Sunday, October 25, 2009

Not fake post

  რაც შენს გარშემო ხდება, ყველაფერი ხომ ისევ შენი თავიდან გამომდინარეობს? ყველა ადამიანი თვითონ ვქმნით ჩვენს გარემოს. როცა თავდაჯერებული ხარ, მოგწონს შენი თავი, სხვებიც გამჩნევენ და მოწონხარ. თუ თვლი, რომ წონაში მოიმატე, ულამაზო და უინტერესო ხარ, here you go - ხდები კიდეც ასეთი გარშემომყოფების თვალში.

 მე ყოველდღე ვრწმუნდები ამაში.

მაგალითი I

 სულ მაინტერესებს, და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შემდგომ ურთიერთობებში, ვინ არის ჩემს მიმართ დადებითად განწყობილი, და ვინ -არა. განსაკუთრებით ლექტორებს ვაკვირდები, პირველივე დღიდან, თუ როგორ განეწყობა ჩემს მიმართ. და თითქმის ყოველთვის ვხვდები, ვგრძნობ, ჩემს მიმართ მათ დამოკიდებულებას, თუნდაც ეს მესამე პირმა ვერ შეამჩნიოს.

მაგალითი II

 ასევე ბლოგზეც - როცა ძალიან მიყვარდა ჩემი ბლოგი და ვზრუნავდი მასზე, ვიზიტორების რაოდენობაც მეტი იყო [ ’მეტ’-ში არ იგულისხმება 100 და 200, ამდენი არასდროს შემოსულა ჩემთან 1 დღეში]. ამ ბოლო დროს კი, გულგრილობის პერიოდის შემდეგ, ძველ ფორმას ვერ დავუბრუნდი. ჩემს პოსტებში სიყალბეს ვამჩნევ, ბოლომდე გულახდილი არ ვარ. ბევრს ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის.
ამაზე სულ ნადალი მახსენდება - ზაფხულის ტრავმის მერე აგვისტოში დაუბრუნდა თამაშს, აი უკვე ნოემბერი დგება, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ტურნირზე გამოვიდა, მაგრამ არაფერი გამოსდის - ნახევარფინალებს ვერ გაცდა.
მეც ’ნახევარფინალებში’ ვარ დარჩენილი. შესაბამისად, ჩემი ბლოგი ნელ-ნელა უჩინარი ხდება.

   ამ ბოლო დროს მე არ მომწონს საკუთარი თავი, ძალიან არ მომწონს. არც 'I am a superstar' მშველის და არც ჰანნას შეგონებები. ალბათ, ამიტომ აღარ ვუყვარვარ, არც ლექტორებს და არც ბლოგერებს.

  ეს იყო პირველი გულახდილი პოსტი ’ტრავმის’ შემდეგ. დიახ, მე გულახდილი ვიყავი, და ფინალშიც გავედი. მალე თასსაც ავიღებ :))



10 comments:

  1. ეს გულახდილობაც 1 ნაბიჯია წინ :]

    არ ვიცი რა კანონზომიერების თუ რა არაკანონზომიერების ძალა მოქმედებს, მაგრამ ფაქტია ეგრეა, როცა თავდაჯერებული ხარ და საკუთარი თავი გიყვარს, გარშემო სივრცეც ასეა შენდამი:]
    რთული ეტაპები კი ვის არ ჰქონია , ეგ არაფერი, გაივლის და ბევრი ფინალის გამარჯვებულიც იქნები :)))

    ReplyDelete
  2. ეეე, კარგი რაააააა :) მე რომ გადავხედე ჩემ თავს, და ვკითხე, თუ რატომ აღარ ვზრუნავდი ჩემ ბლოგზე ისე, როგორც ადრე ვზრუნავდი, ჩემმა თავმა მითხრა, რომ იმიტომ, რომ სხვა რაღაცეებითაც ვარ დაკავებული. და შეიძლება ეს სხვა რაღაცეები სულაც არაარის ბლოგზე კარგი, მაგრამ ნუ რა ვქნათ.
    ბოლო ბოლო მრავალფეროვნებაა.
    ასე, რომ "რატომ აღარ ვპოსტავ ბლოგზე" ჩემთვის ლამის ახალი დეპრესიის წყარო გახდა, და ბოლოს აზრზე მოვედი, შენც გირჩევ იგივეს, ბლოგი ხომ უბრალოდ იმისთვის გაქვს რომ შენ მოგწონს ეს ასე.

    FUCK THE VISITORS!

    ReplyDelete
  3. არ გკიდია ვიზიტორები???
    იცი რა კარგია, მართლა გაიგებ, ვის აინტერესებს შენი სამყარო სინამდვილეში და ვინ უბრალოდ დროის გასატარებლად შემოდის...
    იმიტომ რომ მე სულ არ გიცნობ შეიძLება რეალურად და ოდესმე სადმე რომ შევხვდეთ, ვერც კი მივხვდები, რომ ჩაგიარე, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ერთიანობაში, როგორც შენი ყალბი, ასევე არაყალბი პოსტებიც...
    იმიტომ რომ ეს სიყალბეც შენ ხარ, შენი ერთ ერთი სახეა და უბრალოდ celebrate it, don't condemn it!

    ReplyDelete
  4. Take it easy! Tu aseTi "Cavardnebi" ar gaqvs, cxovreba mosawyeni xdeba. yvelze magari waqcevix Semdeg adgomaa, cudi periodis gadalaxva da isev sadaveebis aReba. ase rom, aseTi periodebic saWiroa, magiT izrdeba adamiani!

    gaiRime da Tqvi: I´ll be back! In fact, I am!

    ReplyDelete
  5. thank you girls, აი გულაჩუყებული ვზივარ.. წეღან ვფიქრობდი რომ ძალიან ჩემს თავზე გამომივიდა ეს პოსტი - წიპა ’არავის ვუყვარვარ’ და მისთანანი, ასე ძალიან არ მინდოდა : )

    თქვენს კომენტარებზე კი მართლა სითბო ჩამეღვარა გულში, აააა, არ ვიცი კიდევ რა ვთქვა :user:


    პ.ს ისეთი ვიზიტორები მართლა არ მინდა, სერჩში ’სექსს’ რომ ჩაწერს, შემოიხედავს, ნახავს რომ აქ სექსის ვიდეოებს ვერ ნახავს და უკან გავა :)

    ReplyDelete
  6. უბრალოდ გაგიღიმებ, კარგი?.. :)))


    :*

    შემომეკოცნა კიდეც.. :უსერ:

    :)

    ReplyDelete
  7. რა საყვარელი ხარ :ლოლ:
    და ბავშვური ძალიან ძალიან :) არავის ვუყვარვარო.

    თუ არ გინდა დაწერა, არც უნდა დაწერო და ვიზიტორებზე თუ იფიქრე, მაშინ მართლა დეპრესიაში ჩავარდები. ბლოგინგი ხომ სიამოვნებაა და არა ვალდებულება.
    ნადალი მალე ჩადგება ფორმაში, მჯერა. ყველას დრო სჭირდება ;) So give yourself a break :sunny:

    ReplyDelete
  8. ბლოგი ჩემია და ვიზიტორებზე არ მაქვს გათვლილი, არც რეკლამირებას ვცდილობ რაიმე ხერხით, არც ფულის კეთებას და თუ ვწერ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მერე წავიკითხო და გავიხსენო რას ვგრძნობდი, როგორი ვიყავი, რა შეიცვალა ჩემთვის.
    და როცა არ გინდა ბლოგი, ე.ი. მიზეზიც არსებობს, ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი, მაგრამ მაინც არსებობს.

    და რაც შეეხება თვითდაჯერებულობას, გეთანხმები, შენ როგორც გრძნობ ტავს, ისევე აღგიქვამენ სხვებიც.

    ReplyDelete
  9. მეც რამდენჯერ შემინიშNავს იცი, რომ როგორც განაწყობ შენს თავს და სხვებს შენს მიმართ, მერე მართლა ისეა ყველაფერი?
    ადრე,ასე 1 წლის წინაც დაჟე, მჯეროდა რომ კოსმოსში როგორ ენერგიასაც გაუშვებდი, ისეთივე დაგიბრუნდებოდა უკან და ასეც ხდებოდა ხოლმე.
    მაგრამ ბოლო დროს ბევრი ნეგატიური მოხდა ჩემთან და ეს სელფ ტრენინგებიც აღარ მშველის თითქოს.
    მაგრამ მთავარია ყურები არ ჩამოყარო! ადამიანს თავის ფსიქოლოგიასთან ერთად ყველაფერი შეუძია, მე ასე მჯერა ხოდა help yourself : )

    ReplyDelete