Monday, August 31, 2009

მტირალა ჯარისკაცები


რაღაც პასუხისმგებლობის გრძნობა დილიდან მჭამს. ცუდ ხასიათზე არსდროს დავდივარ ხოლმე სტუმრად, ეს შემთხვევა გამონაკლისია. დღეს მთელი დღეა, მალიორკაზე, ანა მარია მატუტეზე და მტირალა ჯარისკაცებზე ვფიქრობ და ზღვა ისე მენატრება,ისე..

ზღვა მინდა.აი ისეთი ზღვა, წყნარზე წყნარი - თითქოს სადღაც კუთხეში ქარიშხალია მიმალულიო, ნაცრისფრად დადუმებული.

სიცხე მინდა. ღამით შემომავალი მუსიკის და ფერად-ფერადი განათებებისგან გაბეზრებული ფანჯარას რომ მიხურავ და ახლა უჰაერობისგან წუხდები. საწოლში პირქვე ჩამხობილს მანამდე გძინავს, სანამ მცხუნვარე მზე არ მოადგება შენს ფანჯარას. სიზმარში სუნამო დაპკურებული ფაიფურის თოჯინები გესიზმრება და მთელი ღამე მათი დამტვერილი ფიზიონომიით და ხელოვნური თმების საზიზღარი სუნით იტანჯები.

დილა მინდა. გამჭვირვალე პერანგი რომ მეცვას და სარკის წინ ვიჯდე. პერანგს საწოლის სუნი ასდიოდეს. შუადღიასას კი ყველანი სასტუმრო ოთახში ვისხდეთ, როგორც პირველ საღამოს და უხმოდ ვსვამდეთ ყავას.


ოპიუმი მინდა. ოპიუმით დატენილი ჩიბუხი და პატარა ბრინჯაოს ქვაბი. სიზმრებში ვიცურავებ, მერე. დავსუსტდები და მკერდზე მივეკვრები. ნუთუ ეს არის სიყვარული? ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სიყვარული ასეთი იქნებოდა, უსიზმრო და წებოვანი. აი სიბნელეში რომ ძირავს ადამიანს.

ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.
Candy

10 comments:

  1. არაუშავს, გაგივლის უხასიათობა.. ;)

    ისე, შენ ძალიან გაქვს ესპანეთზე გაჭედილი, ისევე, როგორც მე იტალიაზე... :))0

    ReplyDelete
  2. @ Vasasi: ეს ნატალიას კიარა, ჩემი პოსტია :) ასე რომ დაანებე ნატალიას ესპანეთს თავი :)

    ReplyDelete
  3. :love:


    ანუკ, შენი პოსტები ამელის ფერებშია ყოველთვის, თუნდაც უხასიათო.. : )

    ფონად ეს სიმღერა ძალიან უხდება : )

    ReplyDelete
  4. ანუკ, რა კარგი იყო... სიყვარულიც კარგი ყოფილა :)
    მიყვარს შენი პოსტები და ეს განსაკუთრებით ისეთია, ბევრ ვერაფერს დაწერ.
    ამელი არა, მე უფრო სხვას მაგონებს ქენდი... თავის თავს - ქენდის, რომლის ბლოგზეც დამათენდა იმ დღეს :love:

    ReplyDelete
  5. Sophie, არა, ქენდი ამელის არ მაგონებს ნამდვილად, უბრალოდ პოსტები აქვს ისეთი, მოყვითალო-მზისფერი... : )

    ReplyDelete
  6. "მოყვითალო-მზისფერი..." zustad :)

    ReplyDelete
  7. ჰო, ამელისნაირი არარის, მაგრამ მზისფერი, ალბათ კი. ისეთი ოღონდ, შემაწუხებელიმზის ფერი :))

    ამ პოსტის სიკარგე კიდე ანა მარია მატუტეს დამსახურებაა.

    ReplyDelete
  8. მომეწონა პოსტ :)) შეგრძნებები როცა მოდის ნაწერიდან და ემოციები მოდის ავტორიდან მიყვარს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მსჯელობა და აზრის გამოხატვა ;)

    ReplyDelete
  9. არ მყოლიხარ ლისტში, დაგამატებ )

    ReplyDelete
  10. ბაბისა, მადლობა დამატებისთვის, მე დიდი ხანია მყავხარ უკვე :)


    პ.ს თავს რაღაც უხერხულად ვგრძნობ და მცხვენია, სხვისი პოსტის გამო რომ შემაქეს :user:

    ’შეგრძნებები როცა მოდის ნაწერიდან და ემოციები მოდის ავტორიდან მიყვარს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მსჯელობა და აზრის გამოხატვა’ - ანუკ-ია ასეთი პოსტების ავტორი :)

    ReplyDelete