Friday, July 31, 2009

მე ვარ ბლოგერი..

   მაინცდამაინც როცა ღამდება და დასაძინებლად ვწვები, ახალი პოსტების იდეა მაშინ მომდის ხოლმე თავში. გუშინ ასე ’დავწერე’ პოსტი ძილის წინ, მაგრამ დღეს ბუნდოვნად მახსოვს, არადა როგორ დალაგებული მქონდა ყველაფერი.. 

  ბლოგერობა საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა, ერთხელ თუ შეეჭიდე, მერე გიტაცებს და თავს ვეღარ ანებებ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ძალიან ღრმად შევტოპე, ყოველ დილით რომ ვიღვიძებ ვფიქრობ - ნეტავ ვინ რა დაწერა? მთელი დღე მოვლენებს ვალაგებ -ეს ბლოგისთვის გამომადგება, ეს არა და ა.შ  თუმცა ზაფხულის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს - მთელი დღეები სხვა რა საქმე მაქვს, თუ არა ახალი პოსტების მოფიქრებისა?  :))

  

  

   ალბათ ჯერ ადრეა ჩემს განვლილ ბლოგო-მოღვაწეობას რომ გადავხედო, მაგრამ მცირედ გადავავლებ თვალს რაღაც დეტალებს. 

   მახსოვს, თავის დროზე იარლიყებზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა რაც შეიძლება ცოტა და მრავლისმომცველი ყოფილიყო. ნუ, ისეთ ზოგად იარლიყებს, როგორიცაა movies ან music, ბევრი მოფიქრება არ ჭირდება. მაგრამ ძალიან დიდხანს ვიმტვრიე თავი რა კატეგორიისთვის მიმეკუთვნებინა ისეთი პოსტები, რაც ჩემზე, ჩემს ემოციებზე და მოკლედ, შინაგან სამყაროზე იქნებოდა. ბოლოს MyGreenShadow მოვიფიქრე, ანუ მწვანე ძალიან მიყვარს და ამ ფერთან დავაკავშირე და ჩრდილი, ჩრდილი - ჩემი ანარეკლია-თქო ვიფიქრე :D ისეთი პოსტები კი, რომელიც ზოგად საკითხზე იყო და არ ვიცოდი კონკრეტული იარლიყი, თავიდან Free Zone-ში გავაერთიანე, მერე ბბბ მივუმატე, ანუ აბდაუბდა პოსტებს მივაწეპე ეს იარლიყი, მერე ორივე წავშალე და ეხლა ასეთ უიარლიყო პოსტებს ჩუპა-ჩუპსი ქვია, უბრალოდ სასაცილო სიტყვაა და იმიტომ :D  მაჭკატური პოსტზე ქოფირაითი სოფის ეკუთვნის, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომწერა მაჭკატური პოსტიაო და აი ამელის განწყობის მსგავს პოსტებს მივაკერე ეს იარლიყი :D  'Tennis' ვფიქრობ ძალიან ზოგადია იმისთვის, რაზეც მე ვწერ - ძირითადად სულ ნადალზე ვსაუბრობ, მაგრამ მაინც ჯობია ასე დარჩეს :D

  ასევე, გადავწყვიტე რომ იდეალური თემფლეითის ძიებას შევეშვა და მე თვითონ შვქმნა იგი. ვინაიდან HTML-ების არაფერი გამეგება, ჯერ ჩემით ვსწავლობ, და როცა საბოლოოდ გავაკეთებ, თქვენც იხილავთ :D

6 comments:

  1. me var blogeri da aravitari mashasadame :D

    ReplyDelete
  2. მმმ ჰთმლ-ს უნდა შეეჭიდო? რა მაგარია (აპ)
    მე იარლიყები საერთოდ არ მაქვს ...
    :)))
    საჭიროებას ვერ ვხედავ, ან ვერ ვხვდები : )))

    ReplyDelete
  3. იარლიყების საჭიროებას ბატო ბატოსავით ვერც მე ვერ ვხედავ :) ვერც ვხვდები რაღაც სიტყვები როგორ გავაიარლიყო.

    საკუთარი HTML კიდე რა მაგრობააააა! აღფრთოვანებული ვარ !

    ReplyDelete
  4. უიჰ, გოგოებო, მთლად მე არ ვაპირებ ჰტმლ-ს შექმნას, უკვე არსებული უნდა შევცვალო ჩემებურად :უსერ:

    ReplyDelete
  5. მომეწონა შენი იდეინი პოსტი ძალიან ძალიან :) ჰტმლ-ში მეც ბუნდოვნად ვერკვევი =)) ამაზე არც ვფიქრობ, ბლოგერობა ჩემთვის იგივეა, რაც მწერლობა, სცენარისტობა, მეზღაპრეობა, იმიტომ, რომ იქ ყველაფერს ვწერ, რაც თავში მომდის და მერე დატოვებული კომენტარების მიხედვით ვხვდები ჩემი მკითხველების ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ საფეხურს ;)
    Blogging rocks and rolls :)

    ReplyDelete
  6. ეს პოსტი განსაკუთრებით მომეწონა...
    ძალიან, ძალიან დამწყები ბლოგერი ვარ, თუ საერთოდ ბლოგერი შეიძლება მეწოდოს და ძალიან დამაინტერესა, რას ნიშნავს იყო ბლოგერი...
    აი მე მაგალითად, ჯერ ჯერობით ჩემი ბლოგსპოტი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ მარტივია. ზოგიერთი ადამიანის ბლოგზე რომ შედივარ, თვალებს მიჭრელებს და რამდენადაც არ უნდა მინდოდეს წაკითხვა, ვერ ვახერხებ ხოლმე...
    კიდევ მომეწონა შენი ტაგების არჩევის ამბავი... ძალიან არ მომწონს როდესაც ერთ ცეროდენა პოსტს ათას ტაგს მიაკრავენ ხოლმე და შენ კიდევ ცოტა ტაგი გაქვს და თან, ორიგინალური...
    მოკლედ, როგორც ვატყობ, ჩვენ კარგი ბლოგობრები ვიქნებით
    :)

    ReplyDelete