- ონკოლოგიაზე რეფერატები უნდა დაგვეწერა, ლექტორმა დაგვირიგა თემები და მე შემხვდა ძუძუს კიბო, არადა ძუძუ დიდად არ მიყვარს. ჩემს ჯგუფელს [პირობითად ბერიძეს] კი შეხვდა ფილტვის კიბო, რომლის დაწერაც მე მინდოდა. ხოდა, ლექტორს ვეკითხები: ბატონო თემურ, მე ძუძუ მაქვს და შეიძლება ბერიძეს ფილტვში გავუცვალო? ლექტორმაც რაც თქვენ გინდათ, არ არის პრობლემაო :D
- [ეს ისტორია პიკოლინასთან ერთ-ერთ პოსტის კომენტარში დავწერე, მაგრამ აქაც უნდა იყოს აუცილებლად] ჩემმა გინეკოლოგიის ლექტორმა მოგვიყვა - ქალი მივიდა გინეკოლოგთან, ჭირდებოდა ოპერაცია, საშვილოსნოს ექსტირპაცია [არსებობს საშვილოსნოს ამოკვეთის 2 სახე: ექსტირპაცია, როცა ყელსაც იღებენ და ამპუტაცია, როცა ყელს ტოვებენ]. ამ ქალს თან მოყვა დედამთილი, რომელმაც, როცა გაიგო რას უკეთებდნენ მის რძალს, გადაირია - მერე ჩემმა შვილმა ფუღუროში ქნასო?
- ბიოეთიკის ლექციაზე ბევრი ჯგუფი ვიყავით ერთად, ლექტორი გვიყვებოდა თუ როგორ იყენებენ ფეტალურ [ანუ ნაყოფის] ნაწილებს სხვადასხვა კოსმეტიკური ფირმები თავიანთი ნაწარმის დასამზადებლად. ჩვენ შეძრწუნებულები ვსხედვართ და უცებ გვესმის რომ ვიღაც კვდება სიცილით. ყველამ შევხედეთ ჩემს კურსელ ბიჭს, ის კი აგრძელებს სიცილს და ამბობს - ფეკალური მასებით რას აკეთებდნენო? :D
- ქირურგიის ლექტორს, რომელიც ქალი იყო, პოლიტიკაზე ლაპარაკი უყვარდა და ერთხელ ვიღაც რურუაზე გვიყვებოდა, მგონი პოლიტიკოსია, ზუსტად არ ვიცი. ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთაო და თვითონ რურუა ასე ყვებოდაო - მადრიდში ვიყავი, ფეხბურთის საყურებლად, თამაში რომ დამთავრდა, შეტევა მაშინ დამეწყო-ო. ჩემი კურსელი ბიჭის კომენტარი - ’უეჭველი რეალის ფანი იქნებოდა’ [შეგახსენებთ რომ მაშინ რეალმა ბარსელონასთან 2-6 წააგო] :D
[ქირურგიის წიგნთან დაკავშირებით ადრე ცალკე პოსტიც დავწერე, წიგნი კი არა, ერთი მთლიანი კურიოზია.]
- ფტიზიატრიას გვასწავლიდა საოცარი ლექტორი, აი ის ქალი მართლა უნიკალური არსება იყო. არ შემხვედრია ადამიანი, ასე ეშინოდეს იმის, რასთანაც მთელი მისი პროფესია არის დაკავშირებული. პანიკური შიში ქონდა ტუბერკულოზის, ყველგან მიკობაქტერიები ელანდებოდა. სულ გვიმეორებდა, რომ ძირს არაფერი დააგდოთო და თუ დაგივარდებათ, აუცილებლად გადააგდეთო. ერთხელ ერთ გოგოს ჩანთა დაუვარდა და ამ ქალმა რომ დაინახა - აიღე ეხლა ეგ ჩანთა, პარკში ჩადე და სახლში დეზინფექცია გაუკეთეო :D კაბინეტს მოშლილი კარი ქონდა, თუ რამეს არ გაუჩხირავდი, არ იკეტებოდა. ამ ქალმაც ქაღალდი გაურჭო, მაგრამ თუ დაგვიანებული სტუდენტი მოვიდოდა, კარს რომ აღებდა, ქაღალდი ძირს ვარდებოდა. ლექტორი ძალიან ბრაზდებოდა და გვეუბნებოდა, სახლში ნივთების ჰაერში დაჭერაზე ივარჯიშეთო (!), სრული სერიოზულობით. ბოლო დღეებში ერთ-ერთმა ბიჭმა დააგვიანა და კარი რომ გააღო, ქაღალდი ხელში მოხერხებულად დაიჭირა, ეტყობა მართლა ივარჯიშა :D
ამჯერად სულ ეს იყო რაც გამახსენდა, დანარჩენს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ: ))
:D :D :D :D
ReplyDeleteეს ბოლო ქალი მომეწონა ნამეტნავად.. :დ
გასათხოვარია უეჭველად არა?.. :უსერ:
;დ
ჰაჰააააააააა
ReplyDeleteბოლო ფტიზირაღაცა რამაგარი ქალიააააა
:D:D:D:D
ისე, ყელსაც თუ აჭრიან, კაცები მართლა ფუღუროში შვებიან/????? სერიოზულად :)
ramdeni vicine dzudzuze :D:D:D
ReplyDeletesaertod kai iko, maladec natalia :*
ფუღუროზე გამეცინებოდა, სატირალი რომ არ იყოს! ღმერთმა ყველას აშოროს ეგეთები, ექსტირპაცია და დედამთილი მით უმეტეს.
ReplyDeletevasasi, კი გასათხოვარი იყო, და მერე გავიგეთ გათხოვდაო, არადა 50 წლამდე იქნება :))
ReplyDeleteDreamer Kikito, მიხარია რომ მოგეწონა :*
ანუკ,როგორ არის იცი, ყელსაც რომ კვეთენ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება სექსის დროს ქალს ქონდეს უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი. გააჩნია პენისის ზომას.მთლად საშვილოსნომდე არ აღწევს ხოლმე როგორც წესი. ანუ ფუღუროში არ შვებიან ნამდვილად :))
სოფი, არადა რამდენი ეგეთი დედამთილი ან პოტენციური დედამთილი დადის საქართველოში :(
ReplyDeleteამიტომაც არ მინდა გათხოვება, საქართველოში მაინც :))
ეჰჰ ეგეთ ლექტორთან რამდენს იხალისებდა კაცი, სპეციალურად გაუჩალიჩებდა ადამიანი რამეს. : ))) ძუძუს ფილტვში გაცვლა ალბათ საინტერსო პროცესია :D
ReplyDeletehaha :DD kaifi iyo, organoebis gacvla gansakutrebit, aha shen chemi zuzu da filtvi matxove :user:
ReplyDelete