ჩემი სიზარმაცე უკვე სასოწარკვეთილებაში მაგდებს.. მინდა დავინახო, რომ რაღაცას ვაკეთებ მომავლისთვის, ძალიან მინდა, მაგრამ ვერ ვხედავ, ვ ე რ ა ფ ე რ ს.
ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს რომ დღის რეჟიმი არ მაქვს. არ ვგულისხმობ დილით ადრე გაღვიძებას და ღამით ასევე ადრე დაწოლას და ა.შ უბრალოდ მინდა, დაახლოებით მაინც ვიცოდე, რას გავაკეთებ მეორე დღეს, მხოლოდ და მხოლოდ მეორე დღეს. ამიტომ, ვითარების გამოსასწორებლად, გადავწყვიტე ჩამოვწერო კვირის განრიგი, იქნებ ნაწილობრიც მაინც მიშველოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ რაც კი დამიგეგმავს ცხოვრებაში, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჯერ არაფერი შემისრულებია.
მაშ ასე, მინდა რომ:
– ვიმეცადინო რეგულარულად [თან წიგნიც ვიყიდე ქირურგიის და ქსეროქსებთან შედარებით ესეც სტიმულია]. უკვე დროა გამოცდებისთვისაც დავიწყო მზადება.
– კვირაში 3–ჯერ მაინც ვივარჯიშო [ნუ, გაზაფხული მოვიდა და თხელ ტანსაცმელში უკვე ყველაფერი ჩანს..]
– ვიმეცადინო ესპანურში კვირაში 4–ჯერ, დღეში 1 საათი მაინც.
– უფრო მეტი ვიზრუნო თვითგანვითარებაზე [აქ ბევრი ქვეპუნქტებია]
– მოვიშორო კომპლექსების ნაწილი მაინც [პრინციპში ეს ზედა პუნქტის ქვეპუნქტია]
– იქნებ მოვახერხო და კვების რაციონში სუულ ცოტათი მაინც შევზღუდო ტკბილეული.
– უკვე დავფიქრდე მომავალ პროფესიაზე, იქნებ რამენაირად ჩამოვყალიბდე რა განხრით მინდა სწავლის გაგრძელება
– კიდევ რა მინდოდა.. ა, ხო, ოჯახის წევრებს უფრო თბილად მოვექცე
– მეძინოს დღე–ღამეში 8 საათი, რომ ამ ყველაფრის შესრულების თავი მქონდეს.
პ.ს კვირის კი არა, წლის განრიგი გამომივიდა :D
ჩემი თუ დუ ლისთი მეგონა
ReplyDeleteყველა მაქვს შესასრულებელი აგერ უკვე ბოლო რამდენიმე წელია :((
გუდ ლაქ
good luck to you too :P
ReplyDeleteპ.ს ჯერჯერობით არაფერს არ ვასრულებ :))
momecona espanuris scavlis idea :D
ReplyDeletecignis yidvac kargia :D da momavali profesiis archevac (me ukve gadavdgi es sapasuxismgeblo nabiji) :D
ai, dieta ar varga :D yvelas imas veubnebi, sanam chama shegidzlia unda chamo-metqi da jerjerobit cota tu mijerebs :D
P.S. xandaxan kargia, rodesac ar ici, xval ras gaaketeb :D gamodis, ufro metis gaketebis shansi gaqvs :D elementaruli albatobis teoria :D
დიეტაზე არც ვარ,უფრო სწორედ ვერ ვარ, ნებისყოფა არ მყოფნის :უსერ:
ReplyDeleteხო მართლა,დღეს ახალი პუნქტები დავუმატე,დავწერ მერე :D
auu, me ukve agar vcer mag to-do listebs, mainc ver vasruleb da :`mo:
ReplyDeleteimedia shen mainc sheasruleb, chemtvisac stimuli iqneba :D
მეც მინდა ვასრულებდე ჩემს თუ დუ ლისტებს :(
ReplyDeleteუზარმაცესი ვაარ ;-(