ჩემს ფორუმულ წარსულში მხოლოდ 2 ფორუმია - იმედის და ფორუმ.გე; ეს უკანასკნელი აწმყოც არის ჯერჯერობით.
იმედზე 2005 წელს დავრეგისტრირდი, მაშინ კომპიუტერი ახალი ნაყიდი მქონდა, ფორუმიც ახალი ხილი იყო ჩემთვის. ისე მომეწონა, რომ 1 კვირაში 800 პოსტი დავაგროვე :O ძალიან დიდი სითბოთი მახსენდება ახლაც, ბევრნი არ ვიყავით, ყოველთვის მიხაროდა იქ შესვლა. მერე იყო 7 ნოემბერი და ფორუმიც გაქრა. რამდენიმე დღის წინ შევედი, ახალი გაუკეთებიათ. search-ში 'mia' ჩავწერე და ასეთი მომხმარებელი არ მოიძებნაო :)
იქ გავიცანი მირა, კუდა, როკო, გაფრინი და სხვები.. ერთხელ ექსკურსიაზეც იყვნენ, მაგრამ მე ვერ წავედი. ამიტომ რეალურად მხოლოდ მირას და კუდას ვიცნობ, თეატრში ვიყავით ერთად : )
კუდა ჩემი დედობილია, მიყვარს ძალიან.
მირას მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვთვლი რომ მისნაირი ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებენ.. დღეს ვნახეთ მე და კუდამ, ალბათ ჩემს იქ გამოჩენას არ მოელოდა და გაუკვირდა :)
პ.ს გუშინ მთელი დღე რაღაცის დაწერა მინდოდა, რა-ღა-ცის. ფორუმზე, აქ ან ფეისბუქზე. რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე.
:user:
ReplyDeletemec viyavi imedis forumze maSin..
hoda, Cemtvisac pirveli forumi da, Sesabamisad, axali xili iyo..
axla mecineba xolme.. :))
mere viyavi "chveneburebis" forumze, romelic agar aris..
kidev, organ var, magram ishviatad vpostav iq..
dziritadad, forum.ge-ze var.. :)
ის ფორუმი მართლა სახლივით იყო. თან ძირითადად რამდენიმა კაცი ვიყავით და მეც თბილად მახსენდება.
ReplyDeleteჩემი ბავშვი :*
ჰეჰე, "ჩვენებურების" ანუ ჩაკრულოს ფორუმი? მეც ვიყავი მანდ :D
ReplyDelete2007ში პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში 7 მარტს, 8 მარტს სუ ყურით მიმათრია ბექამ ელბაქიძეზე. მანდ გავიცანი ყველა რეალში. კუდაც კი :D მირაც ...
qristiN ვიყავი ბექას ფორუმზე.
იმედის ფორუმზეც ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანი და არც მახსოვს საერთოდ. :(
:)
ReplyDeleteჩემი და ფორუმის გზები ძალინ მკვეთრად გაიყო,
თუმცა მე ფორუმ.გე-ს ვგულისხმობ და იმედის ფორუმზე ბევრი კარგი რამ მსმენია, ჩემი ერთი ამხანაგი იყო წევრი და მახსოვს, ძალიან თბილად იხსენებდა ისიც...
ცუდია, რომ აღარ არის
:(
ბოლო ფრაზაზე რაღაც "mo" სმაილის პონტში გავიჩითე.
ReplyDeleteKate, მგონი შენ მიხვდი ამ პოსტის აზრს : )
ReplyDeleteThis comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete