სენტ ჯეიმზიდან გარეთ გამოვედი, ადრიანი დილის ნოტიო ჰაერი შევისუნთქე. ცარიელი ქუჩები დილის ცვარისგან ბრწყინავს
ქუჩას გავუყევი, გონებაში შენი ბოლო ხატება მიტრიალებს - როგორ წევხარ აულაგებელ ლოგინზე და თმაში ნათელი დაგთამაშებს. თითქოს ხარ იესო მთვარიდან, იესო პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან.
ნეტავ პირველი შენ იქნები თუ მე?
ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა გულში ძლიერი დარტყმას ჰგავდა. სუნთქვას რომ შეგიკრავს და ყველაფერ სხვას უმნიშვნელოს ხდის. ახლა კი ლოგინში მოკუნტულს გძინავს და თმაში სინათლე დაგთამაშებს.
ადრიან დილით ქუჩაში თითქმის არავინაა. გონებით ისევ ვუბრუნდები, თუ რას ამბობდა დილას მეტეოროლოგი. ნეტავ, ცოცხლების ხმა საიქიოში, გარდაცვლილებთან თუ აღწევს? მოვა დრო და გავიგებ. ხანდახან ამაზე ფიქრში შვებას ვპოულობ - მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ.
ხშირად ჩვენ, ადამიანებს, ცვლილებების გვეშინია. მე კი, მე უფრო იმის მეშინია, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ისე დარჩება. რადგან არავის გაუმარჯვია ერთ ადგილას დიდხანს დგომით.
ნეტავ უფრო შენ იყავი თუ მე?
შენში იყო სიმი, რომელსაც ვერაფრით მივწვდი და ვერ შევარხიე. ახლა კი წევხარ და მოკუნტულს გძინავს, თმაში სინათლე დაგთამაშებს. როგორც იესოს მთვარიდან, პლანეტებიდან და ვარსკვლავებიდან.
ცარიელ ქუჩაში მიმავალი, კანტიკუნტად გოგოებს ვხვდები. ერთი-ორჯერ ზოგი მიღიმის. "სალამის" თქმა არასდროსაა დანაშაული. და მეც, ვესალმები მათ. ვესალმები. ვამბობ - "სალამი".
ნეტავ პირველი მე ვიქნები თუ შენ? ერთი უნდა დარჩეს და ერთი წავიდეს.
შენ კი ახლა სენტ ჯეიმზის ლოგინზე წევხარ და გძინავს. როგორც იესოს მთვარიდან, იესოს პლანეტებიდან და ვარსკლავებიდან.
მე კი ვამბობ - "სალამი", "სალამი", "სალამი".
* * *
ნიკ ქეივის ამ სიმღერას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რამდენიმე წლის წინ, როცა ავად ვიყავი და გაციების ჩაის დალევის შემდეგ, ძილბურანში ყოფნისას, ყურსასმენებში ეს სიმღერა დაიწყო, ყველაზე უცნაური რამე განვიცადე, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არც ერთი სიმღერის მოსმენიას არ განმიცდია. რულმორეულს მეგონა, რომ ამ სიმღერაში შიგნით ვიყავი. არა სიმღერაში აღწერილი ამბის პერსონაჟი, არამედ უფრო ბგერების მხრივ, მელოდიაში ვლივლივებდი. ეს შეგრძნება სიმღერის დასრულების შემდეგ გაქრა და შემდეგ სიმღერას აღარ გაჰყოლია. და როგორც ვთქვი, აღარასდროს განმიცდია, მათ შორის არც ამ სიმღერის მოსმენისას. მაგრამ ეს სიმღერა მხოლოდ ამიტომ არ მიყვარს. მიყვარს თავისი ტექსტის გამო, მელოდიის გამო და იმის გამო, თუ როგორ მღერის ამ ტექსტს ნიკ ქეივი. ამიტომ, ახლა, ნიკ ქეივის და ამ სიმღერის განახლებული სიყვარულის დროს (თუკი შეიძლება ის სიყვარული განახლდეს, რომელიც არსად წასულა), გადავწყვიტე, ტექსტი მოთხრობად თუ ჩანახატად მექცია.
ის დღე გამახსენდა შენ რომ ნიკ ქეივს შეხვდი და ქაფქეიქი მიირთვი :)) პოსტი ანუ :D ძაან ვისიამოვნე ამ და ადრე იმ პოსტით :)))
ReplyDeleteძალიან მიყვარს ეგ პოსტი, ასე მგონია, ეგ ამბავი მართლა მოხდა :)))) :დ
Deleteმადლობა <3