წინა საგამოცდო პერიოდი მაქვს და რა თქმა უნდა არ ვმეცადინეობ. დრო გამყავს მაქსიმალურად და ბოლო 2 დღე თვალებს დედას ვუტირებ კითხვით, as always.
დღეს სტომატოლოგთან ვიყავი, ფირფიტები გამიკეთა და მეტყველების უნარი საერთოდ დავკარგე. მეტყველების-თქო ვამბობ, თორემ ლუღლუღი მშვენივრად გამომდის. იმხელა რაღაც მიდევს პირში შეუძლებელია ბგერები ნორმალურად გამოთქვა. ერთადერთი ხმოვნებს ვამბობ კარგად :D
უნარშზღუდული მხოლოდ მეტყველებაში არ ვარ, ასევე შევიზღუდე ჭამაში, ვერ ვღეჭავ ნორმალურად და კიდევ, საკვების გემოს ვეღარ აღვიქვამ კარგად, შესაბამისად ჭამა ჩემთვის მხოლოდ ფიზიოლოგიურ პროცედურად იქცა, მისგან სიამოვნების მიღების უნარი დავკარგე.
არაუშავს, სამაგიეროდ ლამაზი კბილები გექნება.
ReplyDeleteმე ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე სტომატოლოგთან. აი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე კბილებს.
პ.ს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე. :)
ესეც გაივლის.. :2კისს:
ReplyDeleteხვალ მაქვს ბოლო გამოცდა, მაგრამ არ ვიცი დასვენების პონტი მეღირსება თუ არა.. :(
ისა..
ბავშვობაში არ ვიცი რატომ, მაგრამ მაგ ფირფიტებზე ვოცნებობდი ხოლმე :D
ჩემ გარშემო ყველას ეკეთა, მე კიდევ სწორი კბილები მქონდა.. :D
:user:
Kate,
ReplyDeleteერთადერთი სტიმულს ეგ მაძლევს,და ხშირად ვუმეორებ ჩემს თავს :))
vasasi
რას ამბობ,საშინელებაა,მხოლოდ გარედან ჩანს კარგად [თუ ჩანს საერთოდ რავიცი,მომწონდაო შენ თქვი და.. :D]