Thursday, June 25, 2009

This is the life [მოწვეული ბლოგერი!!]

პირველი პოსტი და ისიც მოწვეულის სტატუსით :) საინტერესოა რაც მართალია, მართალია, :)
ნატალია მადლობა ასეთი ნდობისთვის :) :*

ცხოვრება მიხარია :)
რაც მზე გამოვიდა მეც გავნათდი, გავბედნიერდი, გავმხიარულდი და ვაფრქვევ სიცილს :)

ყველაფერი ცაცხვებიდან დაიწყო :)
ფეხით გავისეირნე სახლამდე... ღამე იყო რაღა თქმა უნდა :)
ძალიან მოულოდნელად ვიგრძენი ცაცხვების სუნი :)

და უცებ გავხდი ბენდიერი :)
ვიდექი ქუჩაში და ბედნიერი ღიმილით ვყნოსავდი ყველა დაბლადაწეულ ტოტს :D
ცაცხვის ყვავილები დავკრიფე და სახლში ახალდაკრეფილი სურნელოვანი ცაცხვის ჩაი დავლიე :)

მერე იყო შაბათი :) არ მოვყვები რა იყო შაბათს მაგრამ, რაც მთავარია შაბათი იყო :)

და გუშინ :)

როგორი მადლობელი ვარ ჩემი მშობლების რომ პრობლემა არ შეუქმნიათ სახლიდან გაშვება, არ გაშვებაზე არასდროს ;)
წუხელ 9 საათზე გავედი სახლიდან ნინოს სანახავად :) მარტო რომ დავდივარ, თუ კარგ ხასიათზე ვარ ვიღიმები, წუხელ კიდევ ვიცინოდი ისე მივდიოდი,

კიდევ კარგი გავედი :) ნინო ხომ ვნახე..
ჩემი სიცოცხლეა, შვებულებაში გავიდა და კიდევ როდის ვნახავდი არ ვიცოდი, ხომ ვილაპარაკე, ერთ რამედ ღირს ნინოსთან საუბარი, მერე “კარდიოლოგიური” პაციენტები ვნახე! ღმერთო, ეკგ-ს თუ ასეთი მონატრება სცოდნია არ ვიცოდი :D

მერე გამომაცილა და ფეხით წამოვედი სახლში :)
ფილმი “საათები” თუ გაქვთ ნანახი, მერილ სტრიპის გმირი ამბობს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბედნიერება უნდა მწვეოდაო, და მერე მივხვდიო რომ ზუსტად ის იყო ბედნიერება იმ მომენტში რასაც ვგრძნობდიო, მერე აღარაფრის დამატება აღარ იყო საჭირო თურმე, :) ხოდა, მე წუხელ მქონდა ეგ მომენტი :) ვიცოდი რომ იმ წამს ვიყავი ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი და ისეთი კარგი იყო რომ ამას ვაცნობიერებდი :)

მერე კიდე ნატალია მკითხავს, რატო ხარო კარგადო? : ) რამე მოხდაო?
აგერ რამდენი რამე მოხდა :) :) :) დღეს კიდევ შადრევანზე არაფერს ვიტყვი : )

and you’re singing the song,
Thinking this is the life :)……

დღეს მართლა მიხარია ცხოვრება :)
მერე რა რომ ხვალ გამოცდა მაქვს :)
ხვალაც გამიხარდება, და რაც მთავარია 28 შიც ;)


პოსტი შექმნილია Amy Mcdonald “This is the life”-ის თანხლებით : )

3 comments:

  1. როგორ მიყვარს ცაცხვის ჩაი!!! სასწაული სუნი აქვს, გუშინ ღამით გავიარე ლესელიძეზე და წვიმას სულ დაბლა მოეფინა ცაცხვის ყვავილები, ისეთი სურნელი იდგა...
    ეს ჰანას პოსტია ხო, როგორც მივხვდი?
    LOVELY!!!

    ReplyDelete
  2. კი,hanna-ს დებიუტია :))

    ReplyDelete
  3. ადამიანს რომ ხელწერაზე იცნობ :)) ისე, არც ისე ბევრს შეუძლია ცაცხცის ყვავილებით დატკბეს და მათში ბედნიერება დაინახოს :) ეტა დარ :)) მაგრამ ეს ჰ რავიცი :-S

    ReplyDelete