Tuesday, July 14, 2009

ნოსტალგია: ნაწილი II

  გუშინ ფილმების ძიებაში ისეთი ფილმი ვიპოვე რომ თვალებს არ დავუჯერე! რამდენი ხანია ვეძებ, ზუსტად ამ დღეებში დედას ვეუბნებოდი, ძალიან მიყვარს და ნეტში ვერსად ვიპოვე, ერთადერთი ტვ-ში თუ ვნახავ-თქო, იქაც იშვიათად აჩვენებენ. საუბარია იდეალურ ქმარზე.  ამ პერიოდზე გადაღებულ ფილმებს ვაღმერთებ! ეს კი განსაკუთრებულად მიყვარს, რუპერტ ევერეტის გმირი - love it!  კეიტ ბლანშეტს რაღაცნაირი არისტოკრატული გარეგნობა აქვს, მე თუ მკითხავთ სულ ასეთი როლები უნდა ქონდეს [პრინციპში, აქვს კიდევაც :D].

   შემდეგ უკვე ვაპირებ ვნახო ფილმი რომელიც კუდამ მირჩია - You've Got Mail

  ასევე ფილმები, რომლებიც საერთოდ არ მინახავს: 

  faukclub-ის მიერ მოწოდებული - ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე და სოფის  - დუპლექსი.

  პ.ს დრო კი ნამდვილად მექნება - როგორც გავიგე, ჩემი ძმა 3 დღით მიდის ჯგუფელებთან ერთად :ჯამპ: 

4 comments:

  1. yvela maqvs nanaxi da mgoni idealuri qmarin ara da aba unda vuyuro erti mec ")

    ReplyDelete
  2. 'You got mail' - ეს არის must see ფილმი, ჩემი უსაყვარლესი, ყოველთვის ვუყურებ - კარგ ხასიათზე, ცუდ ხასიათზე, ზამთარში, ზაფხულში :)
    "იდეალური ქმარი" ვიცი, ქეით ბლანშეტი მეც ძალიან მომწონს. მაგ ფილმში კიდევ ჯულიან მური უნდა თამაშობდეს, თუ არ ვცდები, მე ეგ ქალი მიყვარს ძალიან. აბა, რახან შენი ძმა წასულა, უყურებ ყველაფერს, რასაც გინდა =))
    ENJOY!!!

    ReplyDelete
  3. Dreamer Kikito, უყურე, მოგეწონება დარწმუნებული ვარ :) ოღონდ ნეტში ცოტა ხარისხია ცუდი.


    სოფი, კი ჯულიანა მურიც არის, და ძალიან კარგია მანდ. საერთოდ საოცარი ფილმია, რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარს : )

    ReplyDelete
  4. მეც რაღაც ნოსტალგია შემომაწვა მგონია და ბენ სტილერის მონაწილეობით ორი ფილმი ვნახე, დუპლექსი და Cable guy. ალბათ ორი ყველაზე სუსტი(envy თუ შეეცილება მხოლოდ) ნამუშევარია ამ ყმაწვილის კინოკარიერაში, მაგრამ რიგ ეპიზოდებში მაინც სასაცილოა.

    ReplyDelete