Sunday, July 5, 2009

Sunny, Funny, Witty

  დაახლოებით 1 საათია ვზივარ და Sophie Golden-ის ბლოგს ვკითხულობ. სულ თავიდან დავიწყე, და აი ეხლა გავედი ბოლოში. რა თქმა უნდა ამ მოკლე დროში ყველაფრის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე. მართალია, ჩემს პოსტებში ხშირად ვახსენებ სოფის და ეს ცოტა უცნაურადაც კი შეიძლება ჩანდეს. უსაზღვრო ინტერესი მაქვს მის მიმართ, ვიცი ასეთი ამოჩემება ადამიანის და მერე მისი ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე, მათ შორის ის ყბადაღებული ’დღის განრიგიც’ :D
   და რატომ მომინდა ცალკე პოსტი მიმეძღვნა - ყოველთვის მინდოდა [და ეხლაც მინდა] ვყოფილიყავი თავისუფალი, ისეთი როგორიც სოფია. როცა არ გზღუდავს თანამედროვე ეპოქა, და შენი მსოფლმხედველობა თუ შინაგანი სამყარო დინამიკურ წონასწორობაშია [ნუ, იგივე ჰომეოსტაზი : ))] გარემოსთან. მოკლედ - როცა ხარ ის, ვინც ხარ, ბუნებრივი,  უშუალო და შენს პიროვნებას არ აბინძურებს და რაც მთავარია არ ცვლის ეს ყოველდღიური რაღაცეები.
   მინდოდა ვყოფილიყავი ასეთი თავისუფალი, მაგრამ არ ვარ. უფრო სწორედ ვერ ვარ. ჩემზე ახდენს ეს დედააფეთქებული ყოველდღიურობა და 21-ე საუკუნე გავლენას, ეს ქაოსი რაც გარშემო ხდება და რა ვქნა! და ამას დაუმატეთ უამრავი კომპლექსი, რითაც ვარ დახუნძლული. თუმცა რა შედარებაა იმ ნატალიასთან, რაც მე ვიყავი ერთ დროს, მაგალითად თინეიჯერობის ასაკში, მას შემდეგ უზარმაზარი ნახტომი გავაკეთე, ეს მამშვიდებს და ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. 
   კიდევ სოფი მაძლევს სტიმულს და მისნაირი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტაა, მაგრამ მთავარია რომ არიან :)
  [ფილოსოფიური ელფერი დაკრავს ამ პოსტს, სოფის პოსტების გავლენაა : ) ] 
  სულ ეს იყო, ახლა უკვე გულდამშვიდებით მივაშურებ საწოლს :))

6 comments:

  1. მაგარია.
    მეც მაინტერესებს ხოლმე ძველი ჩანაწერები იმ ადამიანების, ვინც ზოგადად მაინტერესებს.

    ReplyDelete
  2. : )
    მეც ვინტერესდები ხოლმე, ასე ონლაინ ადამიანებით :)

    ReplyDelete
  3. დღეს საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა და ალბათ ნახავ კიდეც ჩემს ვიდეოპოსტს...
    ჰოდა მერე საყვარელმა თინიმ (tiny.ge) გამომიგზავნა ამ პოსტის ლინკი, დაიკიდე ბოღმები, ეს ნახეო.
    ძალიან ძალიან დიდი მადლობა! მე კიდევ შენგან მივიღე უდიდესი სტიმული, სანამ ერთი შენნაირი ადამიანიც არსებობს, ნამდვილად ღირს ჩემი ბლოგერობა და საერთოდ - მზიანობა!
    არც ვიცი, მეტი რა გითხრა, I'm lost for words - ძალიან ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ჯერ წინ იმდენი დრო გაქვს - კომპლექსების მოსახსნელად და ცხოვრების გზის ასარჩევად :) ALL THE BEST TO YOU!!!

    ReplyDelete
  4. სოფი,შენ კი არა, I'm lost for words..

    და ძალიან მიხარია რომ დღეს სტიმული მოგეცი : )

    ReplyDelete
  5. აუ მეც მაქვს ხოლმე ეგეთი მანიაკობები :user:
    მარა მე ხანდახან ძალიან მაქვს :user:

    ReplyDelete
  6. sophie martla magari adamiania, jer es mxolod mis tvalebs etyoba! gviyvarxar, sooof! :*

    ReplyDelete