დღეს უიმბლდონის ფინალი იყო. როჯერ ფედერერმა მოიგო და ამ დღეებში N1 ჩოგნობასაც დაიბრუნებს, რომელიც თითქმის 1 წლის განმავლობაში რაფაელ ნადალმა ჩამოართვა. როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე, ნადალი წელს ამ ტურნირზე არ თამაშობდა ტრავმის გამო. და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სამწუხაროა რომ შენს ტიტულს ვერ იცავ და შორიდან უყურებ, იმ იმედით რომ ფედერერი წააგებს და პირველობას შეინარჩუნებ.
თუმცა, ასეც არ ყოფილა საქმე და რაფამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რის გამოც დღეს ფედერერის გამარჯვებას მშვიდად შევხვდი, გამიხარდა კიდეც, ვინაიდან როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია.
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ნადალზე სტატია წავიკითხე, სადაც ის ამბობს ’მე უკვე ვიყავი N1, სულ ეს არის. ახლა უკვე პრიორიტეტები იცვლება’. სტატიით თავი რომ არ შეგაწყინოთ მოკლედ გეტყვით - ის არ ითამაშებს იმდენ ტურნირზე რამდენზეც თამაშობდა აქამდე. მიზანი მიღწეულია - ის იყო ნომერ პირველი ჩოგანი [და ვიმედოვნებ რომ კიდევ იქნება]. რაფას დიდად არ აწუხებს N1 იქნება თუ N4. პირიქით, ის ყოველთვის აღნიშნავს რომ ფედერერი მსოფლიოში საუკეთესო და N1 ჩოგბურთელია. მისთვის მთავარია რომ ითამაშოს ჩოგბურთი. და ასეცაა - მთავარია აკეთო ის, რაც გიყვარს. რაღაც იარლიყები არ არის საჭირო.
აქვე მინდა გითხრათ, რომ რაფაც ჩემს ერთ-ერთ საინტერესო ადამიანს წარმოადგენს და აქტიურად ვაკვირდები [გაგიკვირდებათ ალბათ, სპორტსმენში რა უნდა ნახო საინტერესოო მაგრამ..]. ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი და ბევრი სტატია წაკითხული.
მგონი, თვითონაც ვერ ხვდება რამდენად პოპულარულია. ცხოვრობს დედ-მამასთან და ბაბუასთან ერთად, მალიორკაზე, პატარა ქალაქ მანაკორში. არდადეგების დროს დადის სათევზაოდ, ხვდება ბავშვობის მეგობრებს. კორტზე რამდენადაც მრისხანეა მოწინააღმდეგისთვის, იმდენად კეთილია ცხოვრებაში. პრესკონფერენციებზე ხშირად დასცინიან ესპანური აქცენტის გამო, ისიც მხოლოდ იღიმება. წელს ფედერერს მოუგო Australian Open-ზე, რის გამოც როჯერმა იტირა. რაფა დარცხვენილი იდგა და ინტერვიუზე თქვა - 'Sorry Roger for today'.
წინა პოსტში როგორც ვთქვი თავისუფალ ადამიანზე, დაახლოებით ასეთ ადამიანს ვხედავ ნადალში - ის იგივეა, რაც იყო 10 წლის წინ, და ცხოვრობს თავის ცხოვრებით, პოპულარობას არ სწირავს რაღაცეებს. უგემოვნოა საზოგადოებისთვის, მაგრამ მას აცვია ის, რაც მოწონს. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი. მას მოწონს ვარდისფერი - და ეცვა კიდეც ’როლან გაროსზე’, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
სხვათა შორის, რაფას ბლოგიც აქვს, სადაც ტურნირებზე წერს ხოლმე [რამდენად თვითონ წერს არ ვიცი, მაგრამ რაღაც მონაწილეობას იღებს ალბათ : ) ]
მისი ერთგვარი დევიზია - Vamos Rafa, რაც ქართულად ნიშნავს - ’მიდი რაფა’. იმედი მაქვს რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება კორტებს [სავარაუდოდ აგვისტოსთვის].
ასე რომ - Vamos Rafa! დაბრუნებამდე : )
პ.ს უფრო ნათლად მინდოდა მეთქვა, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული და მგონი ზუსტად ვერ მოგაწოდეთ ჩემი სათქმელი, ამიტომ მომავლისთვის მოვიტოვებ რაღაცეებს :)
სხვა დროს გეტყოდი, რომ რა დროს რაფაა, ფედერერი ჩოგბურთის ღმერთია-მეთქი, მაგრამ ისე საყვარლად მოყევი ნადალზე, რომ გული ამიჩუყდა, სერიოზულად ვამბობ. მომწონს ძალიან ნადალი, მაგრამ ფედერერს რომ ვუყურებ, რაღაცნაირად ვარ - მგონია, რომ დაფრინავს და მთელ სულს დებს თამაშში. რაფაელი კიდევ - ღმერთისგან დაჯილდოებულია - ძალაც აქვს, აღნაგობა, ტექნიკა, მაგრამ ის "ფრენა" აკლია, რაც ფედერერს =)) აუ, რამდენი ვილაპარაკე.
ReplyDeleteვამოს რაფა! გამოჯანმრთელდი და გაახარე ნატალია :)
:)))
ReplyDeleteმეც ძალიან მიყვარს ნადალი...
ფედერერს მირჩევნია.. :(
ჰოდა, ძალიან დამწყდა გული ტრავმის გამო რომ უიმბლდონი გამოტოვა.. ;(
სოფი,მართალი ხარ,ფედერერს რომ ვუყურებ კორტებზე,მგონია ცეკვავს,ისეთი დახვეწილად თამაშობს : )
ReplyDeleteმე და რაფა ვაღიარებთ რომ ფედერერი საუკეთესოა :))
ვასასი,გული დამწყდა მეც,მაგრამ ისეთ ფორმაში იყო,რომც ეთამაშა,ფინალამდე ვერ მიაღწევდა..
მეც მირჩევნია ფედერერს - როჯერი არ მომწონს, რაღაც "ხარაკწერ" აკლია, პლიუს წაგების გამო რომ ყველას დასანახად ტირილს დაიწყებ... :/
ReplyDelete...როგორ არ მინდა, რომ ყოველივე ეგ, რაც ნადალზე თქვი, მისი იმიჯის ნაწილი იყოს! ბევრჯერ დავრჩი ეგრე იმედგაცრუებული კეთილი პოპულარული ადამიანების ძიებაში.
ReplyDeleteთუმცა შენი ბრალი ამაში იმდენივეა, რამდენიც ჩემი :))))
ძალიან მესიამოვნა ეს პოსტი. კბილის პასტის გემოს მივამგავსე რატომღაც :)
არასოდეს მიყვარდა ნადალის თამაშის სტილი, კუერტენივით ჩაციკლული იყო თითოს ერთი ტიპის საფარზე და სხვაგან ვერაფერს აკეთებდა, მაგრამ შარშანდელმა უიმბლდონის ფინალმა ყველაფერი შეცვალა. რაფა დიდი ჩოგბურთელია, მაგრამ ვერასოდეს გახდება ისეთი დიადი როგორიც ფედერერია. არ ვიცი რატომ, ალბათ ქარიზმა აკლია. დაახლოებით კრის ბოშის სიტუაციაა კალათბურთში, რაღაც სული არ აქვთ თითქოს.
ReplyDeleteაუ გუსტავო კუერტენი ძალიან მაგრად მევასებოდა.
ReplyDeleteნადალი სასტიკად არა.
სამპრასი და აგასი უკვე ლეგენდებად არიან ქცეულნი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისევ როჟემ მოიგოს, მირჩევნია.