ქაზიმ ქოიუნჯუ - ლაზი მომღერალი. პირველად მისი სიმღერა ჰანნასთან მოვისმინე. მახსოვს როგორ იმოქმედა მისმა ხმამ, თვითონ სიმღერამ. მერე გავიგე რომ უკვე ცოცხალი აღარ იყო. ვათვალიერებდი ფოტოებს და გული მეკუმშებოდა, სიკვდილის შემდეგ გავიცანი, საოცრად კეთილი და მშვიდი სახე აქვს, პირველივე დანახვაზე მომხიბლა და თავი საშინლად ვიგრძენი რომ ცოცხალი აღარ იყო.
დღეს ძველი სიუჟეტი იყო მასზე. აჩვენეს მისი მშობლიური სოფელი, მწვანეში ჩაფლული ლაზეთი, სადაც ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა. 33 წლის გარდაიცვალა. დიაგნოზი - ფილტვის კიბო, ასეთი იშვიათი ამ ასაკში. ბოლო პერიოდში მოხუცს გავდა, კონცერტზე იყო მაინც და მღეროდა.
შემდეგ უკვე აჭარის ტელევიზიაზე გადავრთე და რობერტო ბენინის ცხოვრება მშვენიერია გადიოდა. ვუყურე, მიუხედავად იმისა რომ, ვიცოდი გამიჭირდებოდა. ფილმი პირველად რომ ვნახე პატარა ვიყავი, მასე შემდეგ ყოველთვის ვერიდებოდი რომ კიდევ მენახა.
იქნებ ეს ცხოვრება მართლაც თამაშია, დიდი თამაში და ბოლოს პრიზად ყველას გველოდება ტანკი - სიკვდილის სახით. ზოგს ათასობით ხალხი გააცილებს და გულწრფელად დაიტირებს, ზოგის გარდაცვალებას კი ვერავინ შეამჩნევს.
ცხოვრება კი მშვენიერია, ალბათ. სანამ ტანკი მოვიდოდეს, ვისიამოვნოთ.
მერე კი - ’..ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.’
miyvars Benini da eg filmic xo saertod:)
ReplyDeleteროგორ დამწყდა მეც გული... რა თბილი და კეთილი თვალები ჰქონია...
ReplyDeleteბენინის ეგ ფილმი მეც მიყვარს, მაგრამ გული მწყდება უზომოდ, მიჭირს მეორედ ნახვა ხოლმე.
მართლა ასეა, ერთად შეყარნეს მიწამან... თქმა თითქოს ადვილია და ამ ფილოსოფიის დაჯერება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა ძნელია ადამიანის დაკარგვა :((((
ბენინიმ იცოდა როგორ უნდა გადაეღო ფილმი, მერე დაავიწყდა თითქოს. ფილმის სათაური მიყვარს, ისეთივე მძჲმეა როგორიც ფილმი. ცხოვრება მშვენიერია - ბლინ არც ისე ხშირად
ReplyDeleteყოველთვის მტკივა გული ახალგაზრდა ადამიანი რომ იღუპება. შეიძლება ბევრმა თქვას რომ ბევრი გააკეთა, ვიდრე ჩვეულებრივმა საშუალო მოკვდავმა მაგრამ ერთი მაინც დააკლდა კერძოდ კი არ გაიარა ბუნებრივი ეტაპები ღრმა მოხუცებოლობამდე, მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
ReplyDeleteქაზიმის ორი ალბომი მაქვს.. :)
ReplyDeleteძალიან ცუდია რომ აღარ არის ცოცხალი..
ეტყობა კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ თურქებს.. :)
მე შარშან ვუსმინე მაგის ''დიდოუ ნანას'' და წარმატებით ვიღრიალე.. :) მერე ვეძებდი და ვნახე იუთუბზე. რავიცი მაგ კაცმა თავის სიმღერებში ლაზების მთელი ტკივილი ჩადო. სამშობლოდან წასული კაცის ტკივილი ...:(
ReplyDelete