Monday, June 22, 2009

Wimbledon 2009

    დიახ, დიახ, დღეს უიმბლდონი დაიწყო, ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩოგბურთში

    ჩოგბურთს სამეფო სპორტს უწოდებენ, და ალბათ უიმბლდონი ყველაზე მეტად ინარჩუნებს სამეფო იერს. ოფიციალურ საიტზე Livescore-ში ასე არის დაყოფილი - Gentlemen singles და  Ladies singles [სხვა ტურნირებში უბრალოდ man და woman წერია ხოლმე :)] მონაწილეების ჩაცმულობაც უფრო კონსერვატულია.

 დიდი ხანი არ არის, რაც ჩოგბურთის მოყვარული გავხდი, ამიტომ უიმბლდონის თამაშები არ მაქვს ნანახი და მოუთმენლად ველოდი როდის დაიწყებოდა, ვინაიდან ადრე, როცა ბნელი ვიყავი სპორტის ამ სფეროში, ერთადერთი ჩოგბურთელი ვინც ვიცოდი იყო როჯერ ფედერერი და ერთადერთი ტურნირი - უიმბლდონი :D

  ჩემი მოუთმენლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, როცა ჩემი ფავორიტი - რაფაელ ნადალი, ტრავმის გამო ტურნირს დაწყებამდე გამოეთიშა. შესაბამისად დღეს თამაშებს არ ვუყურებ და მხოლოდ ანგარიშს ვნახულობ. გული მწყდება ბლეჰ :(  ნადალი შარშანდელი გამარჯვებულია, შესაბამისად წელს ტიტულს ვერ დაიცავს, და ალბათ N1 ჩოგნობასაც დაემშვიდობება, იმედია ცოტა ხნით. 

  და ბოლოს, საერთოდ რაფა დახვეწილი გემოვნებით ვერ დაიკვეხნის და მისი ჩაცმულობა არასდროს მხიბლავდა, აი  წინასატურნირო შეხვედრაზე კი ძალიან ლამაზ ფორმაში იყო :უსერ: 

  

 

  

 

4 comments:

  1. აუ შენ ნადალი გევასება???

    მე გუგა მევასებოდა. ახლა უკვე საერთოდ დაიკიდა თამაში.

    ნუ სამპრასზე და აგასიზე აღარ მაქვს საუბარი. მაგათზე ვგიჟდებოდი მუდამ.

    ReplyDelete
  2. გუგა რომელია? :0


    ვერ გავიხსენე ვერაფრით..


    სამპრასი და აგასი კი ლეგენდები არიან : )

    ReplyDelete
  3. გუგა - იგივე გუსტავო კუერტენი ;) დაგუგლე, ნატალია.

    ReplyDelete
  4. სოფი, მაშინვე დავგუგლე, მახსოვს ძალიან დამაინტერესა თუ ვინ იყო :))

    ReplyDelete