Thursday, July 9, 2009

Done!

   დიახ, დღეიდან უკვე VI კურსელი ვარ  :)  ამ სიცილ-სიცილში კი გავიზარდე მართლაც. I კურსზე ჩემთვის VI კურსელი ძალიან დიდ ადამიანად აღიქმეოდა, ყოველთვის რაღაც პატივისცემის გრძნობა მქონდა უფროს კურსელების მიმართ, ყველა ჩემზე ბევრად ჭკვიანი და სერიოზული მეგონა. დღეს კი უკვე მე ვარ ’ჭკვიანი და პატივსაცემი’. შეიძლება მეც სერიოზული ვარ ჩემზე უმცროსების თვალში, თუმცა არ ვიცი, მგონია რომ მე ისევ მე ვარ :D

  ერთი უცნაური შეგრძნება კი მუდმივად თან მსდევს.  სკოლაში, I კლასში, როცა ჯერ შეუჩვეველი ვიყავით დატვირთვას, ჩვენი დამრიგებელი გაკვეთილების დროს, 10-15 წუთით გვასვენებდა. ჩვენ მერხზე ხელებს ვაწყობდით, ზედ თავს ვდებდით და თვალებს ვხუჭავდით.   და ახლაც კი, ამდენი წლის მერე, ყოველთვის მგონია რომ თვალებს გავახელ და ისევ 1 კლასში ვიქნები, ჩემი განვლილი ცხოვრება კი იმ 10 წუთის უბრალო წარმოსახვა იქნება. 

   ასე მგონია ყველა ადამიანს ენატრება ბავშვობა. რაც გასაკვირი არც არის - ყველაზე ბედნიერი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში. რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი ფოტოალბომი ვიპოვე, ჯერ ის მომენტი რომ ქაღალდის სურათებს ვათვალიერებდი და კომპში არ ვნახულობდი, უკვე ღრმა ბავშობაში მაბრუნებდა :D და მერე თვითონ ფოტოები - რა სასაცილო ვარ! მაგრამ ნოსტალგია მაქვს თურმე, I miss myself as a child : ) 

   ყველას აქვს ხასიათში  ბავშვური ელემენტები, რისი აღმოჩენაც მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვეძებ. ხშირად ვაკვირდები ხოლმე, თუმცა საკმაოდ ძნელია შტრიხების დაჭერა, უმეტესობა ხომ საგულდადულოდ მალავს იმ თვისებას, რაც ყველაზე ნაკლებად არის დასამალი : ) ასე რომ ძალიან იშვიათად ვპოულობ, მაგრამ თუ ვიპოვე, მერე იმ ადამიანს ძალიან ვაფასებ :))

  so, დღეიდან თავისუფალი ვარ, no more medicine. [ნუ, ცოტახნით მაინც :D]

8 comments:

  1. WOW!
    მეექვსე კურსი, მაგარია :) მე 4 წელში "მოვაყომარე" TSU :ლოლ:
    გილოცავ თავისუფლებას, darling! :*

    ReplyDelete
  2. vaa me6 kursi ar gamigia martla :)))) warmatebebi,gilocav

    ReplyDelete
  3. 10 დღეში მეც ვიტყვი რომ მეოთხე კურსელი ვარ :ბის:

    ReplyDelete
  4. ვაი რა საყვარელი ბლოგია :)
    ლამაზი ფერებია ძალიან.

    ReplyDelete
  5. გაგიკვირდებათ და მე-6 კურსიც არსებობს :D :D


    Tomushka, დიდი მადლობა :))

    ReplyDelete
  6. axla warmovidgine ra xasiatze viqnebodi, meeqvse kursze rom gadavdiode :-S deee, ra nervebi gaqvs :D

    ReplyDelete
  7. ეჰხსთ...

    მეც მეოთხეზე გადავედი...

    :(

    ReplyDelete
  8. დაგამატე ჩემთან :)

    ReplyDelete