, ვინაიდან გამოსვლის საშუალება აღარ მომეცა.
ბიბლიოთეკაში შევედი თუ არა, ზემოთხსენებული მეგობარი მეცა და ქურთუკს მხდიდა, მაისური ჩაიცვიო, რომელზეც 'ვიტამინის' [ვისი ორგანიზებულიც იყო ფესტივალი] ლოგოა გამოსახული. მოკლედ, მე მევალებოდა სიების შედგენა ცოცხალი წიგნების მკითხველების ['წიგნების' შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ].
'წიგნები' იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც დაჯდებოდი და 'კითხულობდი'; ანუ ის გიყვებოდა თავის წიგნს, მაგალითად დეფი გოგიბედაშვილი კითხულობდა თავის ლექსებს, ცაგარელი ასტროლოგიაზე საუბრობდა და ა.შ
როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, წესრიგმა და სიის მიხედვით ასვლამ 15 წუთს გასტანა, მერე უკვე ერთ 'წიგნთან' 10 კაცი იჯდა და 'კითხვამ' გლობალური სახე მიიღო.
თავიდან ზევით რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი, ვიჯექი ჩემთვის და სიებს ვადგენდი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა მეც ამეხედა და რომ ავედი აღარც ჩამოვსულვარ. თუმცა ჩემს ქვემოთ ჯდომას აზრი აღაც ქონდა.
ცაგარელთან სრული ანშლაგი იყო, ყველაზე ბევრი ხალხი მასთან და დეფისთან ისხდნენ და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გივი სიხარულიძესთან.
მე ზალიკო სულაკაურს მივუჯექი, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია, ბევრი გველაპარაკა, ადგომა აღარ მინდოდა :)
მერე ჯუმბერ ლეჟავასთან გადავინაცვლე, ცოტახნით მარტო მომიწია ჯდომა და მომიყვა რა უნდა გააკეთოს დამწყებმა მოგზაურმა, ერთგვარი ტუტორიალი იყო ჩემთვის. მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან საინტერესო ადამიანია და კარგი მოსაუბრე. 40 000 გვერდიანი ნაშრომი მაქვსო [ყოველდღიური ჩანაწერები მოგზაურობისას] და უფულობის გამო ვერ გამოცემს. [და 70 000 ფოტო აქვს კიდევ :O]
მე მეტი არავისთან ვყოფილვარ სამწუხაროდ, ერთადერთი ამის გამო მწყდება გული.
ძალიან პოპულარული იყო ასევე სანდრო ლორთქიფანიძე, ახალგაზრდა პოეტი, იგივე 'ჩე'
ცოცხალი წიგნების შემდეგ იყო პოეზიის საღამო, სადაც ძალიან მშიერი ვიჯექი და მხოლოდ რამდენიმე პოეტს მოვუსმინე, ვინც ხმამაღლა კითხულობდა იმათ :ლოლ:
მიუხედავად შიმშილისა, ჩემი ტვინი მაინც მუშაობდა და რამდენიმე პოეტი 'აღმოვაჩინე' – ზემოთხსენებული 'ჩე', რომელსაც მართლა კარგი ლექსები აქვს, ზურა რთველიაშვილი, რომლის ლექსებზეც მბურძგლავდა [ძალიან კარგად კითხულობდა] და შოთა იათაშვილი, რომლის 'წაკითხვაც' არ მეღირსა :D
მერე იყო ალაფურშეტი, [ოღონდ პოეტები გაისტუმრეს ჯერ] მხოლოდ ორგანიზატორების და დამხმარეებისთვის, სადაც ძალიან ბევრი ვჭამე, მთელი დღის მშიერმა და დაღლილმა :D
სამწუხაროდ ფოტოები არ მაქვს, ალბათ დავა–update–ებ და დავდებ მერე.
maincdamainc mag dges ar camovsulvar univshi ra :D
ReplyDeleteeeh, ra magari iqneboda.. maglivshi msgavsi araferi tardeboda. zaliko zaan miyvars <3
ReplyDeleteდე,
ReplyDeleteფორუმ.გე–ზეც იყო თემა გახსნილი,ნეტავ ჩამოსულიყავი,ყველასთვის იყო :*