Monday, July 13, 2009

ნოსტალგია ანუ მოგონებანი გარდასულ დღეთა..

  გუშინ 2 ფილმი გადმოვწერე - Fools Rush In  და  Serendipity;  ორივე ინგლისურად. ვიფიქრე ძველ დროს გავიხსენებ და თან ინგლისურსაც ყურს მივაჩვევ-თქო. ფილმების ნახვის შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება რომ, ახლა ასეთ ფილმებს აღარ იღებენ. ყველაფერი ვითარდება და მათ შორის კინემატოგრაფიაც რა თქმა უნდა, თანამედროვე ფილმებში თითქოს იგივე ქაოსია, რასაც მე ასე გავურბივარ. თუნდაც 5 წლის წინ გადაღებულ ფილმებს კი სხვა ელფერი და გემო აქვს.

   Serendipity-ს რომ ვუყურებდი, ყველაფერი ძალიან მშვიდად და ლამაზად ვითარდება, თან როდესაც ფილმში შობა ფიგურირებს, ჯადოსნური და ზღაპრული განწყობა მექმნება ხოლმე : )  ბოლო ეპიზოდზე კი ვაღიარებ - გული სასიამოვნოდ ამიჩქროლდა. [რომანტიული არ ვარ, ემოციურად ლაბილური ვარ უბრალოდ :D]

  

   Fools Rush In -ს რაც შეეხება, უცებ მომენატრა რატომღაც და გადავწყვიტე მენახა, აქამდე არ ვიცოდი ეს ფილმი თუ მიყვარდა : )

  

 

 დღეს კიდევ მინდა შევარჩიო რამე კინოს არქივებიდან, ზაფხულის ცხელი დღეების ადვილად გადასატანად.

  p.s  თუ გინდათ, მირჩიეთ რამე :))

7 comments:

  1. ზუუსტად ეგ იყო შემდეგი ჩემს სიაში :P

    მაგრამ ერთ ფილმს წავაწყდი შემთხვევით, რომელსაც დიდი ხანია ვეძებ და ჯერ იმას ვიწერ : )

    ReplyDelete
  2. რამდენიმე ფილმს გირჩევ, რა ვიცი თუ სურვილი გაგიჩნდება უყურე ზაფხულის ხელ დღეებში ასეთი ფილმების ყურება მე პირადად ძალიან მიყვარს. http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=LRQPR

    http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EJGLN

    http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EGFF

    ReplyDelete
  3. ეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
    ძააან მაგრა მიყვარს ეგ ორივე ფილმიი


    :უსერ:

    ReplyDelete
  4. faukclub, პირველი არ მომწონს, ბოლო 2-ს კი ნახავდა კაცი კიდევ ერთხელ :)

    ReplyDelete
  5. მე სელმა ჰაიეკი მიყვარდა ძალიან ბავშვობაში და ადრე მაქვს ეგ ფილმი ნანახი, ახლა რომ ვუყურებ, ცოტა მეცინება. აი, ფაუკლუბმა კარგი ფილმები გირჩია, ბოლო ორი განსაკუთრებით. ლოლ რაც მეტი სენდლერი და ბენ სტილერი იქნებიან ფილმებში, მით უკეთესი :) მე კი ამას გირჩევ: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=AIAC

    ReplyDelete
  6. არ მეგონა თუ Forgetting Sarah Marshall ვინმეს არ მოწონდა, უფრო სწორედ აქამდე ყველას მოეწონა ვისაც ვიცნობ :D
    ამ ფილმს შეავლე თვალი მერე http://www.bude.ge/?view=2136 კომედია არაა მაგრამ რაღაც დადებით განწყობაზე დამყენებელი ნამუშევარია

    ReplyDelete