Wednesday, July 29, 2009

ოღონდაც

 გუშინ ძალიან უცნაური დღე იყო. ძალიან მალე მოსაღამოვდა და ძალიან გვიან დაღამდა. უჩვეულოდ ციოდა და მეც არ ვგრძნობდი თავს კარგად, ამიტომ მთელი დღე ვიწექი და ვკითხულობდი - ’სამოსელი პირველს’

  დოჩანაშვილმა ხელი ჩამჭიდა და ჯერ ლამაზ-ქალაქში ვიყავი, მერე კამორაში, სერტანაში, და ბოლოს  კანუდოსშიც - კაატინგა გავიარე.

  დიდი ხანი გავიდა რაც პირველად წავიკითხე. უკვე დავიწყებულიც მქონდა ბევრი რამ წიგნიდან. ჰანნამ ჩემზე გვიან წაიკითხა და აღფრთოვანებული რომ ახსენებდა ვინმეს ნაწარმოებიდან, ან რამე გამოთქმას, მე გაოცებული ვუყურებდი - არაფერი მახსოვდა. 

 - გვირილა რა არის? 

- არ გახსოვს, გვირილა, სამოსელი პირველი? - არაა, აღარ მახსოვს.

 მერე ამრეზით მეტყოდა - შენ დონ დიეგოც არ გემახსოვრება?!

-არა, არ მახსოვს. 

 მართლა არ მახსოვდა. 

  გუშინ კი სულშეძრული ვიყავი და ღამე ვერაფრით ვერ დავიძინე, ვნატრობდი მალე გათენდეს რომ ბოლო მოეღოს ამ ტანჯვას-თქო.

  ’ყური დამიგდე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ’ -  სულ ეს წინადადება მიტრიალებდა თავში.

   დომენიკოსავით, მეც ვგრძნობ რომ ადამიანები მიყვარს. ყველა. აი შენც, ვინც ამ პოსტს კითხულობ ახლა, მიყვარხარ. თვალთმაქცობის გარეშე, მართლა მიყვარხარ. ნამდვილი სიყვარულით - ყველა იმ თვისების ჩათვლით  რაც გაქვს;  შეიძლება არ მომწონხარ, მაგრამ მიყვარხარ.

  მიყვარს ’სამოსელი პირველი’, ყველა წიგნზე ბევრად მეტად მიყვარს. როცა ვკითხულობ, ვიტანჯები, თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ.. 

  

  ’ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე; როგორ არა გვაქვს, ანდა, გვექნება თიხის სპეტაკი, მომცრო სახლები მდინარის პირას, მცირე აღმართს ამოყოლილნი, აბზინებულნი დილის გრძელ, ირიბსხივება მზეზე...  და მთვარის ბაცად სიფრიფანა შუქზე რბილად აბრჭყვიალებული, მცირედ დაბუჟებული კანუდოსი...’

5 comments:

  1. მე დოჩანაშვილს პირველად მოთხრობებით გავეცანი და მერე წავიკითხე "სამოსელი პირველი", აღფრთოვანებული დავრჩი და მანუელო კოსტა ისე შემიყვარდა, ლამის მოვკვდი მაგას რომ აწამებდნენ :| ძალიან კარგი წიგნია და დიდი სურვილი მაქვს დოჩანანაშვილი გავიცნო. რა კარგი იქნება ისე, უცებ ბლოგერები რომ შევიკრიბოთ და შევხვდეთ. უნდა ვიფიქრო ამაზე ისე.

    ReplyDelete
  2. სულ ვერიდები ხოლმე ამ წიგნის წაკითხვას, აი გულის სიღმერში მგონია რომ ძალით გაფეტიშებული წიგნია და გული დამწყდება წაკითხვისას. თუმცა ამ ზაფხულს იქნებ როგორმე გამოვნახო დრო და ჩემი პესიმიზმი განვიქარვო.

    ReplyDelete
  3. Sophie, ძალიან კარგი იდეაა, სულ ვოცნებობ მასთან შეხვედრაზე.. უფრო ალბათ სექტემბრისთვის თუ მოვახერხებთ, ეხლა მკვდარი პერიოდია.

    Leonard Shelby, არ იფიქრო ფეტიშებზე, უბრალოდ წაიკითხე, აუცილებლად წაიკითხე :)

    ReplyDelete
  4. მე დავიწყე ცოტა ხნის წინ კითხვა, მიუხედავად ამხელა რეზონანსისა არასდროს მომდომებია მისი წაკითხვა ...
    დასაწყისით არ ვარ აღფთოვანებული

    ReplyDelete
  5. როგორ მცხვენია, რომ არ მაქვს წაკითული...
    არადა მართლა არ მეკადრება...
    აქამდე ყოველთვის მიდნდოა და ახლა, ამ პოსტის მერე კიდევ უფრო მომინდა...

    ReplyDelete