Saturday, October 31, 2009

Als ich kann

  ადიდე დღე, რომელიც თენდება. ნუ ინაღვლი, რა მოხდება მომავალ წელს, ათ წელიწადში. დღევანდელ დღეზე იფიქრე და თავი დაანებე მაგ შენს სულელურ თეორიებს. ხომ ხედავ, ყველაზე სასიკეთო თეორიაც ბრიყვულია და ფუჭი. დღევანდელი დღით იცოცხლე. ადიდე ყოველი დღე, გიყვარდეს და პატივი უზღვე; უდროოდ ნუ დააჭკნობ შენს დღეებს, ნუ შეაფერხებ მათ აღორძინებას.

  


   გიყვარდეს ყოველი დღე. თუ დღევანდელივით პირქუში და სევდიანია, გიყვარდეს მაინც. ირწმუნე, და ითმინე. თუ კეთილი ხარ, შენი საქმეც კეთილად წავა. თუ უძლური ხარ, ბუნებამ თუ ხელი არ მოგიმართა, მაინც უნდა იბედნიერო. როგორც ჩანს, მეტი არ შეგძლებია. რად უნდა ინატრო შეუძლებელი? იღვაწე ჯერისაებრ. იმას უნდა იქმოდე, რასაც გაწვდები..

    Als ich kann   

  

  

7 comments:

  1. მომწონს : >

    განსაკუტრებით ბოლო წარწერა მომეწონა : > ძალიან...

    ReplyDelete
  2. idealuri mocodebaa. . .

    magram arc ise advilia,sul gaxsovdes :)

    ReplyDelete
  3. იცი, ეს პოსტი წავიკითხე და ბოლოში რომ ჩავედი თან გავოცდი და თან მიხარია:) ბოლო ფრაზა, მეც დავაკოპირე რამოდენიმე დღის წინ რაღაც ბლოგიდან თუ.. მოკლედ აღარ მახსოვს ზუსტად:))) დრაფტებში მიდევს უბრალოდ ჩაკოპირებული, რომ მერე არ დამვიწყებოდა და პოსტი დამეწერა. აი მართლა ძალიან ძალიან miracle არის!! ^_^ Luv ya Natalia

    ReplyDelete
  4. Anuschka, მეც ხშირად მაქვს ხოლმე ასეთი დამთხვევები, ერთ-ერთი ზუსტად შენს პოსტზე იყო, ესპანეთზე რომ გეწერა :) კომენტარი დაგიტოვე კიდეც, სულ ვაპირებდი ესპანეთზე დაწერას-მეთქი.. :love:


    ჰო მართლა, ეს სიტყვები ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე, ძალიან მომეწონა, ბლოკნოტში ამოვწერე და ბლოგზეც დავპოსტე :) პირველ რიგში ჩემთვის, ხშირად რომ წავიკითხო და შევეცადო მაინც, რომ შევასრულო.

    ReplyDelete
  5. ლოცვას ჰგავს თითქოს...

    მომწონს, ისეთია, ცუდად რომ ხარ და ჭიქა ჩაისთან ერთად გულს რომ გაგითბობს...

    მაგრამ როდესაც ცუდად არ ხარ, ხვდები, რომ შეუსრულებელია :P

    მე მაპატიეთ პესიმიზმისთვის :S

    ReplyDelete
  6. CinnamonGirl, მე საერთოდაც მგონია, რომ ასეთი სიტყვები ცუდად მყოფი ადამიანებისთვის არის მოგონილი :)) ანუ, ოპტიმისტურად განგაწყობს და სურვილი გიჩნდება, იმოქმედო. თორემ, მთელი სიცოცხლე ასე არავინ ცხოვრობს ალბათ..

    ReplyDelete