Tuesday, July 7, 2009

დიაგნოზი - კიბო

   ხშირად აღვნიშნავ და ხაზს ვუსვამ რომ მედიცინა ძალიან მიყვარს  და ერთადერთი სფეროა, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს არის ის, რაც მე მინდა. ოპერაციებზე დასწრება - ჩემი ნარკოტიკია, ენით აღუწერელ სიამოვნებას ვიღებ, და საერთოდ, საავადმყოფოში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

   მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც ყველგან და ყველაფერში დევს. ზეგ ქირურგიაში მაქვს გამოცდა, ამიტომ ეს დღეები ინტენსიურად ვკითხულობ ტესტებს - სხვადასხვა საგანში. 

    მთელი დღე საოცრად დაძაბული ვარ, საღამოს უკვე  ვეღარ ვუძლებდი, ოღონდ რას, ვერ ვხვდებოდი. ყველაფერი მაღიზიანებდა, აი ყვე-ლა-ფე-რი!! კომპიუტერის დანახვაზე - გულისრევის შეგრძნება მაქვს [ვინაიდან აქ მაქვს ყველა ტესტი], ადამიანების უმცირესი ხმაურიც კი მაღიზიანებს.

  ძალიან დეპრესიული პოსტი რომ არ გამომივიდეს, ეხლა მივხვდი - საკმარისია! საკმარისია ამდენი დაავადება, ასეთი დიდი დოზით, ასეთ მოკლე დროში. დილიდან ვკითხულობ ვიღაც 60 წლის მამაკაცზე ან 65 წლის ქალზე, რომელსაც სისხლიანი განავალი აქვს, ან ლორწოიანი გამონადენი რექტუმიდან. დიაგნოზი - კიბო.

   მეგონა ასეთი რაღაცეები აღარ მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ  მოქმედებს. არც მე ვარ რკინის ადამიანი, და მთელი დღე სიმსივნეები, ტრავმები და პერიტონიტები არც თუ ისე მხიარულ განწყობაზე მაყენებს. 

  მოკლედ, enough! ვორდის ყველა ფაილი დავხურე.  ჯერ so you think you can dance-ის კონცერტებს გადავავლე თვალი, მერე ბევრი ვარჩიე რისთვის მომესმინა და საბოლოოდ Coldplay-ზე შევჩერდი, ეხლა ვუსმენ და საკუთარი თავით კმაყოფილი ვიღიმები : )

  პ.ს შეიძლება ნეტი გამეთიშოს, როდის არ ვიცი, მაგრამ იმედია მალე დავბრუნდები : )

4 comments:

  1. au yoveltvis mikvirda rogor udzlebdnen eqimebi eset istoriebs,magram mgoni michvevis ambavia, deda myavs ekimi da ro yveba xolme vin miuvia da rogori daavadebebit cudat vxvdebi, dedas ki ukve titkos rkinis nervebi gauxda da ki ganicdis magram cduilobs gultan axlos ar miikaros, matla rtuli da sapasuxismgeblo profesiaa :) chemi nervebis wvrili wabi magas ver gaudzlebda namdvilad vici, ase rom ar daigruzo da daisvene gamocdiscin, xandaxan eg ufro bevrad uketesia vidre bevri kitxva da gadatvirtva :) warmatebebi

    ReplyDelete
  2. მტირალა კრისის ხმა არ გიშლის ნერვებს? :-ს

    ReplyDelete
  3. კრისს მე დავიცავ ახლა :ლოლ: სულ არაა მტირალა, პირიქით, რაღაცნაირად საყვარელი ბრიტანელი ჩლიფინაა (რა კარგად აღვწერე!).

    ექიმობა ძალიან რთული პროფესიაა და ჩემთვის ძალიან დასაფასებელი. ჩემი დეიდა, ბიძა, დეიდაშვილი - ექიმები არიან და ვიცი, როგორია მათი მუშაობის გრაფიკი.
    ჩემი ერთი დეიდაშვილი პედიატრი იყო და მუშაობა რომ დაიწყო, შვიდთვიანი ტყუპები "შეხვდა" და ისეთი ენთუზიაზმით იყო, სახლში აკითხავდა, გაჭირვებული ოჯახი იყო და ეხმარებოდა :| სამწუხაროდ, ტყუპები ვერ გადარჩნენ, შინაგანი დაავადებები აღმოაჩნდათ რაღაც და მახსოვს, ჩემს დეიდაშვილს კარგა ხანს დეპრესია ჰქონდა და სულ ტიროდა იმ ბავშვების გახსენებაზე :| ამიტომ, მესმის შენი. ადამიანი თუ ხარ, უნდა განიცდიდე იმას, რაც დაწერე - ადამიანებზეა საქმე, უსულო საგნებზე ხომ არა. უხ, ჩამაფიქრა ამ პოსტმა და ჩემი დეიდაშვილი მომანატრა, რომელიც შარშან დაიღუპა. :(

    ReplyDelete
  4. Dreamer Kikito, დიდი მადლობა :)


    დე,თავიდან ვერ მივხვდი,მეთქი -ვინ კრისი? მე ეგეთ რაღაცეებში ცოტა დებილი ვარ, არ ვიცოდი ქოლდფლეის სოლისტს თუ კრისი ერქვა,გუგლში ვნახე ეხლა :D სოფიმ რომ თქვა ბრიტანელიო მაგაზე მივხვდი :D


    სოფი,სხვათაშორის,რაც დრო გადის,უფრო მეტად განვიცდი,წესით ხომ პირიქით უნდა იყოს - ეჩვეოდე და ნელ-ნელა ცივი ხდებოდა. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა.

    ReplyDelete