მიზეზი, რის გამოც ბოლო 2 დღეა ძალიან აქტიური ვარ – გუშინ დეიდასთან გამოვედი, რომელიც სოფელშია. მისი ლეპტოპი კი თითქმის ჩემს განკარგულებაშია. თითქმის იმიტომ, რომ დედა ხანდახან ადნაკლასნიკებს მიუჯდება და დიდი ხვეწნის შემდეგ მსვამს :D ჩემი ჯდომის ვადები კი განუსაზღვრელია :D
სახლის კომპი ძველია და ისეთ საიტებზე, როგორიცაა ფეისბუქი, მაისფეისი და ა.შ ძალიან ჭედავს და ჯობია საერთოდ არ შეხვიდე. ამიტომ იქ 3 საათიც რომ ვიჯდე, სახეიროს ვერაფერს ვაკეთებ. ეს ლეპტოპი შედარებით უკეთესია, და დამეტყო კიდეც რაც აქ ვზივარ. კიდევ თავს ვიკავებ თორემ დღეს მარტო 3 პოსტს დავწერდი :D
მოკლედ გუშინ ვისარგებლე და მაისფეისზე, სადაც ოდესღაც დავრეგისტრირებულვარ თურმე, ანგარიში გავააქტიურე. ასევე თვითერზე გავაქტიურდი სვითის წყალობით და ფეისბუქზე პირველი ნოუთიც დავწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებით :P მაისფეისი მომეწონა ძალიან, რამდენიმე სიმღერას დიდი ხანია ვეძებ და ვერ ვპოულობდი რომ გადმომეწერა, ახლა კი მაისფეისის წყალობით ვუსმენ. მომღერლებს და ჯგუფებს დავუმეგობრდი. აი ხომ არაფერია, და ალბათ არც მექნება თუნდაც ვირტუალური კონტაქტი მათთან, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა მაინც, თითქოს რაღაცით უფრო ახლოს ვარ, ვიდრე სხვები :P
სოფის რჩევით, ტოპ.გე–ზე დავრეგისტრირდი, თუმცა როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი არ ვიცი.
ამ კომპში იმდენი ფოტოები და ფილმები მაქვს, დეიდა მხოლოდ მეილებს ამოწმებს და შეიძლება ითქვას ჩემი პერსონალური კომპიუტერია, მიყვარს ძალიან :D მთელი დღეა არ ვიცი რა ვაკეთო და სულ აქ ვზივარ, შეამჩნევდით ალბათ, ყველა ახალ პოსტებზე პირველი ჩემი კომენტარია :D
პოსტის მუსიკალური ფონი: Other Lives - Black Tables ძალიან მიყვარს, გრეის ანატომის ერთ–ერთი საუნდტრეკია.
mesmis ra shvebaa gamarTul kompze gadajdoma.. aiaiaiai,, titqos mogeshvao :)
ReplyDeletep.s. sapasuxo maniakuri comment :)
ReplyDeleteანუკ, თითქოს მოგეშვაო და აღარ გინდა რომ მოშორდე :D
ReplyDeleteძალიან კარგია, რომ დარეგისტრიტდი ტოპ.გეზე.
ReplyDeleteსაინტერესოა შენი ყოველდღიური პოსტები. იმედია, მეც მექნება მალე ფილმების ნახვის დრო, ჯერჯერობით დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ.