ეს გახლავთ რეალითი-შოუ და კონკურსი ზემოთ ხსენებული სათაურით, დაახლოებით ჯეოსტარის მსგავსია, ოღონდ მოცეკვავეები მონაწილეობენ და ყოველ კვირას მართავენ კონცერტს, სადაც წყვილებში ცეკვავენ, სხვადასხვა ჟანრში.
ძალიან ნიჭიერი ხალხია, ყოველ კვირას ერთი გოგო და ერთი ბიჭი ტოვებს პროექტს, ხმის მიცემა ზარებით ხდება და რაც მთავარია, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მაყურებელი ყოველთვის ობიექტურად ირჩევს ფავორიტებს : )
[უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.]
მე სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ყურება, და უკვე ვაღმერთებ! ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მხოლოდ IV სეზონი [2008 წ.] დევს. ჩემი ფავორიტი წყვილებიც მყავს, გამარჯვებულს არ ვნახულობ სპეციალურად, ინტრიგა რომ არ დაეკარგოს შოუს :D
პ.ს რაც ყურება დავიწყე, იმის მერე სახლში სულ ცეკვა-ცეკვით დავდივარ :D
ეგეთი გადაცემა გადიოდა რაი უნოზე და ყოველი კვირის ბოლოს ღამეს ვათენებდით მე და ჩემი და რომ გვეყურებინა )))
ReplyDelete