ვინაიდან ხშირად მეწერინება, მაგრამ პოსტი ძალიან პატარა გამოდის, არ ვწერ, ვაგროვებ და მერე აჯაფსანდალს ვაკეთებ ხოლმე.
Here it is - კიდევ ერთი აჯაფსანდალი.
[კსტაწი, რომელ მარშუტკასაც გავყევი, იმითვე დავბრუნდი, მძღოლმაც აშკარად მიცნო :D]
სახლში რომ მოვედი, სასიამოვნო სუნმა ცხვირი ამიწვა. სამზარეულომდე მივყევი და - დედა მაჭკატებს აცხობდა! დიახ, ჩვეულებრივ ბლინებს [კარლსონის და საერთოდ ლინდგრენის ზეგავლენით] მე მაჭკატები დავარქვი, ასე უფრო გემრიელია. თან წარმოვიდგენ სახურავზე რომ ვზივარ [მეზობელს ისეთი ლამაზი წითელი სახურავი აქვს, სიამოვნებით ავძვრებოდი], კაკაოს ვსვამ და მაჭკატებს ვაყოლებ..
ისე, ამ მაჭკატების გამო დღეს ერთი უბედურება კი შემემთხვა - პოსტის წერა რომ დავიწყე, დასაწყისში ციტატას ვაკეთებდი ’არაჟან მოსხმულ მაჭკატის ნაცვლად, ანა-ანულის კვერცხი არ ასცდა’, მაგრამ რომ დავაჭირე ციტირებას, რაღაც მკითხა და მე ok-ს დავაჭირე და ის ადგილი გაქრა - ფოტოები, ვიდეოები და ლინკები რომ არის. ამიტომ ეხლა გულდამძიმებული ვწერ ინტერნეტ ექსპლორერში, ოპერას დავემშვიდობე. ასევე დღეს გაფუჭდა მაუსიც, ერთხელ რომ ვაწკაპუნებ, თვითონ გონია რომ ორჯერ უნდა დაწკაპუნდეს და ყველაფერი ინიშნება, ყველაფერში შედის და ა.შ არადა როგორ მინდოდა პოსტი თავიდან ბოლომდე ბედნიერი ყოფილიყო..
წინა აჯაფსანდალში მინდოდა დამეწერა და დამავიწყდა - მე და ჩემი ძმა მორიგ ფეხბურთს ვთამაშობდით, მინდოდა მეთქვა მე და შენ ნამდვილი ხავი და ინიესტა ვართ-თქო. პირი გავაღე და დავიწყე: ’მე და შენ..’ უცებ ბურთის დარტყმის ხმა გავიგე და ბრახ! სახეში რაღაც ძლიერად მომხვდა. ისე გავცეცხლდი, ვერც ვეჩხუბე და დედასთან შევვარდი ოთახში, ბურთი მომარტყა-თქო :D
სანამ მესამედ წამეშალა ეს ყველაფერი გაფუჭებული მაუსის გამო, დავასრულებ და ფაბლიშს დავაჭერ დროზე :))
აჯაფსანდალი კი არა, ესაა მსოფლიოში ყველაზე მაჭკატური პოსტი :)
ReplyDelete"ერთი, ორი, სამი,
არ დაკარგო წამი,
აბა, ჩახმახს მიდი
გამოჰკარი თითი"
ვერ წარმოიდგენ, რა სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პოსტი. მეც რამდენჯერ გავუხარებივარ ბავშვებს, მარშუტკის მძღოლებს და მეგობრებს, რომლებსაც ჩემი მაჭკატები უყვართ - იმიტომ, რომ "მაჭკატების" სპეციალისტი ვარ :ლოლ: უფრო სწორად, ალადიების, ჩვენ რომ მაჭკატებს ვეძახით ;) =))
LOVE LOVE LOVE!!!
'მაჭკატური პოსტი' მომეწონა ძალიან :) იარლიყებში გამოვიყენებ :P
ReplyDelete