Tuesday, February 20, 2024

Miscellaneous

 არასდროს არ ვიცი, ეს სიტყვა ზუსტად როგორ იწერება, ან როგორ იკითხება. მხოლოდ ის ვიცი, რას ნიშნავს და ის, რომ ამ პოსტს ზუსტად შეეფერება.

***

სამსახურში ვარ და ლანჩს ველი. ყოველი სამუშაო დღეს ლანჩის გარშემო ვგეგმავ - რაღაცები ლანჩამდე უნდა გავაკეთო და რაღაცები - ლანჩის შემდეგ. როგორც კი 12 საათი მოახლოვდება (ანუ, საჭმლის მოსვლის დრო), ჩემი მთლიანი განწყობა იცვლება და ვეღარაფერს ვაკეთებ, ვიდრე საჭმლის საყიდლად არ ჩავალ და არ შევჭამ.

***

თმის ასე შეჭრა მინდა. ცოტა იქით ვდებ, გაზაფხულისკენ. ზამთარში გრძელი თმა კარგად გადგება ადამიანს (თუმცა გრძელი ახლაც არ მაქვს). თან ცოტა ვღელავ, ჯერ ერთი, ჩოლკა, ანუ წინამო? - მე ხომ ვთქვი, რომ აღარასდროს მექნებოდა ასეთი, შუბლზე ჩამოყლილი ჩოლკა. მაგრამ თან ძალიან მაინტერესებს როგორ დადგება ჩემი თმა ასე შეჭრილი. ასე მოკლედაც ძალიან დიდი ხანია, არ მქონია. ბავშვობის მერე, როცა დედა უმოკლესად მჭრიდა და ყველას ბიჭი ვეგონე.

ოდრი ტატუ არის ჩემი ბოლოდრინდელი თმის შეჭრების ინსპირაცია. ჯერ ერთი, ვიზუალურად ძალიან მომწონს ისედაც და ბოლო რამდენიმე შეჭრა სულ მისი ფოტოები მიმაქვს ხოლმე სტილისტთან. სულ ბოლოს ამ ფოტოს მიხედვით შევიჭერი:


***



რა ლამაზი ფერები და სტილია, არა?  ფერები უფრო შემოდგომას უხდება, მაგრამ გაზაფხულზე რომ ჩავიცვა, არავინ დამიჭერს ალბათ. ხანდახან წამომივლის ხოლმე სურვილი, ავდგე და გარდერობი მთლიანად განვაახლო, მაგრამ ეს სურვილი პინტერესტზე ცოტახნიანი სერფინგის მერე ქრება. 




***

ბოლო დროს ძალიან ვინსპირირდები აზიური მაკიაჟის სტილით - ვიცი, არაფერი სიახლე არაა, იმდენად აქტუალურია ახლა ყველაფერი აზიური. თუმცა მე კონკრეტულ ვიზუალს ვგულისხმობ: მუქი თმა, ფერმკრთალი კანი, წითელი ტუჩები და თვალებზე მინიმალური ლაინერი+ტუში. რადგან სახის კანს მზისგან მაქსიმალურად ვიცავ, ამიტომ ჩემს კანს დიდი ხანია, მზის სხივები არ მიჰკარებია და განსაკუთრებით ფერმკრთალი ვარ და ასეთი მაკიაჟი მიხდება. 


5 comments:

  1. როგორი გაზაფხულისპირის თემაა - გადახალისება! ყველაფერი მოგიხდება, რასაც ფიქრობ! "მუქი თმა, ფერმკრთალი კანი, წითელი ტუჩები და თვალებზე მინიმალური ლაინერი+ტუში" - ეს ფრანგების ფორმულაცაა. LA girl (tan, blond hair) vs Parisian girl (dark hair, pale skin, red lip)

    მუქი მწვანე და ლურჯიც კარგი კომბოა. ზამთრის შავიდან ადრე გაზაფხულზე მუქი ლურჯით გადასვლა მიყვარს, რომელსაც უხდება ფუქსია ტუჩის ფერი (MAC flat out fabulous).

    Happy spring and happy new inspo!

    ReplyDelete
    Replies
    1. თინა <3 ბედნიერი გაზაფხული შენც <3 და კი, უფრო პარიზელი გოგოს მაკიაჟია ნამდვილად ეგ და ვცდილობ, მოვირგო და ყოველდღიური გავხადო : ))

      Delete
  2. misc პირველად შემხვდა, როცა მცირე ბიზნესის ტრენინგებს ვთარგმნიდი 90-იანებში. miscellaneous expenses

    ReplyDelete
  3. გადასარევია ოდრი ტატუ და იმედია შენ წინამო კიდებ ერთხელაც შეიჭერი
    ამასობაში 🫶🏼

    ReplyDelete
    Replies
    1. კიწი, გამიხარდა შენი გამოჩენა <3 კი, შევიჭერი წინამო და ძალიან კარგი გამოდგა ^__^

      Delete