რამდენიმე წამი გამოფხიზლებას მოვანდომე, მერე წამოვდექი და გავედი. ცხვირში ყავის სასიამოვნო სუნი ვიგრძენი.
მზიანი დილაა, სხივები ანათებენ სამზარეულოს. პატარა მაგიდაზე პური, ჯემი და მდნარი ყველი დევს.
- როგორ ხარ ნატალია? ჰანნა როგორც ყოველთვის იღიმება და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს.
ყავის ორთქლს ღრმად ვისუნთქავ და წინა დღეს ვიხსენებ.
გუშინ გვიანობამდე ვიხეტიალეთ ქუჩებში. ცოტა ხნით სანაპიროზეც გავედით, მაგრამ ზღვაში არ შევსულვართ - საცურაო კოსტიუმები არ გვქონდა, თან ციოდა. მერე ღია კაფეში დავსხედით. სულ ვლაპარაკობთ, არ ვჩერდებით. გვინდა ეს 1 კვირა ბოლომდე გამოვიყენოთ. მიხარია ჰანნას რომ მოეწონა აქაურობა, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს - ყველაფერი ისეთი ფერადია.
ესეც გუშინდელი ფოტო: მარცხნივ მე ვარ, მარჯვნივ - ჰანნა.
ბარსელონა, 17 ივნისი, 2012 წ.
პ.ს ამ პოსტის იდეა ერთობლივად დაგვებადა მე და ჰანნას, როცა ესპანეთის ფოტოებს ვათვალიერებდით და ზემოთ მოცემულ სურათზე ჩვენი თავები ’ამოვიცანით’. გადავწყვიტეთ რომ ეს სურათი მომავლიდან იყო, როცა მე ესპანეთში, ანა კი - გერმანიაში იქნებოდა. თავისუფალ დროს ჩემთან სტუმრად ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით და ერთად ვიწანწალებდით ქალაქში. რატომ მაინცდამაინც ბარსელონა? უბრალოდ ეს სურათი სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული და იმიტომ :D
Mein Gottt!
ReplyDeleteNatalia vitireb axla rogor tvalwin warmomidga ici es dila? :inlove: :inlove: :inlove:
suftad barselonuri aura datrialda irgvliv :) :*:*
moica movides 2012 weli ;) ai naxav :) mTavaria yru bayayi ar dagvaviwydes ;)
:*
ჰაჰაა, იგრძენი ბარსელონას სუნი? :P
ReplyDeleteყრუ ბაყაყი არასდროს დამავიწყდება, promise :)
რა კარგები ხართ :) საყვარელი პოსტი იყო...
ReplyDeleteბარსელონას რომ მოივლით, მერე ჩემთან ჩამოდით რა... ოღონდ, ჯერ არ მომიფიქრებია, მე სად ვიქნები :love:
სუნთქვა შემეკვრა... მეც ვიგრძენი ყავისა და ესპანეთის სუნი :)
ReplyDelete2012 wels chvenc dagvpatijet barselonashi :)
ReplyDeletesayvareli post iko :)
ხერხემალი ამიცახცახდა... :ს
ReplyDeleteმე მილანში მინდა..
მინდა...
მინდა..
მინდა..
როდესმე... :უსერ:
barcelonas movla ra problemaa :D roca CamoxvalT, aucileblad damirekeT da gidad miguleT! :D
ReplyDeleteP.S. eg surati Barrio Gótico-Sia gadaRebuli, xo? :D
AnnA, თუ ჩამოვედი, აუცილებლად ჩემი გიდი იქნები! :))
ReplyDeleteსურათი სად არის გადაღებული აზრზე ვარ, მარტო ის ვიცი რომ ბარსელონაა :D
ეს გოგოები, აქ კარგად არ გამოჩნდა და ისე კი გვგავს მე და ჰანნას :D
:D :D magaria!
ReplyDeleteისე, კიდევ მაქვს სურათები, სადაც მე და ჰანნა 'ვართ' და შეიძლება სხვა ქალაქებშიც ’ვიმოგზაუროთ’ :D
ReplyDeleteმეც ხომ შემომივლით არვიცი ჯერ სად? :))) დამაბლოგროლე :*
ReplyDeleteმინდა Nat... როგორ მომინდა <3
ReplyDeletenat :* წამო სხვა ქალაქშიც რა :) წავიდეთ სადმე კიდევ ერთად, ნეიტრალურ ქალაქში :)
ReplyDeleteანა :)