დღეს დილით ტოპ.გე-ზე ვნახე რომ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი იყო, იმის გათვალისწინებით რომ ახალი არაფერი დამიწერია, ძალიან გამიკვირდა. შევამოწმე და ძირითადად დოდკასგან იყვნენ გადმოსულები - რაღაც ხდება! შევედი და ეს პოსტი დამხვდა. ვინც არ იცით, ჯერ შედით და გაეცანით, მერე კი აქ გააგრძელეთ კითხვა.
მაშ ასე, ბავშვობაში მეგონა რომ:
- ყველა სამხედრო ფორმიანი იყო ძალიან კეთილი და მზად იყვნენ ნებისმიერი ადამიანისთვის თავი გაეწირათ, ამიტომ როცა მათ სადმე ვხედავდი - ტრანსპორტში, ქუჩაში, შენობაში და ა.შ თავს დაცულად ვგრძნობდი. ერთხელ როცა ქობულეთისკენ მიმავალ მარშუტკაში ორი ჯარისკაცი დათვრა და მგზავრობა ჯოჯოხეთად გვიქცია, მაშინ დაიმსხვრა ჩემი წარმოდგენები..
- მეტროში მატარებელი ხან გადიოდა გვირაბიდან, ხან -არა. ამიტომ როცა ვჯდებოდი, ყოველთვის ვნატრობდი - ’ნეტავ დღეს გარეთ გასვლის დრო ქონდეს’. რომ გავიდოდა, ვფიქრობდი, დღესაც გამიმართლა, რა იღბლიანი ვარ-თქო.
- ასევე მეტროში, ’ელექტრო დეპოს’ ნაცვლად მესმოდა ’ელექტრო ბებო’ და ყოველთვის მიკვირდა, ნეტავ როგორი ბებოა-თქო.
- მიწისძვრა იყო ცოცხალი არსება და ხანდახან ჩნდებოდა - მიწაზე პირს აღებდა. ამიტომ მიწისძვრის დროს ყოველთვის ძირს ვიყურებოდი და ვეძებდი სად იყო, ძირითადად სახლის ძირში მეგულებოდა, მაგრამ ვერც ერთხელ დავინახე.
- თუ რამეს ძალიან, ძალიან ვინატრებდი, ღმერთი შეისმენდა და ციდან ჩამომიგდებდა. ამიტომ მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილი ღამე ’ვოლგის’ სახურავზე ვიწექით და ხმამაღლა ვნატრობდით სნიკერსს და მარსს და ყოველ წუთს ველოდი რომ თავზე დამეცემოდა..
პირველივე რაც გამახსენდა, ისინი დავწერე. ვიცი, მერე უკეთესები მომაგონდება და ვინანებ.
ხო, კიდევ - მე ვთაგავ:
ელექტრო ბებოზე გადავყირავდი :D :D
ReplyDeleteლოოლ სნიკერსი ციდან : ))) ეჰჰ ეგრე რომ ცვიოდეს ჩვენ რაც გვინდა ყველაფერი.
ReplyDeleteელექტრობებო! ეს ძააალიან მაგარი იყო! :D
ReplyDeleteაუ, მეც ველოდი ხოლმე სნიკერსს ციდან:-)
ReplyDeleteკაი იყო:-)
საწყალი ბავშვები, ყველა როგორ სნიკერსებზე ვოცნებობდით...
ReplyDeleteჩემი ბავშვობის "მეგონა" is coming soon!
ჰაჰაჰჰ, ელექტო ბებო მაგარია.
ReplyDeleteსნიკერსი ციდან...
სნიკერსი მომინდა :(
ReplyDeleteდედა ამდენი კარგა ხანი არ მიცინია :)
ReplyDeleteშენ გაიხარე ჩემი განწყობის ამაღლებისთვის !!!
მშვენიალური წამოწყებაა! ამწუთას ჩამოვქობულეთიდანქუდაისდი და მივხედავ მაგ საქმესსს. დიდი მადლობაა :))))
ReplyDeleteდა ძაან მაგარი პოსტია :))