Monday, July 20, 2009

Hello, Tomorrow..

  დღეს როგორც იქნა დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და ეპილატორი ვიყიდე. თუმცა, ამის სათქმელად არ შემოვსულვარ აქ. მე და ჩემი მეგობარი რომ ვბრუნდებოდით, მეტროში ვიჯექი და 1000 რაღაცაზე ვფიქრობდი, ისე რომ საერთოდ გამოვეთიშე გარემოს.  ვგეგმავდი ბლოგზე რა დამეწერა, საერთოდ როცა წინასწარ ვფიქრობ ახალ პოსტზე, არასდროს არ გამომდის და არც ვწერ ხოლმე. ახალი თემა ყოველთვის სპონტანურად მოდის თავში. თუმცა დღეს წინასწარ, მეტროში მოვიფიქრე ახალი თემა და გონებაში იქვე მონახაზიც გავაკეთე.

  ალბათ მთელი დღე სახლში რომ ვზივარ და ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ ამის ბრალია - მოგონებების პერიოდი მაქვს. ჩემს ბოლო პოსტებსაც ეტყობა - ხან ძველი ფილმები გავიხსენე, ხან ბავშვობა. თითქოს უკვე დავბერდი და გადავწყვიტე ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავავლო თვალი. იმედი მაქვს რომ ეს მხოლოდ იმის გამოა, დასაქმებული რომ არ ვარ.  სევდის მომგვრელია ძველი მოგონებები, ძალიან. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ ვარ ასე. დღეს ქეითის ბლოგზე შევედი და რაც მე მაწუხებს ეს დღეებია, ზუსტად ამ თემაზე ქონდა პოსტი. ცოტა შემაშინა კიდეც  ასეთმა დამთხვევამ.  

  რატომ მივტირი მაინც ბავშვობის წლებს, ალბათ იმიტომ რომ ისეთი უზრუნველი აღარ ვიქნები არასდროს. და იმტომ რომ ისეთი ბედნიერი აღარ ვარ. ხომ ამბობენ რაღაცა რომ გაქვს უნდა დააფასო, თორემ მალე აღარ გექნებაო. ჩემთან ყოველთვის პირიქით არის - როცა დავაფასე, იმის შემდეგ წამერთვა. საერთოდ არ მიყვარს ასეთი აბსტრაქტული პოსტები -ჩემს გარდა ვერავინ რომ ვერ მიხვდება რაზეა საუბარი, მაგრამ ჯობია ეს ’დაფასებული რაღაცეები’ დარჩეს ისევ აბსტრაქტულად.

  სამაგიეროდ დღეს ხომ გავხალისდი ეპილატორით, რომ მოვედი ჩემი ოთახი დავალაგე სიხარულისგან :D

  This is the life - ყოველთვის კარგ განწყობაზე ვერ იქნები.  მიხარია რომ არ ვიცი ხვალ რა იქნება, იქნებ სწორედ ხვალინდელი დღეა განსაკუთრებული, რომელიც რაღაცას შეცვლის ჩემს გარშემო, ან ჩემში. ან თუნდაც - თქვენში.  

: )

3 comments:

  1. წარსულს, ბავსვობის წლებს რატომ მისტირი? ჩვენი ცხოვრების ნებიემიერი მომენტი უნიკალურია ად უნდა დატკბე ამ მომენტით :) წარსულზე ფიქრით ნუ იწვალებ თავს :) წარსული ჩააბარე წარსულს :)

    ReplyDelete
  2. Mec xshirad v ixseneb bavshobas, imitom rom dzalian magari iko, saertod araferi madardebda da ase shemdeg, magram martlas rom this is life da mudam bavshvebi ver viknebit,yvela wlovanebas tavis kargi mxare aqvso, me am kargis dziebashui var da shenc ar mogklebodes patar patara bednierebebi da uzarmzaric :)

    ReplyDelete
  3. ბუნებრივია, იზრდება ადამიანი და რაღაცებს იხსენებს. არა მგონია, ეგ ნიშნავდეს, რომ რაღაცებს მისტირი. პირიქით, სასიამოვნოა, როცა ბევრი გაქვს გასახსენებელი და მოსანატრებელი. Yeah, this is life and it's so funny sunny witty =))

    ReplyDelete