You've Got Mail-ს ვუყურე დღეს და ნიუ იორკი შემიყვარდა! მე ხომ მსოფლიოს ბევრი ქალაქი მიყვარს [სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე :D], მაგრამ მათ შორის არცერთი არ იყო ამერიკის. ახლა უკვე ნიუ იორკშიც მინდა ცხოვრება. იმ ქუჩაზე, სადაც ქეთლინი ცხოვრობს – რამდენიმე საფეხურიანი კიბე და პატარა სახლი, ძველი ავეჯით. სამზარეულოში მაგიდა დგას, ალაგ–ალაგ თეთრი საღებავი აქვს გადაცლილი და მწვანე ფერი მოჩანს.
New York, I love you! შენ მსოფლიო დედაქალაქი ხარ, საოცრად ქაოტური, რის გამოც არ მომწონდი აქამდე. მაგრამ აქაც ხომ არის პატარა, წყნარი ქუჩები, ლამაზ ფანჯრებიანი და ქვის კიბეებიანი სახლები, კუთხეში კი წიგნების პატარა მაღაზია.
ადრე მახსოვს Yahoo 360–ში პოსტი დავწერე ჩემს ოცნებაზე – მქონოდა წიგნების მაღაზია. სამწუხაროდ 360 გაუქმდა და პოსტების შენახვა დამავიწყდა. ეს ფოტო შემომრჩა მხოლოდ.
სხვათაშორის, სიზმარში ვნახე რომ პრაღაში ვიყავი. ისეთი არ იყო რა თქმა უნდა, როგორც რეალურადაა – სიზმრები ხომ ძალიან უცნაურია. იმ ქუჩის სახელიც მახსოვს – სტარამოსტკა [ასეთი მართლა არსებობს მგონი, ოღონდ ცოტა სხვანაირი სახელი ქვია]. მე კი ნერუდოვას 36–ს ვეძებდი და ვერაფრით მივაგენი. სამაგიეროდ, აღმოვჩნდი რაღაც ციხე–სიმაგრესთან, რომელიც ძალიან გავდა ქართულს და საბოლოოდ ეს სიზმარი კოშმარად გადაიქცა. მანამდე მადრიდშიც ვიყავი . სადღაც ვიწრო ქუჩაზე, რომელიც პირქუში და არც თუ ისე ლამაზი იყო. მაგრამ მე მომწონდა – ეს ხომ მადრიდი იყო! საოცარი შეგრძნება მქონდა, ალბათ ასეთი განცდა მექნება მართლა რომ ჩავალ მადრიდში :)) ეს სიზმარიც კოშმარით დასრულდა და მერე აღმოვჩნდი უკვე პრაღაში.
არა, ამ პოსტის მერე დავრწმუნდი რომ გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ. და რომანტიულიც. დიახ, დღეს ვაღიარებ პირველად. რაც არ უნდა ვამტკიცო რომ ასე არ არის, ფაქტები საპირისპიროს ამბობს. Get used to it!
პ.ს იმდენი პოსტის იდეა მომივიდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, არც კი ვიცი რომელი ერთი დავიმახსოვრო. თუ მუზების ნაკლებობას განიცდით, აუცილებლად უყურეთ :))
me ar miyvars eg filmi , magram me arc erti dorblian romantiuli filmi ar miyvars me mgoni :)
ReplyDeleteXODA ISA IDEEEBI chiacere ar dagavicydes
იმდენს წერ, რომ წაკითხვას ვერ ვასწრებ და მიხარია, როცა ყოველდღე ახალი პოსტი მხვდება. ნატალია, გირჩევ ტოპ.გეზე დარეგისტრირებას აუცილებლად და ფეისბუქზე აქტიურობას, რომ გაიცნონ შენი ბლოგი.
ReplyDeleteI like New York as for love - my heart is in Yerushalaim :)
Mariam , ჩაწერა არ მინდა, გამახსენდება :))
ReplyDeleteსოფი, ტოპ.გე–ზე დიდი ხანია ვფიქრობ უკვე დავრეგისტრირდე, მარა ვერ ვბედავ :)) დღეს ვცდი :)
არ მბეზრდება ეგ ფილმი რამდენი წელია უკვე ...
ReplyDeleteმაგრამ ერთი აუცილებელი ნიუანსით, რუსული გახმოვანება, სხვა გახმოვანება უბრალოდ კლავს ფილმს, თვით ორიგინალიც კი არაფერია კეტლინ კელის რუსულ ხმასთან, საოცრად უხდება,აი უსაოცრესად ...
სიგიჟემდე მიყვარს ...
დიალოგები, მეგ რაიანის ჟესტიკულაცია და მამაკაცურ-ბავშური სიარული, ტომ ჰენკსი თავისი რუხი პლაშით და პატარა ბიჭი გვარის დამარცვლის ხმით ეფ-ო - ექს და ყველაზე დრუჟილუბნი ცუგა ბრინკლი, ოდესმე ცუგა თუ მეყოლება ბრინკლის დავარქმევ : ))
ადორ ...
ეხლა ვუყურებ ისევ,არადა ბიბლიოთეკაში მინდა წასვლა :D
პრაღა კი ჩემი ოცნების ქალაქია : ))
მოკლედ, მიჩტაი ძევაჩკა ...
ვრედნა ნე მიჩტაწ :ლოვე:
სტარომოსტკასი რა გითხრა,სტარო მესტო კიდე ერთი დიდი უბანია პრაღაში, ტურისტებით გადატენილი :) ბევრი კოშკებით და "მოსტებით" :)
ReplyDeleteყველაზე ლამაზი პრაღაში მაინც მალასტრანაა,აწი ეგ დაისიზმრე ხოლმე :)
სოფის კიდე ვეთანხმები იერუსალიმზე,აი მე პირადად ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები მაგ ქალაქში სტუმრობის მერე მქონდა :)
აბა ეს წაიკითხე :)
ReplyDeletehttp://sweet.ge/2009/02/golightly-bradshaw-ny/
მგონი ზუსტად იგივე ემოციაა... :)