Thursday, July 2, 2009

მივემგზავრები მადრიდს

  რამდენიმე თვის წინ ნაირა გელაშვილის მოთხრობა წავიკითხე - ’მივემგზავრები მადრიდს’. სათაურიდანვე დამაინტერესა, და კითხვა რომ დავიწყე, მეგონა მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი. მთავარი გმირი ოცნებობდა ესპანეთზე და იქ წასვლაზე, მართალია საბოლოოდ ნაწარმოებმა სულ სხვა მიმართულება მიიღო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი ოცნებები ვიპოვე მოთხრობაში.

   ესპანეთი  - ჩემი ოცნების ქვეყანა. ხომ არსებობს რაღაცეები, რაც განსაკუთრებულად გიყვარს ადამიანს, რომელთა ხსენებაზეც კი სიამოვნების ჟრუანტელი გივლის და გინდა ხშირად ახსენო, ასეთი ’რაღაცაა’ ჩემთვის ესპანეთი.

    ყველაფერი კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფეხბურთით დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი - რაულით. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა მე თინეიჯერობის ასაკში ტვ-ში თვალი მოვკარი რაულს და უიმედოდ შემიყვარდა :)) მერე გავიგე რომ ესპანელი იყო და გადავწყვიტე ესპანეთისთვის მეგულშემატკივრა მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ უკვე ისე მოხდა რომ, ახლა რაულს უბრალოდ პატივს ვცემ, ესპანეთი კი მიყვარს - თავისი საფეხბურთო ნაკრებით, რაფაელ ნადალით, ესპანური ქალაქებით, ესპანური ენით და ყველაფერი ესპანურით. 

 ერთხელ მეგობართან ვიყავი, რომელსაც გარკვეული კავშირები აქვს ესპანეთთან და ნამყოფია რამდენჯერმე. ხოდა, ყავა დაგვალევინა, ესპანური წესით მოდუღებული. რომ არა ეს ’ესპანური’, ყავა ჩვეულებრივი იქნებოდა. მაგრამ ამ ჯადოსნურმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა, ასეთი გემრიელი ყავა ცხოვრებაში არ დამილევია : ) 

  ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორი იქნება ესპანეთი რეალურად, ჩემი თვალით დანახული [რა თქმა უნდა მინახავს ფოტოები, ფილმები, მაგრამ სულ სხვაა თუ როგორ აღვიქვამ ამ ყველაფერს მე, ჩემს ესპანეთს, როცა პირადად ვნახავ]. დაახლოებით როგორი წარმომიდგენია იცით? ’ამელი’-ში რომ არის ყვითელი, თბილი ფერები, თითქოს სულ მზე ანათებს. ასეთივე ფერებია ’ვიკი კრისტინა ბარსელონა’-შიც, ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ეს ფილმი, ესპანეთთან ასოცირდება.

  ხოდა მეც ვოცნებობ. ვოცნებობ, როდის ჩავალ ესპანეთში, ჩავიცვამ შორტებს, ავიღებ ზურგჩანთას და დილიდან საღამომდე ვიხეტიალებ - რომელიმე ქალაქის ქუჩებში. დავტკბები თბილი ფერებით, იქაური სუნით  [რომელიც, სიმართლე რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორია :D], ფერადი სახლებით.. საღამოს კი, სადმე ღია კაფეში ფინჯან ყავას დავლევ და ხალხს დავაკვირდები.

 p.s   ესპანეთის ფოტოების ძიებაში ერთი საოცარი საიტი ვიპოვე, რომლის დევიზია ’დალაშქრე მსოფლიო სურათების საშუალებით’, სადაც უამრავი ფოტო დევს, მათ შორის, რა თქმა უნდა - ესპანეთისაც. მსურველებს შეუძლიათ იხილონ აქ

  p.p.s ეს ფოტო სპეციალურად ანუკ-ის პოსტის საპასუხოდ, ვარდისფერი კაბრიოლეტი,  გზაო და.. :)

  

 

 

6 comments:

  1. "ვიკი კრისტინა ბარსელონას" გავლენაა აშკარად :) მჯერა, რომ წახვალ, თუ ძალიან გინდა... ჰო, Buenas Noches :)

    ReplyDelete
  2. ვააა, რამაგარი ყვითელი ტრასაა :)
    მეც მინდოდა ასეთის პოვნადა ვერ ვიპოვე :)
    შევინახავ!
    ჰო, სუნს რაც შეეხება, მე მგონია რომ ცოტა ცენტრისგან მოშორებით ჰაერსი აჯაფსანდალის სუნი იქნება. სულ მაგ საჭმელს ჭამენ, "ოლე"ქვია :)

    რა არარომანტიულია ხო, ჰაერში"ოლე"-ს სუნი, მაგრამ ასეა, და რა ვქნათ :)
    იმედია ბადრიჯანი გიყვარს :D

    ReplyDelete
  3. "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა"–მ მართლა რაღაც ქნა მართლა. მეც შემიყვარდასავით ესპანეთი.


    ანუ კარგი წიგნია ხო???
    ღირს წაკითხვად???

    ReplyDelete
  4. მიყვარს ნაირა

    ReplyDelete
  5. Sophie, ’ვიკი კრისტინა’-მდეც არანაკლებ მიყვარდა ესპანეთი,მაგ მხრივ დიდი გავლენა არ მოუხდენია :))

    ანუკ, აჯაფსანდალზე ამის შემდეგ სულ ესპანეთი გამახსენდება :D



    Kate, მე საერთოდ ნაირა გელაშვილი მიყვარს,მოთხრობაც ღირს წაკითხვად :)


    დე, :*

    ReplyDelete
  6. ხოო???
    აუცილებლად წავიკითხავ.
    მადლობა.

    ReplyDelete