Tuesday, April 14, 2009

Seriously?

მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვოცნებობთ, ძირითადად ჩვენს მომავალ პროფესიაზე. რაც, ალბათ ჩეულებრივი ამბავია – სად ვიმუშავებთ, ვინ რა სფეროში წავალთ და ა.შ მაგრამ ზოგჯერ ძალიან ირეალურ სამყაროში გადავიჭრებით ხოლმე და პარალელებს გრეის ანატომიასთან ვავლებთ, კერძო, ვოცნებობთ რომ –

– რეზიდენტურა გავიაროთ ისეთ კლინიკაში როგორიც არის SGH [Seattle grace hospital].

– ვიცხოვროთ ერთ სახლში, როგორც მერედიტი, იზი და ჯორჯი ცხოვრობდნენ.

– ისეთივე სიმპატიური ლექტორი თუ მასწავლებელი გვყავდეს როგორიც მარკ სლოუნია :))

– დავესწროთ იმდენ ოპერაციას, რამდენსაც გრეის ინტერნები ესწრებიან

– ჰოსპიტალთან გვქონდეს ჯოს ბარის მსგავსი დაწესებულება

და მერე წარმოვიდგენთ, თუ რა მაგარია დილით რომ გაიღვიძებ, სწრაფად ჩაიცვამ, ჩაირბენ სამზარეულოში, აიღებ ჭიქა ყავას [დიდი მეტალის ჭიქები რომაა ისეთი ] და გაიქცევი კლინიკაში.

ან, 48 საათის მორიგეობის მერე რომ გამოხვალ კლინიკიდან და დაღლილი წახვალ სახლში [home, sweet home] სადაც მეგობრები ჩიფსებს და ლუდს მიირთმევენ და შენც შეუერთდები..

რაც გრეის ყურება დავიწყე, დაავადებული ვარ ამ სერიალით, თავიდან ჩემს გარშემო არავინ უყურებდა, მაგრამ მერე როგორც იქნა დაიწყო ჩემმა მეგობარმა და ოცნებაში მეწყვილეც გამომიჩნდა :)

გავარჩიეთ ვინ რომელ პერსონაჟს გავს. ქრისტინას მაგონებო მე სე მითხრა. ნუ რავიცი, თავიდან ძალიან შევიცხადე, მერე რომ დავაკვირდი მართლა ვგავარ [გარეგნობით არა]. მეგობარი იზის გავს. როგორც გავარკვიეთ. მართლა ასეთია, რაღაცა სულ happy და ხალხის გაღიმებას რომ ცდილობს და მისთანანი :)

ქრისტინა კარგი ვარიანტია ჩემთვის –ჭკვიანია, ნიჭიერი და თუ მთლად ბერკივით მაგარ ქირურგს შევუყვარდები, როგორც იტყვიან, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს :D

და ბოლოს – მაისურიც კი გამოუშვეს, გრეის ამ ყველაზე ცნობილი ფრაზის –

3 comments:

  1. mag serialis shemxedvares mec ki mindeba eqimoba da jos bari da morigeoba da ert saxlshi cxovreba da auf.. ra mindoda maglivshi :D

    ReplyDelete
  2. :D :D

    თან ჯგუფელები ვიქნებოდით, ან კურსელები :P

    ReplyDelete
  3. "თუ მთლად ბერკივით მაგარ ქირურგს შევუყვარდები, როგორც იტყვიან, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს" - ha ha. ღმერთმა ქნას, ასე იყოს!
    ჩემი აზრით ექიმები მხოლოდ ერთმანეთს შეეფერებიან. ახლახან ჩემი მეგობარი ექიმი გაჰყვა ექიმ კაცს და ბედნიერები არიან ძალიან.

    ReplyDelete